Posts Tagged 'უკრაინა'

მამუკა მამულაშვილი: „ჩვენი ბიჭები აქ უკრაინას და საქართველოს იცავენ!“

ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამ დიდ ტკივილთან ერთად დიდი გაბრაზება გამოიწვია. ეს იყო ფაქტი, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არის თუ არა უკრაინაში ბრძოლა „ქართული საქმე“?!, უნდა გავემიჯნოთ თუ არა ქვეყანას, რომელმაც ზუსტად იმ დროს გაგვიწია დახმარება როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და რატომ იბრძვიან ქართველები უკრაინის ომში?!. გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ლეგიონის მეთაურთან მამუკა მამულაშვილთან.

მამუკა მამულაშვილი

გამარჯობა მამუკა. როგორია ქართველი სამხედროების 1 დღე უკრაინაში?

სალამი.

ჩვენი 1 დღე კი არა თითქმის ყოველი დღე ძალიან მძიმეა. ძალიან ცივი და ისეთი, რომ არცერთ დანაყოფს არ ვუსურვებ მე პირადად ჩვენს მსგავს პირობებში ომის წარმოებას.

გავრცელებული ინფორმაციით ქართული დანაყოფი უკრაინელებს გამოცდილებას უზიარებს. ამჟამად რა შედის ქართული ლეგიონის ფუნქციებში?

მთელი 8 თვის მანძილზე უშუალოდ ვიღებთ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ჩემი მებრძოლების დიდი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან მოთხოვნადები არიან. სხვადასხვა ბატალიონის მეთაურების თხოვნის შედეგად მათ ვუშვებ შტატის მოსამზადებლათ 2-3 ადამიანს. შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება. რეგულარული ნაწილი კი ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში.

ერთ ერთი ასეთი მივლინებისას დაიღუპა შესანიშნავი სამხედრო ალეკო გრიგოლაშვილი, აიდარის ბატალიონის უფროსთან ერთად დავალებას ასრულებდა რა დროსაც ისინი ჩასაფრებაში მოყვნენ. ალეკო როტის უფროსს გადაეფარა სურდა თანამებრძოლის გადარჩენა. ის თავში დაიჭრა და სამწუხაროდ დაიღუპა. როგორც ვიცი სიცოცხლის ბოლო წამადე იარაღი ხელიდან არ გაუშვია და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა და რამდენიმე სეპარატისტი იმსხვერპლა.

მამუკა ალბათ იცი რომ აქ საუბრობენ იმას რომ ბიჭები უკრაინაში გარკვეული ფულის სანაცვლოდ მიდიან. შენი პასუხი რა იქნება ამ ადამიანების მიმართ. რატომ იბრძვის ქართული ლეგიონი უკრაინაში?

არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. ადამიანი ვინც ანგარებით იბრძვის და ამას საზღაურის საფასურად აკეთებს არ არის მეომარი. მე მგონია ვისაც ფული აძლევს მოტივაციას, თუნდაც იმაში რომ შენი ქვეყნის მტერი მოკლა, ასეთი ადამიანი არა მარტო მეომარი არ არის არამედ ის ადამიანების რიგებშიც არ წერია! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთ ადამიანებს ჩვენ გვერდით არაფერი ესაქმება. მთავარი მოტივატორი იდეა უნდა იყოს და არა ფული, ვინც ფულისთვის იბრძვის ასეთი ადამიანი ზიზღს იმსახურებს. ჩვენი ბიჭები აქ უკრაინას და საქართველოს იცავენ!

მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. თქვენი საახალწლო სურვილი რა იქნება?

მინდა ჩვენს საყვარელ ქვეყანას- მთელს საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. საახალწლო სურვილს რაც შეეხება მინდა გამოფხიზლდეს ქვეყანა და ყოველი ქართველი დაფიქრდეს რად უღირს საკუთარი ქვეყანა.

Advertisements

პირიდან სისხლი გწვეთავთ ვიქტორ ფიოდორის ძევ

უკაცრიელი ქუჩის კიდეს მივუყვები. დილაა. ირგვლივ სიმშვიდე. თებერვალია. აქა იქ ჩიტების ერთმანეთთან გამოლაპარაკების ხმა ისმის. აზრებს ვვარცხნი თავში. პირში რატომღაც სისხლის გემო მაქვს.  

81 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ადამიანები ერთმანეთს არ ჭამენ. 50 000 სოფლის თავზე დროშები დიდი ხანია აფერადდა. მხოლოდ 1 ფრიად საგულისხმო დეტალი-დედაქალაქში ტექნიკური მარილივით მოყრილი გვამები… 

 

რა ღირს ადამიანის სიცოცხლე?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ადამიანის ხორცი გიყვართ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

საკუთარი დედა ან და მოგიხარშავთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

საბჭოთა რეფორმამ თქვენი წინაპრების 4 000 000 იმსხვერპლა. თქვენ მათ მიერ სასათბურე პირობებში გამოყვანილი კიევური კატლეტი ხარ? რომელსაც მხოლოდ ჭამენ ის კი სიამოვნებისგან მონარიჯისფრო იერს იღებს და ცხიმიანად იღიმება…დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

აზროვნება არსებობის მოსპობით გინდათ გაანადგუროთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

რას გრძნობდით როცა ხელტიტველა გოგო ბიჭებს თქვენი ქოფაკები ცხელ ტყვიებს უშენდნენ სიცივით გაჟრუებულ სხეულში?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

მედდებს და ექიმებს თუ მოკლავთ უფრო გაძღებით სისხლით?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

სისხლი გეგემრიელებათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

20 თებერვალს რომ გლოვის დღე გამოაცდახეთ ქვა აღმართში არ მოგეწიათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ბავშვობაში ხშირად ჩაგისვრიათ? (ახლა ისედაც ვხედავთ)

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ბოლოს როდის ილოცეთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ძილი გჭირდებათ. არა?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

და ბოლოს.

პუტინი გინდათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!…

 

 

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა… რა იქნება ხვალ?

ukraine-protests-map-k

ვაშინგტონ პოსტის ავტორი მაქს ფიშერი თავის სტატიას ურთავს ამ რუკას თან. რუკა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის პოლიტიკას დიდი ხანია რაც ქვეყნის დემოგრაფია ორ მთავარ ნაწილად ყოფს. ის, რაც დღეს ხდება, დიდწილად სწორედ ამ დაყოფის შედეგია.

უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინაში ყოველი ექვსი ადამიანიდან ოთხი ეთნიკური უკრაინელია და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური რუსია და რუსულად ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური უკრაინელია, მაგრამ რუსულად ლაპარაკობს.

ესეც რომ არ იყოს უკრაინის რამოდენიმე ცენტრალურ ქალაქსა თუ ოლქში ოფიციალური საქმისწარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

პროტესტის მასობრიობას ვერც მხოლოდ ამ დიდი არგუმენტით ავხსნით და ვერც ევროინტეგრაციის მასობრივი სურვილით. იმ ფონზე, როდესაც  2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევა ოდნავ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე მიუთითებს: გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების მომხრეა,  14% ემხრობა რუსეთის სავაჭრო კავშირის წევრობას, 41%-ს კი არ გადაუწყვეტია ან არცერთ კავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

უკრაინელი მსხვილი ბიზნესმენებისთვის მოსკოვის სავაჭრო კავშირი, შესაძლებელია შედარებით მომგებიანიც იყოს, ევროკავშირის სტანდარტებთან და საწარმო დანადგარების გადაიარაღებასთან დაკავშირებით.

თუმცა ხალხის უმრავლესობა ყველაზე დიდი იარაღია რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. საქმე გვაქვს დამყაყებული სისტემის მარცხთან, რომელიც დღითიდღე თავს ისამარებს. მეორეს მხივ კი უპრეცენდეტნო მოვლენასთან. ადამიანები ქუჩაში გამოდიან არა მხოლოდ სოციალური პრობლემების, უთანასწორობის, ძალადობის ან დიქტატურის გამო. არამედ გეოპოლიტიკის. ეს ფაქტი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამაში გასაოცარი არაფერია.

სამწუხაროა, რომ დასავლეთი კვლავ მკვეთრად ლოიალური რჩება რუსეთის მიმართ. „კიევური კატლეტი“-ს პოზა როგორც ჩანს უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია. (1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც “კიევური კოტლეტი” უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის.)

რუსეთი კი განაგრძობს ზეწოლას. უკრაინის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლო სცენარი შეიძლება დადგეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის კურსს გადაუხვევენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა მოლდოვისათვის, რომ ოფიციალურ კიშინიოვს უარი ეთქვა იმ შეთანხმების პარაფირებაზე, რომელიც ქმნის ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმს. მაგრამ სავაჭრო ემბარგოთი და ენერგომიწოდებების შემცირებით დამუქრების მიუხედავად, მოლდოვის მთავრობამ მტკიცედ გაუძლო ამ ზეწოლას.

რაც შეეხება საქართველოს, იქ რუსული ზეწოლა ნაკლები იყო. მოსკოვმა, უშუალოდ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, გააუქმა ემბარგო და რუსულ ბაზარზე დაუშვა ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქცია. თუმცა ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საქართველო მეტწილად არ იყო რუსეთზე დამოკიდებული, არც ენერგო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

მოლდოვა პატარა ქყვეყანაა. ამასთანავე სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ ის განწირულია რუსეთის ზეწოლისთვის. მთავრობაში სისტემური პრობლემები მრავლადაა ამას გარდა მთავარი ოპოზიციური ძალა კომინისტური პარტია, რომელიც ჯერ იყო ევროკავშირის იდეის მომხრე ბოლო პერიოდში კი მკვეთრად სხვა პოზიციებს ამჟღავნებს.  ესეც რომ არ იყოს ამ ქვეყნის ენერგო მონოპოლი რუსული „გაზპრომია“. ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ რუსეთი თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს რაც შეიძლება მეტად შეუშალოს ხელი ევროკავშირს საერთო ენერგოპოლიტიკის გატარებაში, რათა ბაზარი დარჩეს ნაკლებ კონკურენტუნარიანად და გაუმჭვირვალედ. ამისათვის მას შემუშავებული აქვს სპეციალური პოლიტიკა, რომელიც „დაყავი და იბატონეს“ სახელითაა ცნობილი. ეს წარმოადგენს მიზანმიმართულ პროცესთა ერთობლიობას რომლის ფარგლებშიც რუსეთი აქტიურად ცდილობს თითოეულ ქვეყანასთან ინდივდუალური ენერგო კავშირების დამყარებას სხვადასხვა კორუფციული თუ კანონიერი ქმედებების საფუძველზე. რუსეთის ფლაგმანი ამ გზაზე, რათქმა უნდა „გაზპრომია“. „გაზპრომი“ ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ბუნებრივი აირის რესურსს.

მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსიდან 17% და რუსეთის მარაგის 60% „გაზპრომის“ საკუთრებაა, რაც 182,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გაზპრომის სტრატეგიას წარმოადგენს წამყვანი პოზიციის დაკავება გლობალურ ენერგო-კომპანიებს შორის, აუთვისებელ ბაზარზე შეღწევა, მონაწილეობა ბიზნეს აქტივობებში და პარტნიორების სანდო მომარაგებით დაზღვევა.

2004 წლისთვის მან მონოპოლია მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის, ესტონეთის, ფინეთის, მაკედონიის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის და სლოვაკეთის ენერგო რესურსებით მომარაგებაზე. ამ კომპანიისგან ბულგარეთი იღებს ბუნებრივი აირის 97%-ს, თურქეთი – 67%-ს, გერმანია – 36%-ს, საფრანგეთი – 25%-ს.

არ უნდა იყოს რთული მისახვედრი რატომ არის რუსეთი ყოველთვის საპირწონე მეტოქე იქნება.

თუ მოლდოვისთვის მთავარი მარწუხი ენერგო დამოკიდებულებაა რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება ითქვას 2 მაგი კოზირი უჭირავს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სახით.  უკანონო საზღვრის დემარკაცია ერთგვარი გაფრთხილება იყო.

რომ არა დასავლეთის მკაფიო პოზიცია მცოცავი ანექსიის მიმართ რუსეთი ალბათ ამ უკანონობას ასე მალე არ შეწყვეტდა. საჭიროა ამ მხრივ მეტი სტრატეგიული და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა. სოჭის ოლიპიადის შემდეგ ადვილი შესაძლებელია რუსეთმა კვლავ გააგრძელოს დემარკაციის პროცესი და უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას.

რა შეუძლია ევროკავშირს?

ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ასეთი

მას შეუძლია ხელმოწერის ვადები შეამციროს, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება.

ამიტომ სამუშაო ბევრად მეტია. უნდა გაღრმავდეს ინტერესთა თანხვედრა, უნდა მოხდეს პროგრნოზირებადი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვების დამუშავება და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, როგორც ერთი მხრიდან ისევე მეორედანაც.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს მათთვის, ვინც რეფორმებს ატარებს და ხელს უწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

საგულისხმოა პატარა დეტალიც, რომელიც ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ოკუპაციის ხაზთან მდებარე პატარა ქართულ სოფელ ღოღეთში ადგილობრივ მკვიდრთან საუბრისას გააკეთა: “…მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან…“

რაც შეეხება უკრაინას. გარე ფაქტორებიც რომ არ იყოს ქვეყნის შიგნითაა პრობლემა უხეში დაანგარიშებით, თუ რუსეთი კიევს თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმს გაუუქმებს, უკრაინა ყოველწლიურად 1,65 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 პროცენტს შეადგენს.

ცნობისათვის, მხოლოდ გასულ წელს უკრაინამ რუსეთში 17,6 მლრდ დოლარის ექსპორტი განახორციელა.

რაც შეეხება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლას, ამ შემთხვევაში, უხეში დაანგარიშებით, უკრაინის შიდა მთლიანი პროდუქტი 4%-ით გაიზრდება.

სწორედ ამიტომაც, ეკონომიკური ექპერტები დღემდე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის ასოცირებული წევრობით უკრაინა უფრო მეტს დაკარგავს თუ მოიგებს.

ლოგიკური დასკვნით, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონაში შესვლით უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ რუსეთი კიევთან თავისუფალ ვაჭრობას მთლიანად არ შეწყვეტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას დაიწყებს, ეს ადგილობრივ მწარმოებლებსა და შიდა ბაზარს სერიოზულ ზარალს მიაყენებს.

იანუკოვიჩის მთავრობა გამოსავალს ევროკავშირის მიერ თანხის გამოყოფაში ხედავს. ჩემი აზრით აქაც 2 მხრივი დაბალასირებული და სტრატეგიული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ყველაზე მნიშნველოვანი კი არ უნდა დაგვავიწდეს. ხალხის ნება. საზოგადოების, რომელთა უმრავლესობისთვის კურსი უალტერნატივოა. ინდიფერენტულობა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ალბათ არ იქნება კარგი ჟესტი. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს.

დაფიქდით მეგობრებო! თქვენ მოპირდაპირე მხარეს რუსეთია… საეჭვოა იმერიამ ასე მარტივად თქვას უარი უკრაინაზე…  (მითუფრო მაშინ როცა ყირიმი მაღალი კოზირივით ხელში უკავია…)

იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements