Posts Tagged 'მოგზაურობა'

ხვამლობა-დღესასწაული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე (ვიდეო)

IMG_1382GGG IMG_1448 IMG_1451 IMG_1464 IMG_1499 IMG_1542 IMG_1545 IMG_1584 IMG_1650
sadgegrdzelo venaxi xedi

ლეჩხუმში სახალხო–რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღდგომის შემდეგ იმართება.  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 2200 მეტრის სიმაღლეზე მოსალოცად იკრიბება. თქმულების მიხედვით,  ხვამლის მთაზე, სადაც კელიის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი, 2000  ბერი ცხოვრობდა.  ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ წირვა–ლოცვა აღავლინა და გარდაცვლილი ბერების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ვიდეო დღესასწაულის შესახებ მომზადდა. სასიამოვნო ყურებას და მალე ამ მშვენიერი ადგილების მონახულებას გისურვებთ 🙂

IMG_1695

Advertisements

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ექსპრესი ბედიანში

BeFunky_null_1.jpg

ბედიანი-ეს ადგილი არის ტოლერანტობის ქართული მაგალითი. 10 წლეულების მანძილზე აქ ერთად ცხვორობენ: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, რუსები და პოლონელები.

BeFunky_IMG_9948.jpg
BeFunky_null_5.jpg

ისტორიულ წარსულში ამ ადგილას სამონასტრო კომპლექსები არსებობდა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გაუქმდა მონასტერი და 50 იან წლებამდე ტერიტორია დაუსახლებელი და უფუნქციო იყო.  პირველი დასახლებები ხრამჰესის მუშებისგან შედგება, შემდეგ ივრცობა და ყალიბდებდა დაბის ტიპის დასახლება. ქუჩებით, გასართობი კლუბით, სკოლით (200 მოსწავლეზე), გამგეობის შენობით და გასართობი პარკით. 1963 წელს ბედიანის ტერიტორაზე ფუნქციონირება დაიწყო რესპუბლიკურმა ფსიქონერვოლოგიურ საავადმყოფომ. საავადმყოფო გათვლილი იყო 800 ავადმყოფზე. 


BeFunky_IMG_9939.jpgBeFunky_IMG_9941.jpg

გამორჩეულად ლამაზი ბუნება და სიმწვანე. მართლაც კარგი ბედი უნდა გქონდეს რომ ასეთ გარემოში ცხოვრობდე და ყოველ დღე აქაურობით ტკბებოდე. მართალია! ჯანსაღი ბუნება რომ ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ნიჭიერი და სხარტი გონების ბავშვები დახვდნენ სკოლაში სადაც სულ 35 ბავშვი სწავლობს.

„კლასში 3-4 ბავშვი ვართ, ეს ძალიან კარგია, ერთმანეთი უფრო გვიყვარს და სწავლაც გვიადვილდება“- მითხრა მეშვიდე კლასის მოსწავლე აშოტმა.

აშოტი, ელბრუსი, დათუნდა, იოანნა დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ მეგობრობასა და ურთიერთ სიყვარულში ხელს ვერაფერი უშლით.

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ექსპრესის გამოჩენამ გამოაცოცხლა სოფელი. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ საინფორმაციო შეხვედრაში. ასოცირების ხელშეკრულებაზე,  აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ევროკავშირის სტრუქტურაზე ისინი უკვე დამაჯერებლად და თამამად საუბრობენ.

BeFunky_IMG_9946.jpg

საინტერესო შეხვედრის შემდეგ ბედიანის მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სახლები მოვინახულეთ. ეს ძლიერი ბიჭები და გოგონები ყველაზე მთავარს დამოუკიდებლობას, წესრიგს და სიკეთეს უკვე თავიდან ფეხებამდე არიან შერწმულნი.

ზვიად ხაფავა 2012 წლის იმედის გმირი გახდა, ზუსტად იმიტომ რომ ფაქტიურად მკვდარ სოფელს ამ ხალასი და საინტერესო ბავშვების მეშვეობით გადაუსხა ახალი, ჯანმრთელი სისხლი.

პატარებისთვის მასწავლებელი, დიდებისთვის კი გამგებელი- ზვიადი, მუხლჩაუხრელად შრომობს ბავშვებისთვის ყველანაირი პირობის შესაქმნელად.

ვფიქრობ ევროკავშირის საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ჩემი მეგობრების მიერ იყო ორგანიზებული ზუსტად ამგვარი, პირად ინიციატივაზე და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სოფლებისთვისაა განკუთვნილი, რადგანაც ძლიერი სოფლის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ გამოვა.

მადლობა ბედიანს.

BeFunky_Chromatic_1.jpg

 

 

 

სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია კახეთში

 

11-12 აპრილს პროგრამა: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში კახეთში სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითვმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

გთავაზობთ პატარა ფოტოისტორიებს ამ ექსპედიციიდან:

სოფელ ერისიმედის ძველი და ახალი სკოლის შენობები. ადგილობრივები ახალი სკოლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობაზე საუბრობენ და უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სკოლაში არ შედფის დასალევი წყალი და არ მუშაობს კანალიზაცია. აგრეთვე არსებობს წყლის ჩასვლის საფრთხეც...

სოფელ ერისიმედის ძველი და ახალი სკოლის შენობები. ადგილობრივები ახალი სკოლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობაზე საუბრობენ და უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სკოლაში არ შედფის დასალევი წყალი და არ მუშაობს კანალიზაცია. აგრეთვე არსებობს წყლის ჩასვლის საფრთხეც…

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობის შესახებ საველე ლექცია
მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობის შესახებ საველე ლექცია
მეცხვარეების ანაზღაურება 1000 ლარამდეა, თუმცა ბევრი რთულ პირობებზე უარს ამბობ. საკმაოდ გაგვიძნელდა ქართველი ეროვნების მეცხვარის პოვნა.

მეცხვარეების ანაზღაურება 1000 ლარამდეა, თუმცა ბევრი რთულ პირობებზე უარს ამბობ. საკმაოდ გაგვიძნელდა ქართველი ეროვნების მეცხვარის პოვნა.

დალისმთის წყალსაცავი, რომელიც აზერბაიჯანს სარწყავი წყლით ამარაგებს

დალისმთის წყალსაცავი, რომელიც აზერბაიჯანს სარწყავი წყლით ამარაგებს

„ღ“ - ანუ ღობე

„ღ“ – ანუ ღობე

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ვერხვი

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ვერხვი

დედოფლისწყაროს გასართობი ცენტრი

დედოფლისწყაროს გასართობი ცენტრი

„ჯარის წყალი“ ქ დედოფლისწყარო

„ჯარის წყალი“ ქ დედოფლისწყარო

 
ერისიმედი – სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. აზერბაიჯანის საზღვართნ, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა[1] და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი. ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში კი 380 ადამიანი ახსენეს. სოფლის მკვიდრთ უამრავ საყოფაცხოვრებო და საზაზღვრო პრობლემებთან ერთად ყველაზე მძიმე პრობლემას მდინარე და მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა უქმნით .

ერისიმედი – სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. აზერბაიჯანის საზღვართნ, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა[1] და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი. ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში კი 380 ადამიანი ახსენეს. სოფლის მკვიდრთ უამრავ საყოფაცხოვრებო და საზაზღვრო პრობლემებთან ერთად ყველაზე მძიმე პრობლემას მდინარე და მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა უქმნით .

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობა, სოფელი ერისიმედი. ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია

მდინარე ალაზნის ეროზიული ხეობა, სოფელი ერისიმედი. ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

ელიას მთა. არსებობს ასეთი თქუმლება, რომ ამ კლდის ერთ ერთ სვეტზე ჩანს გაქვავებული ქალი... რომელიც ფეხმძიმობის დროს სალაშქროდ წასული ქმრის ლოდინში გაქვავდა...

ელიას მთა. არსებობს ასეთი თქუმლება, რომ ამ კლდის ერთ ერთ სვეტზე ჩანს გაქვავებული ქალი… რომელიც ფეხმძიმობის დროს სალაშქროდ წასული ქმრის ლოდინში გაქვავდა…

ალესილი

ალესილი

გზას ვამბობ თორემ რა გზაა...

გზას ვამბობ თორემ რა გზაა…

მიწები მუშავდება <3

მიწები მუშავდება ❤

ტრენინგი თემაზე-კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

ტრენინგი თემაზე-კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

ვხეეედავ მეცხვარეეეს :)

ვხეეედავ მეცხვარეეეს 🙂

ერისიმედი :*

ერისიმედი :*

ქართველი მესაზღვრეები

ქართველი მესაზღვრეები

ხედი kvareli lake resort-დან

ხედი kvareli lake resort-დან

მეტად გამოსადეგი ნივთი ექსპედიციებისთვის

მეტად გამოსადეგი ნივთი ექსპედიციებისთვის

ქცევის წესები სოფელ ერისიმედის საშუალო სკოლის შესასვლელში

ქცევის წესები სოფელ ერისიმედის საშუალო სკოლის შესასვლელში

ლერწამნი

ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორია

ეს პირველი ექსპედიცია იყო, რომელშიც მე როგორც ბლოგერი ვმონაწილეობდი. შესანიშნავი ადამიანები, დაუვიწყარი ხედები და მომავალი ექსპედიციების წარმატებით დასრულების სურვილი. ეს ყველაფერი ამ 2 დღეში 🙂

„ბუნება მბრძანებელია“

პირველად სვანეთში

This slideshow requires JavaScript.

ღამის 1 საათზე გავედით ქუთაისიდან.

მერსედესის ქარხანაში ფიფქიას მუშაობას იმით ვადასტურებ, რომ მარშუტკაში, რომლითაც ვმგზავრობდით კომფორტულად მხოლოდ ჯუჯები თუ იმგზავრებდნენ.

ტურისტული სააგენტო ვანდერლენდის მიერ მოწყობილის ერთდღიანი ტური ქუთაისიდან გასვლისთანავე დაიწყო.

გიდმა კარგად იმუშავა, იმდენად კარგად რომ მისი დასაჯდომი ადგილი აღარდ დარჩა ფიფქიას მიერ დაპროექტებულ მარშუტკაში. სწორედ ამიტომაც სოფელ ლიაში „გალფის“ ბეზინ გამასამთ სადგუზე ვითხოვეთ სკამი… შესანიშნავი მხიარულება გამოიწვია მესტიის მიხვეულ მოხვეულ გზებზე ამ მერხის სკამმა 🙂

გამთენიისას შევიღვიძეთ. დამღლელი გზის მოგონებები ერთმა ჰაერის ჩასუნთქვამ დაგვავიწყა.

ძალიან მაგარი ჰაერი, ულამაზესი ხედები და ველური ბუნება 🙂

სავსეა ტურისტებით სვანეთი, სალოცავამდე წაყოლას მძღოლს ერთი მაღალი უცხოელი სთხოვდა. ეს ჯიქურ რუსულად ეპასუხებოდა: „ნეტ ნეტ-ო“ გიდმა მასთან გასაუბრება მე მომანდო 🙂 რანდენიმე წუთიანმა დიალოგმა ის შედეგი გამოიღო რომ ბრაიანტი ჩვენთან ერთად წამოვიდა ლაგურკაზე. კარგი კაცი იყო ბრაიანტი, მითხრა, რომ ქართველები მოსწონს, მოსწონს სვანეთი, მოსწონს ზოგადად მოგზაურობა.იმედან მოიხიბლა მთის ხედებით ცხელ გულზე ესეც კი მითხრა„ამერიკა იძირება, საქართველო კი სულ მაღლა და მაღლა მიდისო“…  გზად 2 ებრაელი ტურისტიც გავიცანი 🙂 გასაოცარი ის იყო, რომ როდესაც მითხრეს ისრაელიდან ვართო ქართულად წაამღერეს „ურიელა შეეეშა, ურიელა წყალიიი“…. 🙂 🙂 🙂

სრული სვლით წინ. ფიფქიას ავტობუსს სანამ სოფელ კალაში დავაბინავებდით გზად სიყვარულის კოშკი მოვინახულეთ.  ბრაიანტს ვერაფრით ავუხსენი, რატომ იყო მაინდამაინც ეს კოშკი სიყვარულის 🙂

დილის სიცივემ მალე გადაიარა და სვანეთშიც დაცხა. გზა ტაძრამდე რთული გასავლელი აღმოჩნდა. საცალფეხო ბილიკი და წესრიგს მიუჩვეველი ქართველები ერთად ა2მაგებდა ექსტრემს. ბრაიანტი დანებდა და ავტობუსში დაბრუნდა 🙂

ცოტა შემეშინდა 🙂 აბა როგორია, როცა სარეველებს ეჭიდება ქვემოთ საყრდენი ქვა ყანყალებს და ვერმფრენი შენზე ბევრად დაბლაა… ვაღიარებ მაგ მომენტში შემეშინდა. მაგრამ ბოლომდე გამოვავლინე ჩემი სპაიდერმენობა 🙂

მოკლედ ავედი. აქეთ შემაღლებულზე მამაკაცი დროშით ხელში სვანურად მჭემეტყველებდა და ფულის მიცემის შემთხვევაში სახალხოდ გლოცავდა. ცოტა მოშორებით მოზარდები ერთმანეთს 180 კილოგრამიანი ლოდის აწევაში ეჯიბრებოდნენ, რამოდენიმე მეტრში კი დიდი ზარის ბეჭზემოკიდებულ დარეკვაში.  მეგრულ-სვანური საუბრები, საგალობლების ხმა,ცოტა ქვემოდან ვერტმფრენის ხმაური, მწველი მზე, ყველაფერი ეს, ერთად სასიამოვნოდ გაბრუებდა…

გაბრუებულ-გაბურბუსალებული ჩამოვედით დაბლა. ერთადერთი რესტორანი მესტიის ცენტრში უცხოელებს ვერ იტევდა, ჩვენ ეზოში თაკარა მზის ქვეშ დაჯდომა შემოგვთავაზეს. ჩვენ ვიუკადრისეთ და ბუნების წიაღში ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილის“ გვერდით ტყეში წავიღეთ კუბდარები 🙂

დასვენებამ და ჭამისგან ნეტარებამ შეუმჩნევლად მოგვპარა დრო. შემდეგ იყო კამათი ლაშქრობაში წასვლა არ წასვლაზე, ამანაც საკმაო დრო წაგვართვა, საბოლოოდ თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ კლდის ვეფხვის მიხეილ ხერგიანის მუზეუმი. მინდა აღვნიშნო, რომ მუზეუმს შესანიშნავი გიდი ჰყავს რელაქსაციური ხმის ტემბრით.

მესტია იმ იმედით დავტოვეთ, რომ ენგურჰესს „დღისსულ“ მივუსწებდით, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა. მხოლოდ განათებული წერტილებიღა გავარჩიეთ კაშხალზე 🙂

მოკლედ ასეა თუ ისე ამ საინტერესო და დამღლელმა 1მა დღემ ჩემზე და ნინოზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მითუფრო ცოლთან ერთად ჯერ მოგზაურობაში არ ვყოფილვარ 🙂

რჩევა: „არამც და არამც 1 დღით არ წახვიდეთ მესტიაში, ჯერ ერთი არაადამიანურად დაიღლებით, მერმედ ჯეროვნად ვერ შეიგრძნობთ ამ დიად ნეტარებას 🙂 “


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements