Posts Tagged 'ოკუპაცია'

„დღესაც 1921 წლის თებერვლის მსგავსი მდგომარეობაა“

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე საგრძნობლად მომრავდა ეწ, „ეროვნული“ , „ქართველობის“ დამცველი ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები და პირები. მახვილ თვალს არ გამორჩებოდა მათი გამიზნული საქციელი. სწორედ ამიტომ მეც ჩემის მხრივ გამიზნულად ვქმნი ახალ რუბრიკას ჩემს ბლოგზე, რომელსაც მარტივად : „ბლიცი საქმეზე“ ერქმევა. ამ რუბრიკაში ბევ საინტერესო ადამიანს იხილავთ, რომლებიც მოჭარბებულ რუსულ, ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პროპაგანდას ჩემთან ერთად შეერკინებიან.

მაშ ასე

დღევანდელ დღეს 25 თებერვალს, ამ უმძიმეს დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სულისჩამდგმელი ირაკლი ხვადაგიანია.

  • სალამი ირაკლი. ვიცი რომ ძალიან დიდია შენი გამოცდილება საბჭოთა მწარე მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. რისი სიმბოლოა პირადად შენთვის დღევანდელი დღე?

25 თებერვალის გლოვის და მარცხის სიმბოლოდ იქცა 2 მიზეზის გამო – 25ში ქართულმა არმიამ დატოვა თბილისი და ის საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა; დედაქალაქის დაცემა სერიოზული ტრავმა გახდა მაშინდელი მოქალაქეებისათვის და შეიარაღებული ძალების დემორალიზაციას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა ბრძოლა 1921 წლის 17 მარტამდე გრძელდებოდა და ცეცხლი დროებით შეწყდა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, რეალურად ოკუპაციის დასრულების თარიღი 1921 წლის 17 მარტია. მაგრამ 1922 წელს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო და არალეგიტიმური საბჭოების არჩევნები ჩაატარა, რომელიც რეალურად ისევ საოკუპაციო წითელმა არმიამ აირჩია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა (კომპარტიის წევრების და მომხრეების გარდა, რომელთა რიცხვი ძალიან მცირე იყო) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. “არჩეულმა” საბჭოთა საქართველოს ახალმა მთავრობამ 1922 წლის მაისში აკრძალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნა და გამოაცხადა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის დღე 25 თებერვალია. ამის შემდეგ მუდმივად აღინიშნებოდა ეს თარიღი, რაც დღეისათვის, ჩემთვის პირადად არის სიმბოლო საბჭოთა ოკუპაციის ძალადობის და ცინზმის, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტოტალურად აყალბებდა წარსულს.

  • იუნკრების გმირობის შესაძლო ამსახველი ფოტო გაავრცელა თქვენმა ორგანიზაციამ, გვაქვს თუ არა ავადსახსენებელი თებერვლის რაიმე ისტორიული ფოტო ან აქამდე ასე თუ ისე უცნობი გმირობის ფაქტი?
  • 10995480_793734120680608_7825320523778759733_n

1921 წლის ომის ამსახველი ვიზუალური დოკუმენტაცია ძალზე მწირია; არსებობს რამდენიმე ფოტო ეროვნულ არქივში, თუმცა ნაწილი შესაძლოა უფრო ადრე იყოს გადაღებული. მაგრამ არსებობს კინო-ქრონიკის ფრაგმენტები, სადაც ჩანს თბილისის დაცვის სამზადისი, მობილიზაცია, საარტილერიო დუელი კოჯორთან, ჩვენი არმიის პოზიციები სოღანლუღთან და ორხევის სექტორში. დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ როგორც სახელმწიფო ასევე მოქალაქეები დიდად ზრუნავდნენ მოვლენების ფირზე აღბეჭდვას, თუმცა ეს დოკუმენტები საბჭოთა რეჟიმის ყოველდღიურობაში გამიზნულად თუ დაუდევრობით დაიფანტა; დიდი ალბათობით მრავალი უნიკალური დოკუმენტი ჯერ კიდევ ინახება ოჯახებში, რომელთა წინაპრებიც ამ ომში იყვნენ ჩართული.

  • 11 არმიამ „გაანთავსიფულმა“ ეს იყო საზეომო დღე წლების მანძილზე, ამ მიმართულების პრობლემები დღესაც არის. რა უნდა დავუპურისპიროთ და რა მომქმედი ნორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ ისტორიის სწორი შესწავლით მიმართულებით?

25 თებერვლის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დღეს აღარ არსებობს კითხვები, და მისი რეალური მნიშვნეობის შესახებ შეიძლება ითქვას რომ საყოველთაო კონსენსუსია; მაგრამ ზოგადად პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის წლებთან დაკავშირებით რეალური, ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი ცოდნის შესაქმნელად ხანგრძლივი და პროფესიონალური კვლევებია საჭირო, ასევე ამ კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდება.

  • იყო თუ არა შეცდომა მაშინდელი მთავრობის მიერ ნეტრალიტეტის მიღება? რა შეცომები დაუშვა მაშინდელმა მმართველმა ძალამ?

მთავრობის შეცდომებიც, მითების სფეროს მიეკუთვნება დღეისათვის – ფრთიანი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, შეცდომას ის არ უშვებს, ვინცა არაფერს აკეთებს. ანალოგიურად, ამ კითხვაზე დასაბუტებული პაუსხისათვის ძალზე დეტალური და მონუმენტური კვლევაა საჭირო. ჩემი პირადი დასკვნითა და მოსაზრებით, მარცხის მიზეზი ძალზე მარტივია – საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა განწყობების გამო, ჩვენ მარტო დავრჩით რამდენჯერმე ძლიერი აგრესორის წინააღმდეგ, და 4 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ომებში ჩაბმულმა ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უკანასკნელი რესურსები ამოწურა, მაგრამ ვერ შეაკავა მასზე ბევრად ძლიერი აგრესორების – საბჭოთა რუსეთის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აგრესია. თუმცა მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ შეძლო, ოკუპაციის ფაქტის დადასტურება საერთაშორისო არენაზე და დამოუკიდებლობის იურიდიული შენარჩუნება ათწლეულების განმავლობაში, რამდენადაც მათ არასოდეს დაუდასტურებიათ რაიმე ფორმით, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კანონიერება და არ მოუხსნიათ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობის სტატუსი.

ნეიტრალიტეტი იყო მხოლოდ დეკლარაცია დამოუკიდებლობის გამოცხადებისას 1918 წლის 26 მაისს; ფაქტობრივად საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად საქართველო მუდმივად შედიოდა ალიანსში საერთაშორისო მოთამაშეებთან.

1527127_10201457972273649_1996821998_n

  • ჩერჩილმა გაიხსენა ერთ ერთ დისკუსიაში ბოლშევიზმი თავის დროზე უნდა აღმოგვეგვაო., რამნდენად ადექვატური იყო ევროპის რეაქცია, როცა ბოლშევიმთან პირისპირ დაგვტოვა?

დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებს შორის არ იყო სრულფასოვანი თანხმობა, არც საქართველოს და კავკასიის ერთპიროვნულად საბჭოთა რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებაში, მაგრამ არც ქმედითი ღონისძებების სურვილი და პარქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად – მაქისმალური მიღწევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს რესპუბლიკის იურიდიული აღიარება გახდა; ამის პარალელურად კი მზადდებოდა თანამშრომლობის პაკეტები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა დატოვა კავკასია და საქართველო და დაცვის სამხედრო გარანტორობა არავინ აიღო საკუთარ თავზე რეალურად, რამაც გზა გაუხსნა საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიას. პირველი მსოფლიო ომის შედეგებით დასუსტებული ევროპული სახელმწიფოები რაციონალურად ხედავდნენ საკითხს – არ რისკავდნენ რესურსის დაბანდებას რთულ რეგიონში და ცდილობდნენ ურთიერთობის დაწყებისათვის ნიადაგის შექმნას საბჭოთა რუსეთთან, რამდენადაც ბოლშევიკური რეჟიმის დამხობის ილუზია გაქრა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკა საჭიროებდა საბჭოთა რუსეთის მიერ კონტროლირებად რესურსების ხელმისაწვდომობას.

  • დღეს რა პრობლემებია ამ კუთხით? იმ დროს როცა სახელმწიფოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და რუსული პროპაგანდა დღითიდღე ფეხს იკიდებს?

დღეს გარკვეულწილად მსგავსი მდგომარეობაა – რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს კავკასიის რეგიონს და მუდმივად იყენებს, როგორც სამხედრო მუქარას, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს, ამ რეგიონის საერთაშორისო იზოლაციისა და კონტროლის მაქსიმუმამდე მისაყვანად.

დიდი მადლობა ირაკლის საინტერესო ინტერვიუსთვის.

იმედი გვაქვს ირაკლის ნაწინასწარმეტყველები „21 წლის ანალოგიური მდგომარეობა“ ჩვენთვის დადებითად დასრულდება. დასასრულს კი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომლითაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა კურსანტებს ბოლოჯერ მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

7kjei

Advertisements

ძიუდო ყინულზე

IMG_0008_large

კასეტური ბომბი შეიცავს უამრავ პატარა ასაფეთქებელ ნივთიერებას და მცირე ზომის ბომბებს. მისი აფეთქების შედეგად ზიანის მასშტაბები  განუსაზღვრელია ორი სახით. პირველ რიგში, კასეტური ბომბების აფეთქების არეალი იმდენად ფართოა, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი შესაძლოა განუსაზღვრელი იყოს. მეორეს მხრივ, მასში შემავალი მცირე ზომის ბომბები ჩამოვარდნისთანავე არ ფეთქდება და ის, შესაძლოა, თვეების ან წლების მერე ამოქმედდეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვიოს. 2008 წლის მაისში 107 ქვეყანა შეთანხმდა, რომ კასეტური ბომბები არ იქნას გამოყენებული მომავალში; თუმცა ამ მოლაპარაკებებში რუსეთი არ მონაწილეობდა.

„რა სისულელეა [ოლიმპიადის გახსნის დღეს ნაჩვენები საქართველოს რუკაზე ნისლის შესახებ], არ არის საჭირო რაიმეს გამოგონება უსაფუძვლოდ. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოდან ნაკრები ჩამოვიდა.“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ქართულ ტელეკომპანიებთან მიცემულ ინტერვიუში.

გადაბმული ქეიფებით გადაღლილ, მაგრამ მაინც ნასიამოვნებ თამადას მოგაგონებდათ ვლადიმერ ვლადიმერს ძე. ჭაღარა მის თავში უკვე აღარ ხუმრობს, თუმცა კი თვითონ ყველაფრისდამუხედავად სახუმარო განწყობას ინარჩუნებს.

გასაკვირია ეს ყველაფერი იმ დროს, როცა საკუთარ ფედერაციებში ტერორიზმის ნაკვერჩხალი ნელ-ნელა ღვივდება. როგორც გავარვარებული თონიდან პურის ოხშივარი ისე იგრძნობა მშიერი და სოციალური პრობლემებით გადაღლილი ავტონომიებიდან დამოუკიდებლობის ცხელი სუნი.

ესეც რომ არ იყოს მოლდოვა და საქართველო?… მოლდოვაში ენერგორესურსები და გაგაუზია, საქართველოში კი  მხოლოდ ჩექმა, „სარფიანი ფასები“ და მავთულხლართები. რუსეთი, როგორც პირველყოფილი ადამიანი თავად ქმნის ზეწოლის იარაღებს.

ღიმილი ზეწოლის დროს. ალბათ ეს უდიდესი სამსახიობო ოსტატობის გამოვლინებაა. ესეც რომ არ იყოს ჯერჯერობით მოსკოვი სოჭის ოლიმპიადით არის დაკავებული და იმ დადებითი თუ უარყოფითი შედეგებით, რომელიც ამ თამაშებს შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიწას ბოლო ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს და მსოფლიო თავის ყურადღებას სხვა საკითხებს მიაპყრობს, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე შეიძლება გაძლიერდეს. აგვისტოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გეგმებისა და 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედისმომცემი გზავნილების გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან უკმაყოფილო რეაქცია თითქმის გარანტირებულია.

შეხვედრა ამ ფონზე. საქართველოს პრეზიდენტთან…

რათქმუნდა შეხვედრა უნდა შედგეს. თუნდაც შეხვედრა შეხვედრისთვის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ თემა ბევრია. სუვერენული და ერთიანი საქართველო ამ შეხვედრაზე უნდა იყოს მხარე, რომლის ბერკეტები იმაზე დიდია ვიდრე ეს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს წარმოუდგენია. პრინციპული მესიჯები კირომელიც ამ შეხვედრას ლაით მოტივად უნდა სდევდეს ასეთია: დამოუკიდებლობა, თანასწორობა, თანამშრომლობა.

რამდენიმე დღის წინ ერთ ერთმა ჩემმა ლექტორმა დაგვავალა 3 კითხვის მოფიქრება ვლადიმერ ვლადიმერს ძისადმი, სწორედ  ამ 3 კითხვას ვატან იბერთ დესპანს დიდ დათვთან:

1) ბატონო ვლადიმერ, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრამდე თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენ აქტიურად ადევნებთ თვალს ქართულ ძიუდოს. ვიცით რომ ეს სპორტის სახეობა თქვენთვის იმდენად საყვარელია, რომ თავადაც ხართ დაკავებული ამ საქმით. ბატონო ვლადიმერ ჭიდაობისას თქვენთვის რომელია კომფორტული პოზიცია? თავდასხმის თუ თავდაცვის მანევრი?

2) საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის დროს თქვენი მხარის გამართლება იყო: „საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა“. მე მაინტერესებს როგორ ხდება ტერმინის „მოქალაქე“ დიფერენციაცია? ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ყოვლთვიურად აპროტესტებს რეჟიმს, რომლებსაც თქვენი მილიცია არ აძლევს საშუალებას თავისუფლად გამოხატონ პოზიცია, არიან თუ არა ეს ადამიანები რუსეთის მოქალაქეები?

3) თქვენი აზრით სად არის რუსეთის ერთიანობის გასაღები? 🙂


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო