Posts Tagged 'ჩემი ყოფა'

მეშახტის ოჯახს შია

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ გვერდზე დადებულ ვიდეოს სადაც ტყიბულში გაფიცული მეშახტე საკუთარი პრობლემების გამო მთავრობას მიმართავს. (ვიდეო: liberali.ge)
მოკლედ მეგობრებო!

32222211111
მოვძებნე ეს ადამიანი. ზვიად კუბლაშვილი, რომელიც მაღაროში 280 ლარის სანაცვლოდ მუშაობს. ის ოჯახთან ერთად ტყიბულის რაიონ სოფელ ბზიაურში ცხოვრობს.
ზვიადის დედას დიაბეტის პრობლემა აქვს, მამას გულის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაუკეთდა, მისი შვილები წლინახევრის გაბრიელი და 5 წლის მარიამი ამჟამად ბრონქების პრობლემებით სახლში გადიან მკურნალობას, 6 წლის მათე კი რომელიც ვიდეოშიც ჩანს ოჯახში არსებული კრიზისის გამო ხშირად ყოველდღიური საკვების გარეშეა დარჩენილი. ოჯახს არ გააჩნია სოციალური დახმარება და ცხოვრების ნორმალური პირობები.
მე მესმის, რომ ამ გაჭირვებული ოჯახის ყველა პრობლემას ჩვენ ვერ გადავჭრით, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ცოტათი მაინც შევცვალოთ მათი ყოველდღიურობა!
მაშ ასე! ახლა ჯერი თქვენზეა!
გადმორიცხეთ ნებისმიერი ვალუტა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და არ დაიზაროთ ამ პოსტის გაზიარება!
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ბანკი რესპუბლიკა
GE48 BR00 0001 0016 6934 00
მიმღები: ლაშა მესხი

მადლობა

IMG_0988

„დღესაც 1921 წლის თებერვლის მსგავსი მდგომარეობაა“

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე საგრძნობლად მომრავდა ეწ, „ეროვნული“ , „ქართველობის“ დამცველი ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები და პირები. მახვილ თვალს არ გამორჩებოდა მათი გამიზნული საქციელი. სწორედ ამიტომ მეც ჩემის მხრივ გამიზნულად ვქმნი ახალ რუბრიკას ჩემს ბლოგზე, რომელსაც მარტივად : „ბლიცი საქმეზე“ ერქმევა. ამ რუბრიკაში ბევ საინტერესო ადამიანს იხილავთ, რომლებიც მოჭარბებულ რუსულ, ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პროპაგანდას ჩემთან ერთად შეერკინებიან.

მაშ ასე

დღევანდელ დღეს 25 თებერვალს, ამ უმძიმეს დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სულისჩამდგმელი ირაკლი ხვადაგიანია.

  • სალამი ირაკლი. ვიცი რომ ძალიან დიდია შენი გამოცდილება საბჭოთა მწარე მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. რისი სიმბოლოა პირადად შენთვის დღევანდელი დღე?

25 თებერვალის გლოვის და მარცხის სიმბოლოდ იქცა 2 მიზეზის გამო – 25ში ქართულმა არმიამ დატოვა თბილისი და ის საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა; დედაქალაქის დაცემა სერიოზული ტრავმა გახდა მაშინდელი მოქალაქეებისათვის და შეიარაღებული ძალების დემორალიზაციას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა ბრძოლა 1921 წლის 17 მარტამდე გრძელდებოდა და ცეცხლი დროებით შეწყდა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, რეალურად ოკუპაციის დასრულების თარიღი 1921 წლის 17 მარტია. მაგრამ 1922 წელს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო და არალეგიტიმური საბჭოების არჩევნები ჩაატარა, რომელიც რეალურად ისევ საოკუპაციო წითელმა არმიამ აირჩია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა (კომპარტიის წევრების და მომხრეების გარდა, რომელთა რიცხვი ძალიან მცირე იყო) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. “არჩეულმა” საბჭოთა საქართველოს ახალმა მთავრობამ 1922 წლის მაისში აკრძალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნა და გამოაცხადა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის დღე 25 თებერვალია. ამის შემდეგ მუდმივად აღინიშნებოდა ეს თარიღი, რაც დღეისათვის, ჩემთვის პირადად არის სიმბოლო საბჭოთა ოკუპაციის ძალადობის და ცინზმის, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტოტალურად აყალბებდა წარსულს.

  • იუნკრების გმირობის შესაძლო ამსახველი ფოტო გაავრცელა თქვენმა ორგანიზაციამ, გვაქვს თუ არა ავადსახსენებელი თებერვლის რაიმე ისტორიული ფოტო ან აქამდე ასე თუ ისე უცნობი გმირობის ფაქტი?
  • 10995480_793734120680608_7825320523778759733_n

1921 წლის ომის ამსახველი ვიზუალური დოკუმენტაცია ძალზე მწირია; არსებობს რამდენიმე ფოტო ეროვნულ არქივში, თუმცა ნაწილი შესაძლოა უფრო ადრე იყოს გადაღებული. მაგრამ არსებობს კინო-ქრონიკის ფრაგმენტები, სადაც ჩანს თბილისის დაცვის სამზადისი, მობილიზაცია, საარტილერიო დუელი კოჯორთან, ჩვენი არმიის პოზიციები სოღანლუღთან და ორხევის სექტორში. დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ როგორც სახელმწიფო ასევე მოქალაქეები დიდად ზრუნავდნენ მოვლენების ფირზე აღბეჭდვას, თუმცა ეს დოკუმენტები საბჭოთა რეჟიმის ყოველდღიურობაში გამიზნულად თუ დაუდევრობით დაიფანტა; დიდი ალბათობით მრავალი უნიკალური დოკუმენტი ჯერ კიდევ ინახება ოჯახებში, რომელთა წინაპრებიც ამ ომში იყვნენ ჩართული.

  • 11 არმიამ „გაანთავსიფულმა“ ეს იყო საზეომო დღე წლების მანძილზე, ამ მიმართულების პრობლემები დღესაც არის. რა უნდა დავუპურისპიროთ და რა მომქმედი ნორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ ისტორიის სწორი შესწავლით მიმართულებით?

25 თებერვლის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დღეს აღარ არსებობს კითხვები, და მისი რეალური მნიშვნეობის შესახებ შეიძლება ითქვას რომ საყოველთაო კონსენსუსია; მაგრამ ზოგადად პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის წლებთან დაკავშირებით რეალური, ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი ცოდნის შესაქმნელად ხანგრძლივი და პროფესიონალური კვლევებია საჭირო, ასევე ამ კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდება.

  • იყო თუ არა შეცდომა მაშინდელი მთავრობის მიერ ნეტრალიტეტის მიღება? რა შეცომები დაუშვა მაშინდელმა მმართველმა ძალამ?

მთავრობის შეცდომებიც, მითების სფეროს მიეკუთვნება დღეისათვის – ფრთიანი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, შეცდომას ის არ უშვებს, ვინცა არაფერს აკეთებს. ანალოგიურად, ამ კითხვაზე დასაბუტებული პაუსხისათვის ძალზე დეტალური და მონუმენტური კვლევაა საჭირო. ჩემი პირადი დასკვნითა და მოსაზრებით, მარცხის მიზეზი ძალზე მარტივია – საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა განწყობების გამო, ჩვენ მარტო დავრჩით რამდენჯერმე ძლიერი აგრესორის წინააღმდეგ, და 4 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ომებში ჩაბმულმა ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უკანასკნელი რესურსები ამოწურა, მაგრამ ვერ შეაკავა მასზე ბევრად ძლიერი აგრესორების – საბჭოთა რუსეთის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აგრესია. თუმცა მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ შეძლო, ოკუპაციის ფაქტის დადასტურება საერთაშორისო არენაზე და დამოუკიდებლობის იურიდიული შენარჩუნება ათწლეულების განმავლობაში, რამდენადაც მათ არასოდეს დაუდასტურებიათ რაიმე ფორმით, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კანონიერება და არ მოუხსნიათ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობის სტატუსი.

ნეიტრალიტეტი იყო მხოლოდ დეკლარაცია დამოუკიდებლობის გამოცხადებისას 1918 წლის 26 მაისს; ფაქტობრივად საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად საქართველო მუდმივად შედიოდა ალიანსში საერთაშორისო მოთამაშეებთან.

1527127_10201457972273649_1996821998_n

  • ჩერჩილმა გაიხსენა ერთ ერთ დისკუსიაში ბოლშევიზმი თავის დროზე უნდა აღმოგვეგვაო., რამნდენად ადექვატური იყო ევროპის რეაქცია, როცა ბოლშევიმთან პირისპირ დაგვტოვა?

დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებს შორის არ იყო სრულფასოვანი თანხმობა, არც საქართველოს და კავკასიის ერთპიროვნულად საბჭოთა რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებაში, მაგრამ არც ქმედითი ღონისძებების სურვილი და პარქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად – მაქისმალური მიღწევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს რესპუბლიკის იურიდიული აღიარება გახდა; ამის პარალელურად კი მზადდებოდა თანამშრომლობის პაკეტები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა დატოვა კავკასია და საქართველო და დაცვის სამხედრო გარანტორობა არავინ აიღო საკუთარ თავზე რეალურად, რამაც გზა გაუხსნა საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიას. პირველი მსოფლიო ომის შედეგებით დასუსტებული ევროპული სახელმწიფოები რაციონალურად ხედავდნენ საკითხს – არ რისკავდნენ რესურსის დაბანდებას რთულ რეგიონში და ცდილობდნენ ურთიერთობის დაწყებისათვის ნიადაგის შექმნას საბჭოთა რუსეთთან, რამდენადაც ბოლშევიკური რეჟიმის დამხობის ილუზია გაქრა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკა საჭიროებდა საბჭოთა რუსეთის მიერ კონტროლირებად რესურსების ხელმისაწვდომობას.

  • დღეს რა პრობლემებია ამ კუთხით? იმ დროს როცა სახელმწიფოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და რუსული პროპაგანდა დღითიდღე ფეხს იკიდებს?

დღეს გარკვეულწილად მსგავსი მდგომარეობაა – რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს კავკასიის რეგიონს და მუდმივად იყენებს, როგორც სამხედრო მუქარას, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს, ამ რეგიონის საერთაშორისო იზოლაციისა და კონტროლის მაქსიმუმამდე მისაყვანად.

დიდი მადლობა ირაკლის საინტერესო ინტერვიუსთვის.

იმედი გვაქვს ირაკლის ნაწინასწარმეტყველები „21 წლის ანალოგიური მდგომარეობა“ ჩვენთვის დადებითად დასრულდება. დასასრულს კი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომლითაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა კურსანტებს ბოლოჯერ მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

7kjei

ხვამლობა-დღესასწაული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე (ვიდეო)

IMG_1382GGG IMG_1448 IMG_1451 IMG_1464 IMG_1499 IMG_1542 IMG_1545 IMG_1584 IMG_1650
sadgegrdzelo venaxi xedi

ლეჩხუმში სახალხო–რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღდგომის შემდეგ იმართება.  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 2200 მეტრის სიმაღლეზე მოსალოცად იკრიბება. თქმულების მიხედვით,  ხვამლის მთაზე, სადაც კელიის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი, 2000  ბერი ცხოვრობდა.  ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ წირვა–ლოცვა აღავლინა და გარდაცვლილი ბერების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ვიდეო დღესასწაულის შესახებ მომზადდა. სასიამოვნო ყურებას და მალე ამ მშვენიერი ადგილების მონახულებას გისურვებთ 🙂

IMG_1695

აჯანყდი

თარგმნა გიორგი ხასაიამ

აჯანყდი,რადგან მამა ძალიან ბევრს გატყუებდა ბავშვობაში

აჯანყდი,რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები

აჯანყდი,რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება

აჯანყდი,რადგან მხოლოდ კოლექტიური ქმედებები  გვაშორებენ ბოროტოკრატიას

აჯანყდი ,რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება

აჯანყდი,რადგან თავი დაკარგე

ერთიდაიგივე კოშმარების წრეზე სიარულში

აჯანყდი ,რადგან შვილები ამტკიცებენ რომ ეს არაფერს მოიტანს

ხოლო მშობლები ამტკიცებენ რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა

images

აჯანყდი,რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან

აჯანყდი,რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი

ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი

აჯანყდი,რადგან ლაპარაკს არ გაცლიან

აჯანყდი ,რადგან ეს ასე არ უნდა ყოფილიყო

აჯანყდი,რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა

და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას

აჯანყდი,რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე

აჯანყდი,რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ

და არა  იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ

სასოწარკვეთილ ადამიანებს

აჯანყდი,რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,

შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით

აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია

აჯანყდი,რადგან ნახშირის მტვერი ახრჩობს

ხოლო შახტა ცოცხალთა სასაფლაოა

 

აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი,რასაც ახალს ეძახიან

შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება

აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს

აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია

აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს

აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია

 

აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია

აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ

აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი

აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,

აჯანყდი, რადგან მე  ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე

აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე

აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა

აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,

მთავარია რაღაც ქნა

 

აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე

აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია

აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია

ან გეგონა რომ შეგეძლო

აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს

აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია

აჯანყდი, რადგან ბნელ რესტორანში ასანთის ღერიც კი საკმარისია

მენიუს წასაკითხად

აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო

აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა

აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ

აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა

 

შენ არ აჯანყდი, როცა შეგეძლო, ახლა კი ძლიერ გვიანაა.

აჯანყდი, რადგან ხმაურია

აჯანყდი, რადგან შენს ცხოვრებაში არასაკმარისია პოეზია,

ან ეს ის პოეზია არ არის

აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა

აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,

ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,

თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,

კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.

 

აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,

ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ

აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,

ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს

აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა

აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია

აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო

აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო

აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს

აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია

აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება

აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს

აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე

აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი

აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა

აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი,

აჯანყდი, ეს დიდხანს იწელება

აჯანყდი, რადგან გინდა იმღერო ეს სიმღერა.

წყლის ძალა მოგცეთ GWP-მ

წყალი ყველა სასიცოცხლო პროცესისათვის აუცილებელია: ჟანგბადის მიწოდებით დაწყებული, სხეულის ტემპერატურის რეგულირებით დამთავრებული.


10530676_877745542254039_4992366654988331814_n

თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მივიღებთ, ორგანიზმს შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობას, კანს ახალგაზრდულ იერს და თავიდან ავიცილებთ ბევრ დაავადებას

ძალიან ბევრი კვლევის და განსჯის გარეშე წყალი პირდაპირ კავშირშია ჩვენ ბუნებრივ მოთხოვნილებებთან, ჩვენ მის გარეშე ვერ ვიარსებებდით. წყალი სიცოხლეა.

სწორედ სიცოცხლის ამ ფორმის მოწოდებას უზრუნველყოფს ჩვენ სახლებში კომპანია GWP – Georgian Water and Power. წყლის გზა საცავიდან ონკანამდე კომპანიის მესვეურებმა სპეციალურად ქართველ ბლოგერებს გაგვატარეს.10516643_877733675588559_2769954477046172078_n

ბუნებრივი ნივთიერებებით მდიდარი ქართული წყალი ონკამდე რამდენჯერმე იფილქტრება, უტარდება შესაბამისი ტესტირება (1 საათში ერთხელ), მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება სართო ქსელში.

როგორც ჩემთან საუბრისას GWP ხარისხის მართვის ლაბორატორიაში აღნიშნეს დღემდე სერიოზული დარღვევა წყლის უვნებლობის კუთხით არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს ისინი შიდა გაყვანილობის გამო დაფიქსირდა.

ტურის დროს გავიცანით GWP თანამშრომლები, რომლებიც წლებია ზრუნავენ ჩვენი წყურვილის დაკმაყოფილებაზე.

ყველაზე მნიშნვნელოვანი რაც ამ ტურის მსვლელობისას გამოიკვეთა არის ის, რომ ჩვენ-მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა რასაც წყლის მოფრთხილება ქვია.  აუცილებელია გავიაზროთ, რომ ადამიანები დღე და ღამ შრომობენ იმისთვის რასაც ჩვენ ხანდახან უდიერად ვექცევით.

10430891_877746478920612_5500079351483155963_n

ბოლოს მინდა გავიხსენო ჩემი ნიგერიელი მეგობრის დამოკიდებულება სასმელი წყლის მიმართ. როგორც ცოცხალ ადამიანს ისე ცემდა ის პატივს ჭიქაში მყოფ ღვთაებრივ სითხეს. „ჩვენთან უდიდეს პატივად ითვლება, როდესაც ადამიანი სტუმრად მოვა და დიდი თასით წყალს მიართმევო“ მიყვებოდა ის. კარგი იქნება თუ ჩვენც ნელ ნელა წყალზე გადავალთ, და მოსულ სტუმარს ჯიხვის, ხარის ან სულაც მამონტის ყანწით თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ონკანის წყალს შევთავაზებთ.

10423860_877744588920801_5142699135796540477_n

პოსტის ბოლოს რამდენიმე საჭირო და საინტერესო რჩევა წყალთან დაკავშირებით:

წყლის დალევა აუცილებელია მწარე, მლაშე, ცხარე, ცხიმიანი და მშრალი საკვების მიღებისას;

თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი წყალი;

სიცხეში შინიდან გასვლის წინ შესვით 1-2 ჭიქა წყალი. ნუ დაეწაფებით წყალს მზისგულზე, ამან შესაძლოა გაძლიერებული ოფლდენა გამოიწვიოს და თვითონვე იქცეს გაუწყლოების მიზეზად;

წყლის სმა სიცივეშიც აუცილებელია, ყინვაში ორგანიზმი მეტ ენერგიას წვავს;

ბევრი წყალი არ დალიოთ ფიზიკური დატვირთვის წინ და დატვირთვის პერიოდში;

ყოველ დილით უზმოზე ჭიქა წყალი დალიეთ, იგი საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს;

სხეულის ტემპერატურის მატებისას რეკომენდებულია წყლის უხვად სმა;

წყლის დალევა დილით მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას;

სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს;

თვითმფრინავში, სადაც ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორც უდაბნოში, საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი უნდა სვათ;

ჩვეულებრივზე დიდი ოდენობის სითხე სჭირდებათ მეძუძურ დედებს;

კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას და ულუფა ალკოჰოლიან სასმელს წყალი დააყოლეთ.

 

 

სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია კახეთში

 

11-12 აპრილს პროგრამა: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში კახეთში სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითვმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

გთავაზობთ პატარა ფოტოისტორიებს ამ ექსპედიციიდან:

სოფელ ერისიმედის ძველი და ახალი სკოლის შენობები. ადგილობრივები ახალი სკოლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობაზე საუბრობენ და უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სკოლაში არ შედფის დასალევი წყალი და არ მუშაობს კანალიზაცია. აგრეთვე არსებობს წყლის ჩასვლის საფრთხეც...

სოფელ ერისიმედის ძველი და ახალი სკოლის შენობები. ადგილობრივები ახალი სკოლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობაზე საუბრობენ და უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სკოლაში არ შედფის დასალევი წყალი და არ მუშაობს კანალიზაცია. აგრეთვე არსებობს წყლის ჩასვლის საფრთხეც…

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობის შესახებ საველე ლექცია
მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობის შესახებ საველე ლექცია
მეცხვარეების ანაზღაურება 1000 ლარამდეა, თუმცა ბევრი რთულ პირობებზე უარს ამბობ. საკმაოდ გაგვიძნელდა ქართველი ეროვნების მეცხვარის პოვნა.

მეცხვარეების ანაზღაურება 1000 ლარამდეა, თუმცა ბევრი რთულ პირობებზე უარს ამბობ. საკმაოდ გაგვიძნელდა ქართველი ეროვნების მეცხვარის პოვნა.

დალისმთის წყალსაცავი, რომელიც აზერბაიჯანს სარწყავი წყლით ამარაგებს

დალისმთის წყალსაცავი, რომელიც აზერბაიჯანს სარწყავი წყლით ამარაგებს

„ღ“ - ანუ ღობე

„ღ“ – ანუ ღობე

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ვერხვი

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ვერხვი

დედოფლისწყაროს გასართობი ცენტრი

დედოფლისწყაროს გასართობი ცენტრი

„ჯარის წყალი“ ქ დედოფლისწყარო

„ჯარის წყალი“ ქ დედოფლისწყარო

 
ერისიმედი – სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. აზერბაიჯანის საზღვართნ, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა[1] და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი. ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში კი 380 ადამიანი ახსენეს. სოფლის მკვიდრთ უამრავ საყოფაცხოვრებო და საზაზღვრო პრობლემებთან ერთად ყველაზე მძიმე პრობლემას მდინარე და მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა უქმნით .

ერისიმედი – სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. აზერბაიჯანის საზღვართნ, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა[1] და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი. ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში კი 380 ადამიანი ახსენეს. სოფლის მკვიდრთ უამრავ საყოფაცხოვრებო და საზაზღვრო პრობლემებთან ერთად ყველაზე მძიმე პრობლემას მდინარე და მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა უქმნით .

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობა, სოფელი ერისიმედი. ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობა, სოფელი ერისიმედი. ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

ელიას მთა. არსებობს ასეთი თქუმლება, რომ ამ კლდის ერთ ერთ სვეტზე ჩანს გაქვავებული ქალი... რომელიც ფეხმძიმობის დროს სალაშქროდ წასული ქმრის ლოდინში გაქვავდა...

ელიას მთა. არსებობს ასეთი თქუმლება, რომ ამ კლდის ერთ ერთ სვეტზე ჩანს გაქვავებული ქალი… რომელიც ფეხმძიმობის დროს სალაშქროდ წასული ქმრის ლოდინში გაქვავდა…

ალესილი

ალესილი

გზას ვამბობ თორემ რა გზაა...

გზას ვამბობ თორემ რა გზაა…

მიწები მუშავდება <3

მიწები მუშავდება ❤

ტრენინგი თემაზე-კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

ტრენინგი თემაზე-კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

ვხეეედავ მეცხვარეეეს :)

ვხეეედავ მეცხვარეეეს 🙂

ერისიმედი :*

ერისიმედი :*

ქართველი მესაზღვრეები

ქართველი მესაზღვრეები

ხედი kvareli lake resort-დან

ხედი kvareli lake resort-დან

მეტად გამოსადეგი ნივთი ექსპედიციებისთვის

მეტად გამოსადეგი ნივთი ექსპედიციებისთვის

ქცევის წესები სოფელ ერისიმედის საშუალო სკოლის შესასვლელში

ქცევის წესები სოფელ ერისიმედის საშუალო სკოლის შესასვლელში

ლერწამნი

ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორია

ეს პირველი ექსპედიცია იყო, რომელშიც მე როგორც ბლოგერი ვმონაწილეობდი. შესანიშნავი ადამიანები, დაუვიწყარი ხედები და მომავალი ექსპედიციების წარმატებით დასრულების სურვილი. ეს ყველაფერი ამ 2 დღეში 🙂

„ბუნება მბრძანებელია“

ცეკვა შალახო მაშას და დათვის შესრულებით (ვიდეო)

რაღაც მიზეზების გამო, ჩემი შვილი მოხვდა იმ საერთო გაუგებრობაში,  რასაც მაშა და დათვი ქვია. 🙂

საქმე იმაშია, რომ მას ქაში ეს ფაფა, სწორედ მაშას გამო შეუყვარდა,

მაშასავით დარბის და იცინის 🙂

დათვივით დაბაჯბაჯებს და იძინებს 🙂

მოკლედ უყვარს ეს ანიმაცია.

მეც გადავწყვიტე მისი გული გამეხარებინა და მთაწმინდის (ბომბორა) პარკში წავიყვანე.

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… აჰა პუბლიკავ ვიდეო ზედმეტი შესავლებისა და შარდის ბუშტივით გაბერილი სიტყვების სანაცვლოდ 🙂

😦

 


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო