Posts Tagged 'ნიუსი'

მეშახტის ოჯახს შია

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ გვერდზე დადებულ ვიდეოს სადაც ტყიბულში გაფიცული მეშახტე საკუთარი პრობლემების გამო მთავრობას მიმართავს. (ვიდეო: liberali.ge)
მოკლედ მეგობრებო!

32222211111
მოვძებნე ეს ადამიანი. ზვიად კუბლაშვილი, რომელიც მაღაროში 280 ლარის სანაცვლოდ მუშაობს. ის ოჯახთან ერთად ტყიბულის რაიონ სოფელ ბზიაურში ცხოვრობს.
ზვიადის დედას დიაბეტის პრობლემა აქვს, მამას გულის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაუკეთდა, მისი შვილები წლინახევრის გაბრიელი და 5 წლის მარიამი ამჟამად ბრონქების პრობლემებით სახლში გადიან მკურნალობას, 6 წლის მათე კი რომელიც ვიდეოშიც ჩანს ოჯახში არსებული კრიზისის გამო ხშირად ყოველდღიური საკვების გარეშეა დარჩენილი. ოჯახს არ გააჩნია სოციალური დახმარება და ცხოვრების ნორმალური პირობები.
მე მესმის, რომ ამ გაჭირვებული ოჯახის ყველა პრობლემას ჩვენ ვერ გადავჭრით, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ცოტათი მაინც შევცვალოთ მათი ყოველდღიურობა!
მაშ ასე! ახლა ჯერი თქვენზეა!
გადმორიცხეთ ნებისმიერი ვალუტა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და არ დაიზაროთ ამ პოსტის გაზიარება!
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ბანკი რესპუბლიკა
GE48 BR00 0001 0016 6934 00
მიმღები: ლაშა მესხი

მადლობა

IMG_0988

Advertisements

კატო მიქელაძის პრემია მხატვარ ლია უკლებას გადაეცა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა კატო მიქელაძის პრემიის 2015 წლის გამარჯვებული. ჯილდო მხატვარ ლია უკლებას გადაეცა. ლია უკლება თანამოაზრეებთან ერთად უკვე წლებია ქალების უფლებებს იცავს. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდგარი გამოფენის შემდეგ საჯარო განხილვის თემად იქცა მისი ნახატი, რომელზეც ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელშია გამოსახული. მხატვარი ლია უკლება არის რამდენიმე პესონალური გამოფენის ავტორი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

 

კატო მიქელაძის პრემია გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველს, რომელიც ნომინირებული იქნება ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამების გრანტის მიმღებთა შორის და გამოვლენილი ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათაუმრავლესობით.

ბლოგი ულოცავს ლია უკლებას გამარჯვებას, ჩვენ მხატვარს მომავალ წარმატებებსა და უსაფრთხოებას ვუსურვებთ.

გამოკითხულთა უმრავლესობა პატრიარქის ინიციატივას მხარს არ უჭერს

პატრიარქის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ონლაინ სოციალური გამოკითხვა მიმდინარეობდა . ამ წუთის მდგომარეობით გამოკითხვაში 1216-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეკითხვაზე „უნდა ჰქონდეს თუ არა პარტრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება“ გამოკითხულთა 35%-მა (431 ადამიანი) დადებით პასუხი გასცა, ხოლო 65% (785 ადამიანი) ფიქრობს, რომ პატრიარქს აღნიშნული უფლება არ უნდა ჰქონდეს. ხმის მიცემა გრძელდება. საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე:

705073827

http://www.poll-maker.com/poll505581x48784FbE-21

შედეგები:

gaaaaaaaaa

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი – “ჩემი მძევალი ანგელოზები” ნახა. პატრიარქის ინიციატივაზე განცხადება გააკეთეს სასჯელაღსრულების მინისტრმა და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

 

ტერორიზმთან ბრძოლა თუ მედია კონტროლი?

თითქმის 1 თვეა ინტერნეტ სივრცეში ეწ `ისლამური სახელმწიფოს` პროპაგანტისტული ბლოგი- ქართული ხალიფატი გაჩნდა. აღნიშნულ საიტზე სისტემატურად იდებოდა ახალი ამბები და ტერორიზმის შემცველი ვიდეო თუ აუდიო მასალა.  ზემოაღნიშნული საიტი ბლოგის ფორმატით ვორდპრესის პლატფორმაზე ფუნქციონირებდა. გუშინ ის ინტერნეტ სივრციდან გაითიშა. თუმცა ერთი კონკრეტული ბლოგის გათიშვასთან ერთად მთელი ქართული ბლოგ სივრცის გათიშვაც მოხდა.

WordPress არის ცნობილი, როგორც ერთ ერთი საუკეთესო CMS და ასევე საიტი wordpress.com ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგის კონსტრუქტორი.

ქართული საიტების დიდი ნაწილი კონტენტ მართვის სისტემა – ვორდპრესზე მუშაობს. შესაბამისად ზოგიერთი ბლოგერისთვის თუ ჟურნალისტისთვის პლატფორმის გათიშვა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის შეჩერებას არამედ მატერიალურ ზარალსაც ნიშნავს…internetcensorship061208

მედია საშუალებების, ბლოგების საქმიანობის შეჩერება წინასწარი გაფრთხილების გარეშე რომ დებარასავარგულია ალბათ ამაზე ყველა ერთად შევთანხმდებით. როგორც „ნეტგაზეთი “ფაქტის შესახებ იუწყება სუს-მა მათთან მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა:

“გამოძიების ფარგლებში განხორციელდა დაბლოკვა, მეტს ვერაფერს გეტყვით”

სპეციალისტების ნაწილი ბლოგების საერთო გათიშვასა და „ქართული ხალიფატის“ საიტის გამორთვას შორის კავშირს ხედავენ და სიტუაციას „მედია კონტროლის“ მცდელობად აფასებენ.

თქვენ ამ პოსტს უკვე კითხულობთ, რაც იმის მანიშნებელია რომ ბლოგები აღდგა, თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა როდესაც ინტერნეტ სივრცეში ამ პრობლემის შესახებ ბევრმა დაწერა. შეიქმნა სპეციალური ჰეშთეგიც : #დაგვიბურნეთბლოგები

“მე ერთი საიტის დაბლოკვა ვთხოვე, მან კი მთელი wordpress დაბლოკა, და აი რატომ ავირჩიე ის .. “

ასე გამოეხმაურა ჩემი ერთ ერთი ფეისბუქ მეგობარი ამ ყველაფერს. ვფიქრობ რომ ერთი კონკრეტული საიტის გათიშვის გამო მთელი პლათფორმა არ უნდა ითიშებოდეს. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს… რამდენიმე საათიანი სიჩუმე დაირღვა. იმედია,რომ მსგავსი „შეფერხება“ მომავალში აღარ განმეორდება და ეს ყველაფერი მხოლოდ „ტექნიკური შეცდომა“ იყო.

პს. ბლოგერები 404-ებს არ ვპატიობთ.

 

 

ილია ჭავჭავაძე NDI-ს კვლევებს ეხმაურება

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა.“

ილია ჭავჭავაძე გამოკითხულთა 31 % შესახებ ვინც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, 41%-სთვის მიუღებელი, ხოლო 27%-მა არ იცის.

მოსკოვმა ცრემლების დაიჯერა

they may take our lives but they will never take our freedom!

speech of William Wallace from Braveheart

550990_336196769783263_409677002_n

სისტემა ყოველთვის ებრძვის განსხვავებულ აზრს. დინების მიმართულებით არ მოცურავეები ყოველთვის ირიყებიან, ყოველთვის საეჭვო ვითარებაში კვდებიან (ძირითადად ახალგაზრდა ასაკში) და ყოველთვის რჩებიან გმირებად. მათი ცხედრები გარანტია იმის, რომ სისტემა ყოველთვის დამარცდება! იდეა გაიმარჯვებს და არა – ვიწრო კეთილდღეობა და პირადი უნიჭო საჭიროებები.

თუ სადმე „მეორე რუსეთი“ არსებობს დღეს ის კიდევ ერთხელ მოკლეს. სისტემამ კომიკურობა არც ამჯერად დაკარგა:  „ქალთან ერთად იყო, ვიღაცამ იეჭვიანა, მოსკოვში ღამ-ღამობით რა ხდება ყველამ ვიცით, „გულაობდა ბიჭი…“და  აშ და აშ და აშ…“ 4 ტყვია დღეს ყველა განსხვავებული აზრის ბლოგერს, მწერალს, პოლიტიკოსს და უბრალოდ დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე რუსეთის მოქალაქეს ესროლეს.4 ტყვია არა მხოლოდ რუსეთში გავარდა. ეს 4 ტყვია გზავნილია. პირველი ტყვია ამბობს, რომ ყველას იგივე ბედი ელის ვინც შეეცდება დესტაბილიზაციას (კრისიზის დროს…), მეორე ტყვია ამბობს, რომ ყირიმი მისი იერუსალიმია, მესამე ტყვია ამბობს, რომ არავინ გაბედოს მისი სამხედრო თამაშში გამოწვევა, მეოთხე ტყვია კი ჩუმადაა და ახალ მსხვერპლს არჩევს…

სისტემა ფარისეველია- მისთვის სახელმწიფო ადამიანთან არ ასოცირდება! მისთვის ტერმინი მოქალაქე საკუთარ მხარდამჭერთან ასოცირდება. ან უბრალოდ ომის წამოწყების და ახალი ოკუპაციების განსახორციელებლად. (იხ. საქართველოს და უკრაინის უახლესი ისტორია)…

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა! და თუ ბუნების წესის მიხედვით ყველა ზამთარს გაზაფხული აუცილებლად მოსდევს, თუ პროპაგანდა, რომელიც ტელევიზორში ყოველ დღე გადის- გულისამრევია, თუ დემოკრატიის მსხვერპლი უკვე უზომოდ დიდია, თუ ყველა თანხმდება რომ გმირები არასდროს კვდებიან და იდეებისთვის ბრძოლა კუჭზე იმარჯვებს.

მაშინ

მოსკოვსაც მოუწევს ცრემლების დაჯერება და პროცესები პირიქით განვითარდება! ყველა იტირებს ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულება არ არის და ეს მხოლოდ მოსკოვით არ შემოიფარგლება! გაზაფხული ყველა ქუჩაზე დადგება !

10346288_768307696572166_1620376421946597945_n

RIP Nemtsov

ПТН ПНХ

Vive la liberté

„ოსკარის“ 87-ე დაჯილდოვების შედეგები

დილა გათენდა მზია10672385_557265847746312_4037125917968466940_nნი

ყავა დავლიე რძიანი

მოკლედ ბევრი შესავლის გარეშე თავადაც მაინტერესებდა შედეგები და ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გაგიზიარეთ 🙂 მოკითხვა მანდარინების სასტავს! წარმატებები ქართულ და ესტონურ კინოს. ქვემოთ იხილეთ გუშინდელი ღამის ყველაზე იღბლიანები. იღბალს და გამარჯვებებს გისურვებთ თქვენც 🙂

ჰევ ე ნაის დეი 🙂

საუკეთესო ფილმი
Birdman

საუკეთესო რეჟისორი

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ Birdman
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი
ედი რედმეინი 

საუკეთესო ქალი მსახიობი
ჯულიანა მური Still Alice

 მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი
ჯ.კ. სიმონსი Whiplash

ქალის მეორეხარისხოვანი როლი
პატრიცია არკეტი Boyhood

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი-ის რაც ჩვენ ვერ მოვიგეთ 🙂
პოლონეთი Ida

საუკეთესო ანიმირებული ფილმი
Big Hero 6 


საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
Feast

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Birdman
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
Imitation game
საუკეთესო ოპერატორი
ემანუელ ლუბეცკი (Birdman)
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
Production Design
The Grand Budapest Hotel
საუკეთესო მონტაჟი
Sound Mixing
Whiplash
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Interstellar

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Citizenfour

✔ საუკეთესო სიმღერა
Common, John Legend “Glory” (Selma)

 საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
Crisis hotline
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
The Phone Call
Sound Editing
American Sniper

ამ პოსტს სიმბოლურად ამ კომპოზიციით დავასრულებ. მართალია ციტრუსის სეზონი ჯერ არ არის თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ წლოულს კაი მოსავალი იქნება 🙂


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო