Posts Tagged 'შიზოფრენია'

აჯანყდი

თარგმნა გიორგი ხასაიამ

აჯანყდი,რადგან მამა ძალიან ბევრს გატყუებდა ბავშვობაში

აჯანყდი,რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები

აჯანყდი,რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება

აჯანყდი,რადგან მხოლოდ კოლექტიური ქმედებები  გვაშორებენ ბოროტოკრატიას

აჯანყდი ,რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება

აჯანყდი,რადგან თავი დაკარგე

ერთიდაიგივე კოშმარების წრეზე სიარულში

აჯანყდი ,რადგან შვილები ამტკიცებენ რომ ეს არაფერს მოიტანს

ხოლო მშობლები ამტკიცებენ რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა

images

აჯანყდი,რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან

აჯანყდი,რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი

ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი

აჯანყდი,რადგან ლაპარაკს არ გაცლიან

აჯანყდი ,რადგან ეს ასე არ უნდა ყოფილიყო

აჯანყდი,რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა

და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას

აჯანყდი,რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე

აჯანყდი,რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ

და არა  იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ

სასოწარკვეთილ ადამიანებს

აჯანყდი,რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,

შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით

აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია

აჯანყდი,რადგან ნახშირის მტვერი ახრჩობს

ხოლო შახტა ცოცხალთა სასაფლაოა

 

აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი,რასაც ახალს ეძახიან

შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება

აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს

აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია

აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს

აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია

 

აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია

აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ

აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი

აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,

აჯანყდი, რადგან მე  ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე

აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე

აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა

აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,

მთავარია რაღაც ქნა

 

აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე

აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია

აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია

ან გეგონა რომ შეგეძლო

აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს

აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია

აჯანყდი, რადგან ბნელ რესტორანში ასანთის ღერიც კი საკმარისია

მენიუს წასაკითხად

აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო

აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა

აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ

აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა

 

შენ არ აჯანყდი, როცა შეგეძლო, ახლა კი ძლიერ გვიანაა.

აჯანყდი, რადგან ხმაურია

აჯანყდი, რადგან შენს ცხოვრებაში არასაკმარისია პოეზია,

ან ეს ის პოეზია არ არის

აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა

აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,

ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,

თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,

კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.

 

აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,

ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ

აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,

ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს

აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა

აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია

აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო

აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო

აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს

აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია

აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება

აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს

აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე

აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი

აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა

აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი,

აჯანყდი, ეს დიდხანს იწელება

აჯანყდი, რადგან გინდა იმღერო ეს სიმღერა.

Advertisements

ქუთაისში მიწისძვრა დაფიქსირდა (ვიდეო)

რამოდენიმე წამის წინ ის იყო კომპიუტერთან გამომშვიდობებას ვაპირებდი, ჩემს მიერ შექმნილი „ლუსტრა“ ნატიფად აქანავდა. ამას მოჰყვა რწევის ეფექტი ფეხებქვეშ 🙂

ეგრვე წამოვარდი და გასავლელი კარების ღრიჭოში დავდექი 🙂 კარი შევაღე იქედან კი რაღაც ღმუილის მაგვარი ხმა მომესმა 😦

ამ პოსტის წერის დროს რწევის ეფექტი ისევ ამოქმედდა 😦

ესე იგი დღეიდან დღეგამოშვებით მიწისძვრას უნდა ველოდოთ? :@ 😦

ყველანი მოკვდებით!

2007 წლის ზამთრის პირი იდგა

საქართველოთი დაღლილი რძისფერი ახალგაზრდები  ერთ გამოკეტილ ოთახში ისხდნენ და ფსამდნენ

ფსავდნენ დილიდან დილამდე.

თუ არ გჯერათ თავად ნახეთ

მეცნიერებმა ახალი სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს

ჩვენს წალკოტ ქვეყანაში რაც ხდება ყველამ კარგად იცის, ყველა ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს..

მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ არის ასეთი სინდრომი: „სიყლევე“
მეცნიერების მტკიცებით, ეს დაავადება ვირუსულ ხასიათს ატარებს და მუტაციას დღითიდღე მხურვალედ განიცდის ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა სქესს, ზომას წონას, „კრიშიანობას“ სიგრძეს და აშ. ის ყველასათვის სახიფათო და მომაკვდინებელია…
ამ სინდრომს საფუძველი ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში ჩაეყარა, მერე განვითარდა და შეიძლება ითქვას დღესდღეობით მეტადრე მრავალფეროვანია და პიკს აღწევს…
რას ფიქრობს ხალხი, რა რეალური ფატალური შედეგებისა მოტანა შეუძლია ამ სინდრომს და ვინ არიან რისკ ჯგუფში:
უცხო ენების სპეციალისტი: 
რისკ ჯგუფში არიან ახალგაზრდები,ვინც ან თავის ნებით მიდის ამაზე,ან არ იცის რომ უკვე ჭირს ეს სინდრომი,ეს ძირიტადად ის ხალხია ვინც ვაზელინად იქცა თავისი ნებით თავისივე კეთილდღეობისთვის,ან უბრალოდ ასეტად აქციეს ძალდატანებით. რაც შეეხება შედეგებს,ვიღებთ ფსიქოლოგიურად სრულიად დეგრადირებულ და “ვაზელინირებულ” თაობას,რომელიც სიბერემდე,ან უფრო სწორად სიკვდილამდე მაგ სინდრომის ქვეშ იქნება და ირგვლივაც მაგის გავრცელებას შეეცდება ნებით თუ უნებლიეთ
 უმუშევარი ფოტოგრაფი:
საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ამ სინდრომით დაავადება მათ დაღუპავს და გადააშენებს მათ,გეთანხმებიტ რომ ” სიყლევე” ცუდი დაავადებაა მაგრამ შეიძლება განკურნება, მე მყავს მეგობარი რომელიც ამ დაავადებას დაჟინებული ცქერით არჩენს !!! მათ ჩვენი დახმარება ჭირდებათ და ჩვენ მათ დავეხმარებით , განვკურნავთ !!! ჩვენ კეთილები ვართ !!!
ჩემი აზრით საჭიროა უკლებლივ ყველა ქართველმა შეიცნოს თავის თავში ყლე, მერე უფრო მარტივი იქნება ცხოვრება, ვოტ.
ქართული ენის პედაგოგი, რომელიც პროფესიით არ მუშაობს:
ჩემი აზრით საჭიროა უკლებლივ ყველა ქართველმა შეიცნოს თავის თავში ყლე, მერე უფრო მარტივი იქნება ცხოვრება, ვოტ.
ასეთი იყო საზოგადოების ერთი ნაწილის აზრი ამ თემაზე…
ერთმანეთის გაჭორვა, მუხთლობა, ღალატი, ბოროტება, „პოდლობა“, „მარიაჟი“, ყველაფერი „ძალით“,„ვაზელინი“, ეს მხოლოდ მწირი ჩამონათვალია სიმპტომებისა… შედეგები სავალალო და რიგ შემთხვევებში ისეთია, როგორც ზემოთ ფოტოზეა გამოსახული…
რა კეთდება მდგომარეობის გამოსწორებისათვის ალბათ გაგიჩდებათ ლოგიკური კითხვა, ჯერ ჯერობით მხოლოდ მთლიანი სურათის მცირე ნაწილია ჩვენს თვალწინ, ბევრია ამ სიმპტომით დაავადებული ფარულად, ამ ყველაფერს კი მეცნიერული კვლევა და გენერალური ჩაჯდომა სჭირდება.
უახლოეს მომავალში იგეგმება გლობალური სოციოლოგიური კვევები ამ კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დიდი იყოს ჩართულობა ამ პროცესში თვითონ „ყლეების.“

ვარ თუ არა არაკაცი?

ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,

მას ძალუძს მხოლოდ გატოლება

მთის და ბარისა,

ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,

ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა. ო. ხაიამი

„კაცი რო ღვინოს არ სვამს-არაკაცია. ყველა იმ კაცის დედა … ვინც არ სვამს…“-სწორედ ეს მომაძახა, ანტენა შეისწორა და განაგრძო გზა პულტის საძებნელად…

ბევრი ტელევიზორის თავიანია დღეს ქუჩაში, ქუჩებს შიში შეპარვიათ, გაზაფხულს მარკეტინგი.

დადიხარ, წრიალებ ერთ ადგილას ვერ ისვენებ… როგორ უნდა გაძლო როცა ვრავის ელაპააკები, ყველას შიშინა ტელევიზორის თავები აქვს და ერთი და იგივეს იმეორებენ:

„დალიე“

“სტუმარი რომ მოგივა რა უნდა ქნა?არ უნდა აწიო ჭიკა ოჯახობა არ უნდა სადღიგძელო?“

“შენ იაღოვლ ხომ არა ხარ აბა რატომ არ სვამ?“

„ერთხელ მაინც დალიე ბიჯო…“

„რატომ არ სვამ მიზეზი მითხარი,  რატომ???“

„უიიი… შენ არ გცოდნია ჩემი ამბავი დალიე თორე თავზე დაგასხვამ“

„10 ლარი მასესხე რა“

როგორ მინდა ერთი დიდი NO ღილაკი რომ ვერცერთი გადავიდეს შემდეგ ტურში 31 დეკემბერს .

ზოგადად  კავკასიური მამაკაცური ღირსებები, მეტად თავისებურია, აქ ბავშვობიდანვე სხვაგვარად ღზრდიან შთამომავლობას.

ერთპიროვნულად მზარდი აზროვნების ბრალია რომ ოთკუთხედი თავი ვერ აღიქვამს ვერცერთ არხს, თუ მაინდამაინც რეკლამებს მხოლოდ და მხოლოდ.

რეკლამები მათი ცხოვრების მმართველები არიან. მათ მართავენ სხვადასხვა კარცენოგენები, სხვადასხვა ემულგატორები და რა ღა თქმა უნდა ნაჭრები.

ცალკე თემაა მანქანა, ოქროს ცეპი, და „ჩქარები“

ერთ რადიაციულ დღეს ერთ ერთმა „რუბინმა“ მითხრა:

-შენ ხარ მიშა! ჩემი დდშვც სააკაშვილის კოპიო ხარ! მარა ნუ გეშინია მალე დადგება ჩვენი ნამდვილი „მგლების “ დრო-ო…

თქვა და პულტის ელემენტის სუნს გაჰყვა…

წამით შემეცოდა „ნამდვილი მგელი“ წამით ამეტირა მის ცხოვრებაზე, წამით დავფიქრდი, რომ შეიძლება მას საერთოდ არ უყვარს ფეხბურთი, საერთოდ ყლეზე კიდია „ინტერი“ მოიგებს თუ „მილანი“ საერთოდ არ აინტერესებს ყოველ დღე შავი საროჩკით სიარული, საერთოდაც შეიძლება ის გეია მაგრამ რცხვენია ამის… (მამა გალახავს) შეიძლება ძალიანაც უნდა იყოს თავისუფალი, არ წამს სიცოცხლის შემდეგ ცაში ფარფატის, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავს პირში წყალი აქვს…  ვერ იტანს, ერწყევინება ალკოჰოლზე, მაგრამ რა ქნას… შებოჭილი, მკაცრად და მძლავრად.

მისი დღე გაწერილია, ყველაფერი ტატისტიკურად ხდება, ყველაფრის მიღმა რიცხვები, ციფრები, დიაგრამები და კოეფიციენტებია… მისი ცხოვრება წინასწარ გაწერილია:

I. იგი ისახება, II. იბადება, II. დაბადებულს საფრთხე ემუქრება, IV. იზრდება, V. უძლეველია, VI. ებრძვის გველეშაპს და სხვა ურჩხულებს, VII. დიდი განსაცდელის გავლით მოიპოვებს საცოლეს, VIII. ჩადის ქვესკნელში, IX. ბრუნდება იქ, საიდანაც გამოაძევეს და ამარცხებს მტრებს, X. კვდება

ეს უკანასკნელი მისთვის ყველაზე მტკივნეულად აღქმადია, სწორედ ამიტომაც ძმაბიჭებთან ერთად ხშირად უყურებს თავის ტელევიზორის თავს სარკეში, ხშირად თვრება ხშირად იჩხერს, ხშირად „კაიფობს“ რომ სიკვდილი დაივიწყოს… სიკვდილი დაიკიდოს… და შეებრძოლოს ამ „დედამოტყნულ ცხოვრებას“

მე ვტირი…

არ იტირო. ვმშვიდდები.

ღვინის დალევა ერთ-ერთი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში რომელიც ალბათ ჯერ არ დამდგარა, (არა პატარა ანტენები კი მაქვს ისე) მაგრამ იმედია მოვა დრო ვეზიარები „ღვთიურ სითხეს“…

მაინც მგონია რომ ისინი თავსმოხვეული ბინძური ტყუილის სამყაროში ცხოვრობენ, ცრუ მოქალაქეებად და ყოველ დღე თვით მოტყუებით ირჩენენ თავს…

ღვინო კი მხოლოდ ერთ ერთი კომპონენტია შუაზე გასახეთქად.

(რაც შეეხება წამძღვარებას ამ პუბლიკაციისა- ვარ თუ არა არაკაცი?- პასუხი: ასე 25 წლის მერე დავიწყებ დალევას „მერე უფრო მეტს დავლევ“… )

11.04.2011 15:58 tabula.ge/blog


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements