Posts Tagged 'ქველმოქმედება'

რა გითხრათ რით გაგახაროთ

3 მომენტი მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. 1 როცა ჩემი შვილი დაიბადა და პირველად შევეხე, ჩავეხუტე, მაშინ, როდესაც ის სულ წამების დაბადებული იყო… მეორე როცა მე და ჩემს მეუღლეს ფრიად საინტერესო რამ გადავხდა თავს და სიკვდილს ან სულაც სხეულის ტრავმას გადავურჩით სასწაულებრივად. მესამე კი დღეს იყო! როცა მე პირველად ვნახე გოგიტა აბაშიძე.
DSC_0476

ძმა

ქუთაისი ფეხზეა! ასე ბანალურად შევმოსე ეს აქცია. რაღა დასამალია და გაამართლა. პირადად დავდიოდი ქალაქის ქუჩებში და ემოციებს ვყირიდი ყულაბაში.

და ეს ემოცია იყო დედაშვილური, მამაშვილური, საოცარი და ტკბილი.

გოგიტა დღეს ყველამ გაიცნო ყველას შეუყვარდა და ყველამ საკუთრად აღიქვა!

იმპულსი 91 ის გოგონები დილიდან ფეხზე იდგნენ. 10 საათზე დავიწყეთ მუშაობა . 4 ჯგუფად დავიყავით და მოვედეთ ქალაქს. პოლიციელები, უბრალო გამვლელები, მაღაზიის პერსონალი. სტილისტები. პარლამენტარები. ბუღალტრები… დღეს ყველა ფეხზე დადგა!

ვინც ქუთაისში არ იყო გივი ავალიანის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა თანხას! დიდი მადლობა მათ! გავაცნობიერე რომ თითოეული თეთრი, მნიშვნელოვანია. არასდროს აუაროთ გვერდი შემწეობის ყუთებს! მე დღეს ამ ყველაფერის რეალური ძალა დავინახე!

1100 ლარი + სურსათი, ხილი, ტკბილეული, სათამაშოები. ჩემი მეგობრის მანქანა, დაძაბული სახეები, გზა, ბათუმი, ზღვა, ტელეფონიდან მოსაუბრე ქალბატონი, უკომფორტო საავადმყოფო, მამა, დედა, ძმა, ემოციები. გოგიტა.

მოკლედ ბავშვს მკვეთრი ჩამორჩენა აქვს განვითარების, მისი წონა არ აღემატება იმ წონას, რომელსაც ის დაბადებისას იწონიდა, როცა უკვე ის ერთი წლისაა 😦

IMG_2821
დღევანდელი დღის გმირები

IMG_2816 IMG_2826 IMG_2827

თხოვნებმა გაჭრა და ჩვენ ვნახეთ პატარა, რომელიც ძალიან მოწყენილი იწვა. არც იყურებოდა, არც ინძრეოდა, მხოლოდ სუნთქავდა და მის გვერდით მდგარ ყუთში ემოციების ისრებს უშვებდა.

გოგიტა ცუდადაა! ჩვენ არ გვაქვს დაჯდომის უფლება!

Advertisements

ბავშვებმა გაიღიმეს

გუშინ სამაჯურები გავყიდე სახლში დაბრუნებული ჩავფიქრდი, რომ ის რაც გუშინ გავაკეთე არაფერი იყო და მეტი რაიმე უნდა გამეკეთებინა ამ ბავშვებისთვის.

გავავსე ყუთი „გააღიმე“ და გივის დავურეკე

ტაქსით წავედით მე გივი ირაკლი და სოფო

წყალტუბოს ამ უბანში არასდროს ვყოფილვარ აქამდე

რეაქციას მოველოდი მაგრამ ასეთს ნამდვილად არა …

ძალიან კარგი ბავშვები არიან და მეტს უფრო მეტს იმსახურებენ!

მჯერა სიკეთის დრო არასდროს ამოიწურება!

ჩვენ უბრალოდ ფიზიკურმა პირებმა რაც შევძელით ცოტა ხანს რამოდენიმე საათს მაინც გააღიმებთ ამ ბავშვებს! მთავარი და მისიაც ხომ ეს იყო – „გააღიმე“

ჩვენ მივაღწიეთ შედეგს ბავშვებმა გაიღიმეს…


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements