Posts Tagged 'პრეზიდენტი'

ვარ თუ არა არაკაცი?

ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,

მას ძალუძს მხოლოდ გატოლება

მთის და ბარისა,

ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,

ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა. ო. ხაიამი

„კაცი რო ღვინოს არ სვამს-არაკაცია. ყველა იმ კაცის დედა … ვინც არ სვამს…“-სწორედ ეს მომაძახა, ანტენა შეისწორა და განაგრძო გზა პულტის საძებნელად…

ბევრი ტელევიზორის თავიანია დღეს ქუჩაში, ქუჩებს შიში შეპარვიათ, გაზაფხულს მარკეტინგი.

დადიხარ, წრიალებ ერთ ადგილას ვერ ისვენებ… როგორ უნდა გაძლო როცა ვრავის ელაპააკები, ყველას შიშინა ტელევიზორის თავები აქვს და ერთი და იგივეს იმეორებენ:

„დალიე“

“სტუმარი რომ მოგივა რა უნდა ქნა?არ უნდა აწიო ჭიკა ოჯახობა არ უნდა სადღიგძელო?“

“შენ იაღოვლ ხომ არა ხარ აბა რატომ არ სვამ?“

„ერთხელ მაინც დალიე ბიჯო…“

„რატომ არ სვამ მიზეზი მითხარი,  რატომ???“

„უიიი… შენ არ გცოდნია ჩემი ამბავი დალიე თორე თავზე დაგასხვამ“

„10 ლარი მასესხე რა“

როგორ მინდა ერთი დიდი NO ღილაკი რომ ვერცერთი გადავიდეს შემდეგ ტურში 31 დეკემბერს .

ზოგადად  კავკასიური მამაკაცური ღირსებები, მეტად თავისებურია, აქ ბავშვობიდანვე სხვაგვარად ღზრდიან შთამომავლობას.

ერთპიროვნულად მზარდი აზროვნების ბრალია რომ ოთკუთხედი თავი ვერ აღიქვამს ვერცერთ არხს, თუ მაინდამაინც რეკლამებს მხოლოდ და მხოლოდ.

რეკლამები მათი ცხოვრების მმართველები არიან. მათ მართავენ სხვადასხვა კარცენოგენები, სხვადასხვა ემულგატორები და რა ღა თქმა უნდა ნაჭრები.

ცალკე თემაა მანქანა, ოქროს ცეპი, და „ჩქარები“

ერთ რადიაციულ დღეს ერთ ერთმა „რუბინმა“ მითხრა:

-შენ ხარ მიშა! ჩემი დდშვც სააკაშვილის კოპიო ხარ! მარა ნუ გეშინია მალე დადგება ჩვენი ნამდვილი „მგლების “ დრო-ო…

თქვა და პულტის ელემენტის სუნს გაჰყვა…

წამით შემეცოდა „ნამდვილი მგელი“ წამით ამეტირა მის ცხოვრებაზე, წამით დავფიქრდი, რომ შეიძლება მას საერთოდ არ უყვარს ფეხბურთი, საერთოდ ყლეზე კიდია „ინტერი“ მოიგებს თუ „მილანი“ საერთოდ არ აინტერესებს ყოველ დღე შავი საროჩკით სიარული, საერთოდაც შეიძლება ის გეია მაგრამ რცხვენია ამის… (მამა გალახავს) შეიძლება ძალიანაც უნდა იყოს თავისუფალი, არ წამს სიცოცხლის შემდეგ ცაში ფარფატის, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავს პირში წყალი აქვს…  ვერ იტანს, ერწყევინება ალკოჰოლზე, მაგრამ რა ქნას… შებოჭილი, მკაცრად და მძლავრად.

მისი დღე გაწერილია, ყველაფერი ტატისტიკურად ხდება, ყველაფრის მიღმა რიცხვები, ციფრები, დიაგრამები და კოეფიციენტებია… მისი ცხოვრება წინასწარ გაწერილია:

I. იგი ისახება, II. იბადება, II. დაბადებულს საფრთხე ემუქრება, IV. იზრდება, V. უძლეველია, VI. ებრძვის გველეშაპს და სხვა ურჩხულებს, VII. დიდი განსაცდელის გავლით მოიპოვებს საცოლეს, VIII. ჩადის ქვესკნელში, IX. ბრუნდება იქ, საიდანაც გამოაძევეს და ამარცხებს მტრებს, X. კვდება

ეს უკანასკნელი მისთვის ყველაზე მტკივნეულად აღქმადია, სწორედ ამიტომაც ძმაბიჭებთან ერთად ხშირად უყურებს თავის ტელევიზორის თავს სარკეში, ხშირად თვრება ხშირად იჩხერს, ხშირად „კაიფობს“ რომ სიკვდილი დაივიწყოს… სიკვდილი დაიკიდოს… და შეებრძოლოს ამ „დედამოტყნულ ცხოვრებას“

მე ვტირი…

არ იტირო. ვმშვიდდები.

ღვინის დალევა ერთ-ერთი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში რომელიც ალბათ ჯერ არ დამდგარა, (არა პატარა ანტენები კი მაქვს ისე) მაგრამ იმედია მოვა დრო ვეზიარები „ღვთიურ სითხეს“…

მაინც მგონია რომ ისინი თავსმოხვეული ბინძური ტყუილის სამყაროში ცხოვრობენ, ცრუ მოქალაქეებად და ყოველ დღე თვით მოტყუებით ირჩენენ თავს…

ღვინო კი მხოლოდ ერთ ერთი კომპონენტია შუაზე გასახეთქად.

(რაც შეეხება წამძღვარებას ამ პუბლიკაციისა- ვარ თუ არა არაკაცი?- პასუხი: ასე 25 წლის მერე დავიწყებ დალევას „მერე უფრო მეტს დავლევ“… )

11.04.2011 15:58 tabula.ge/blog

Advertisements

სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements