შემეძლო ამ პოსტისთვის რამე „საოცარი“ სათაური შემერჩია და ვიზიტორებიც ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გამოჩენილი კოღოებივით შემოვარდებოდნენ, მაგრამ არა. ეს მართლა კარგი ფაქტია და დამახინჯებას არ საჭიროებს.
მოკლედ დღეს ერთი უღიმღამო დღე იყო, შუადღის შემდეგ გამახსენდა, რო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა რობაქიძემ დამირეკა და თავისთან დამპატიჟა არტ სალონის გახსნასთან დაკავშირებით 🙂
საყვარელი ნივთი ჩემთვის გოგოლის 18-ში
ერთი შეხედვით პრაქტიკული ამბავია, საკუთარ სახლში ისეთი რამის გაკეთება სადაც მოვა ვისაც გაუხარდება, მოუსმენს მუსიკას უიყურებს ფილმს გაუზიარებს შთაბეჭდილებებს სხვებს და აშ…
ასეც გააკეთა ჩემმა მეგობარმა მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ
პატტარრრა თევზი ბასეინში
შემოიკრიბა გვერდით თანაკურსელები (mimi javaxishvili, shorena fxakadze,vera gorgodze, nino lominadze) და დღეს ნოყიერი პრეზენტაცია გვაჯახა 🙂
შეხვედრას ესწერებოდნენ მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, არტისტები, შოკოლადი და ნაღები საზოგადოება.
დამფუძნებელთა ერთი ნაწილი
საინტერესო წამოწყებას და გემრიელ ალაფურშეტს შესაბამისი რეაქციებიც მოჰყვა.
მე პირადად უკვე თავს სრულიფლებიან წევრად ვთვლი ამ სალონის თუ კლუბის თუ რაც არის სახელს რა მნიშნველობა აქვს.
სახელთან კი ერთი იდეა მაქვს „გოგოლის 19“ თან მისამართია თანაც პრაქტიკული.
ოჯახში ხელცარიელი არ უნდა მიხვიდეო 90-იანებიდან მოგვდგამს და მეც ასე ლოგოს ჩემეულ ვერსიას გესვრით მეგობრებო! და პატარა საჩუქარსაც 🙂
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს მინდა წარმატებები ვუსურვო ამ წამოწყებას და ბევრი საინტერესო წევრი ვიხილო იქ.
მოკლედ მეგობრებო:
ყველა თქვენგანმა გააკეთეთ სახლში არტი!
ქალთა კლუბის წევრები პრეზენტაციაზე
გოგოლის 19 ში მუდამ ასე!
————