Posts Tagged 'ინტერვიუ'

„რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი – ერთი დიდი მითია“

გრძელდება ჩემი ბლოგის ახალი რუბრიკა „ბლიცი საქმეზე“
დღეს საქმეზე სასაუბროდ რუბრიკის სტუმარია ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე:

ჩვენი ბლიც ინტერვიუს პირველი შეკითხვა ასეთია: თქვენი აზრით რაშია საქართველოს ეკონომიკური წარმატების საიდუმლო საიდუმლო? და ხელისულება რამდენად ადექვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს?

  • საქართველოში ეკონომიკური საქმიანობაში წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორი ეკონომიკური თავისუფლებაა. ეს ნიშნავს მთავრობის ჩაურევლობას საქმიან და პირად ურთიერთობებში, მცირე სამთავრობო ხარჯებს, მართლწესრიგს.

2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენდა 2,8 %. რამდენად საკმარისია ზრდის ეს ტემპი და ტენდენცია? ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მხოლოდ ასეთი დაბალი მაჩვენებელებით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე?

  • ორნიშნაზე ნაკლები ზრდა ნიშნავს, რომ საქართველო ვერასოდეს დაეწევა ევროპის კავშირის ყველაზე დაბალგანვითარებული წევრებს. ეს კაპიტულაციაა. პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ კოალიციას და მის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას. ვინც არ უნდა იყოს, თუ ორნიშნაზე დაბალ ზრდას გვთავაზობს უნდა დავითხოვოთ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ქირაობს. შესაბამისად, მისი დათხოვნაც მასზეა.

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე კარგი ზრდა გვაქვსო? რამდენად ადექვატურია მსგავსი შეფასება?

  • ის რომ მეზობელი შენზე უარესადაა, გამართლებად არ გამოდგება. პოლიტიკის შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია, აუცილებელია და სასიცოცხლოდ გარდაუვალი. ეკონომიკური თავისუფლება – არ რას უნდა ვესწრაფოდეთ.

ბოლო მონაცემებით ახალ დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის -18%, ანუ ადამიანები ბიზნესის დაწყებისგან თავს იკავებენ. რაშია ამ პრობლემის მოგვარების გასაღები?

  • საწარმოთა რიცხვი უსასრულოდ ვერ გაიზრდება. მთავარია ვინ მუშაობს ქმნიდეს ღირებულებას. სწორედ აქაა დიდი პრობლემა – 8% ზრდა აჩვენებს რომ საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის.

150813074348-putin-banned-food-780x439

მინდა გკითხოთ რუსულ ბაზარზეც. დღესდღეობით მოქმედი რუსული პროპაგანდის მთავარ „არგუმენტად“ რუსული ბაზარი და იქ ვაშლისა და ღვინის გაყიდვა სახელდება. რამდენად რეალურია ვარაუდი,იმის შესახებ , რომ საერთაშორისო საქნციებითა და თავადაც უამრავი პრობლემის გამო დაზარალებული რუსეთი იყოს ქართული ეკონომიკის „მხსნელი?“

  • რუსული ბაზარი არის სრულიად ხელოვნური მითი და რაც ნაკლებად დაუჯერებენ ამას, მით უკეთესი. მითუმეტეს არ ღირს მისი პოლიტიზირება და რამზე დახურდავება. რუსეთზე ორიენტირებული წარმოება იყო და იქნება უხარისხობასთან, ფალსიფიცირებასთან და კორუფციასთან ასოცირებული. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გავიდეთ.
  • peaches_and_nectarines

ბოლოს კითხვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას შეეხება. რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ხელშეკრულება ბიზნესისთვის. რამდენად მზადაა იგივე ქართული საწარმოები აისო სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის? რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ევროპულ ბაზარს?

11070090_10155348682135716_5777339973885318363_n

  • თავისუფალი ვაჭრობისთვის კარი გაიხსნა და თანდათან გამოიკვეთება თუ ვის რა შეუძლია. მოგების მიღების შესაძლებლობა ყველანაირი სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნის. ბევრი ისეთი დარგიც განვითარდება, რომელიც ახლა არ არსებობს და ან ნაკლებადაა განვითარებული. ვითარება სწრაფად შეიცვლება, თუკი ეკონომიკური თავისუფლების სხვა კომპონენტების გაუმჯობესება მოხერხდება.

დიდი მადლობა J

„საწარმომ მეშახტეები მოატყუა, სახელმწიფო კი პოსტსაბჭოთა ტყვეობებში იმყოფება“

დღეს ქვეყნის ყველაზე მსხვილი არტერია ტყიბულზე გადის. სწორედ ტყიბულის მეშახტეების და ზოგადად დასაქმებულთა უფლებათა დარღვევებზე ვისაუბრებ დღეს ჩემი ბლოგის ახალი რუბრიკაში. „ბლიცი საქმეზე“ დღეს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძეს მასპინძლობს.miners-PA

1) მოგესალმებით ლევან,ვიცი რომ დიდი ხანია დასაქმებულთა პრობლემებს იკვლევ. დღეს ძალიან აქტუალურია ტყიბულელი მეშახტეების პრობლემები. რეალურად რა ხდება ტყიბულში? ამ შემთხვევაში რა კონრეტულ დარღვევებთან გვაქვს საქმე დამსაქმებლის მხრიდან?
ტყიბულშიც და საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებშიც ერთმანეთის მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე. მეწარმეებს, საწარმოს მფლობელებს არავინ აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად თვითნებურად მოქმედებენ, ითვალისწინებენ მხოლოდ საკუთარ კომერციულ ინტერესებს და არაფრად აგდებენ მუშათა მოთხოვნებს.
2011 წელს ტყიბულის ყველა შახტა გაიფიცა. რამდენიმე კვირის შემდეგ გაფიცულებთან მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმება სამ ძირითად პუნქტს აერთიანებდა. კერძოდ:
1. საწარმომ საკუთარ თავზე აიღო მუშათა ხელფასების ყოველწლიური ინდექსაციის ვალდებულება (ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.).
2. საქნახშირმა დადო პირობა იმისა, რომ 2011 წლის მარტში მუშებთან კოლექტიურ ხელშეკრულებას გააფორმებდა. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულების გარდა მუშათა მთელ კოლექტივთან გაფორმებული ხელშეკრულებები დასაქმებულთა უკეთ დაცვის მექანიზმს ქმნიან და აწესებენ საერთო, მაღალ სტანდარტებს შრომის ყველა საფეხურზე.
3. საწარმოს წარმომადგენლებისა და მუშების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბებულიყო უსაფრთხოების სისტემებისა და შრომის დაცვის ერთობლივი ორმხრივი საბჭო, რომელიც დაეფუძნებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2001 წლის სტანდარტს. მაშასადამე, საწარმოში იარსებებდა შრომის უსაფრთხოების პირობებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი, მუშებისთვის სანდო ორგანო, რომელიც შეეცდებოდა საწარმოში არსებული სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების აღმოფხვრას.
საწარმომ ხუთი წლის განმავლობაში სამიდან არცერთი ძირითადი ვალდებულება არ შეასრულა. საწარმომ საკუთარი პირობები დაარღვია, მოატყუა მეშახტეები. სახელმწიფოს მხრიდან კი არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომელიც მუშებს მეწარმეთა მანიპულაციისგან დაიცავდა და საწარმოს ვალდებულებების შესრულებას აიძულებდა.
2) აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ადმინისტრაციული შენობის დაკავება. შენი შეფასება როგორია ამ მიმართულებით? გამოიღებს კი შედეგს აგრესიული პროტესტის ეს ფორმა?
მედიის რიგმა საშუალებებმა ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხეს. არაფერი განსაკუთრებული ადმინისტრაციულ შენობაში არ მომხდარა. დასაქმებულები შევიდნენ თავიანთი საწარმოს ბიუროში. ისინი ხმაურიანად მოქმედებდნენ, მაგრამ არაფერი გაუფუჭებიათ და არაფერი დაუნგრევიათ. ჩვენ მეზობელ თურქეთშიც კი გაფიცული მუშები გაცილებით აგრესიულნი არიან და სამართლიანი მოთხოვნის შემთხვევაში მათ აგრესიასაც კი საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს. უბრალოდ, „საქნახშირის“ წარმომადგენლებსა და არაპროფესიონალ ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ მუშამ ვერაფერი ვერ უნდა გაბედოს, მუშა ხმას არ უნდა იღებდეს და უსიტყოდ ემორჩილებოდეს დაცვის თანამშრომელთა ბრძანებებს. დასაქმებულთა თავისუფალი მოქმედება და ადმინისტრაციის შენობაში შესვლა იყო შოკი საწარმოს ხელმძღვანელობისათვის, ისინი არ მოელოდნენ ამგვარ სამოქალაქო სიმამაცეს ტყიბულელთა მხრიდან. შენობის დროებით დაკავებამ შედეგი გამოიღო. აღნიშნული აქტის შემდეგ საზოგადოების ყურადღება ტყიბულის მიმართ გაორკეცდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაორდინარული ქმედებები კაპიტალისტთა და მედიის წარმომადგენელთა გამოსაფხიზლებლად შესანიშნავი და გამართლებული მეთოდია. მთავარია ქმედებებმა ძალადობრივი შინაარსი არ შეიძინონ.
3) რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ცოტა სახიფათო ხომ არ უკვე დაზეპირებული სიტყვები `ეს ორ სუბიექტს შორის დავაა~… ?
ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა კომპლექსების ტყვეობაში იმყოფება. ჩვენი სახელმწიფოსათვის მსხვილ კერძო საკუთრებას საკრალური, ლამის რელიგიური მნიშვნელობა აქვს შეძენილი. პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფიქრობს, რომ მესაკუთრეს თითქმის ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს და მას მთავრობამ არაფერში უნდა შეუშალოს ხელი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე განუზომელი გავლენა აქვთ ქართული ეკონომიკის მონოპოლისტებს, რომლებიც დამსაქმებელთა დაცვის კანონმდებლობის შემუშავებას მიზანმიმართულად და წარმატებულად აფერხებენ. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიად შენიღბული მდიდართა მმართველობის, პლუტოკრატიის პირობებში. მთავრობა ბიზნესის ფეტიშსა და დიქტატს ემორჩილება. შესაბამისად, მათ სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმ მიმართულებისა, რომ გაექცნენ პროცესებში ჩარევის პასუხისმგებლობას და მუდმივად მიანიშნონ „ორ სუბიექტს შორის დავაზე“. თუ კარგად დააკვირდებიან, ორ სუბიექტს შორის დავა ერთეული, მარგინალური შემთხვევა არ გახლავთ. ანალოგიური დავები მიმდინარეობს ჭიათურაშიც, კაზრეთშიც, ზესტაფონშიც და საქართველოს რკინიგზაშიც. შესაბამისად, არავის სჯერა იმისა, რომ ტყიბულში გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს შრომის პოლიტიკა მარცხს განიცდის ქვეყნის ყველა რეგიონში. სახელმწიფომ ამ პოლიტიკის შეცვლაზე, მიდგომებისა და კანონმდებლობების შეცვლაზე უნდა იფიქროს. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ დაჩაგრული ადამიანების დახმარება, შრომით დავებში ჩარევა ერესი და მკრეხელობა არ არის.

1011269_723879284311661_873453780_n
4) საზოგადოებას რა როლი ენიჭება ამ და მსგავს სიტუაციებში? რაშია პროტესტის წარმატების რეცეპტი?
სამყაროს ისტორიაში არსებობს პროტესტის წარმატების ერთადერთი რეცეპტი – სოლიდარობა. არ შეიძლება, რომ ტყიბულელი მეშახტეები მარტო აპროტესტებდნენ თავიანთ გასაჭირს. ტყიბულის გაფიცვის მიმართ თანაგრძნობას უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ყველა ჩაგრული ჯგუფი. დაჩაგრულები კი ჩვენთან ბევრნი არიან, მაგალითად უმუშევრები, უხარისხო და ძვირი განათლების სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტები, ორმაგად დისკრიმინირებული ქალები, გარიყული შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები, ქვეყნის გარეთ გაქცეული ემიგრანტები და ა.შ. სასიხარულოდ, ყველა ჩაგრული ჯგუფი გამოხატავს თავის სოლიდარობას. ჯერ-ჯერობით პასიურად, მაგრამ მაინც გამოხატავს თავის მხარდაჭერას ტყიბულელი მეშახტეების მიმართ.
5) და ბოლოს მინდა გკითხოთ რეალურად რა იწვევს ამ და მსგავს პრობლემებს? არის თუ არა გამოსავალი შრომის ინსპექციის შექმნა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი ინსიტუტი მოქმედი იყოს ?
შრომითი დავების გადაწყვეტისათვის სახელმწიფო მუშას მხოლოდ ორ მექანიზმს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მედიაციის ინსტიტუტი. გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე, მედიატორები ჩადიან შესაბამის საწარმოებში და ცდილობენ ერთ მაგიდასთან ყველა მხარის თავმოყრას. ისინი მოლაპარაკებების წარმართვას უწყობენ ხელს, ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ისინი ჩვეულებრივი, უუფლებო, გავლენის არმქონე მოდერატორები, დისკუსიის წამყვანები არიან. მათ პროცესებში აქტიური ჩარევის უფლება არ აქვთ. მედიაციის ინსტიტუტი მეწარმის ხელში ერთგვარი ინსტრუმენტიცაა, რომლის გამოყენებითაც კაპიტალისტი სახელმწიფოს სახელით მუშებს აშოშმინებს. გვაქვს წარმატებული მედიაციის შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულებულა და საგულისხმო ხელშეკრულებები გაფორმებულა. თუმცა, აქ ვაწყდებით კიდევ ერთ მთავარ პრობლემას. არ არსებობს შეთანხმებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ორგანოები. შესაბამისად, ხშირად წარმატებული მოლაპარაკებების შედეგები მხოლოდ ქაღალდზე რჩება. გაფიცვის დასრულებისთანავე მეწარმე უარს ამბობს ან დროში უმოწყალოდ წელავს საკუთარი ვალდებულებების შესრულების საკითხებს. უნდა არსებობდეს მეწარმის იძულების მექანიზმებიც.
მეორე ინსტიტუტი კი სასამართლო გახლავთ. სასამართლო პროცესების წარმოება კი მოგეხსენებათ რამხელა დროსთან, რესურსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. კაზრეთელი მუშების შრომითი დავა სასამართლოში ერთი წელი გრძელდებოდა, ერთი წელი მუშებს ხელფასი არ ჰქონდათ. მათმა ნაწილმა მოიგო სამართლებრივი დავა, მუშებმა მიიღეს გაცდენილი დროის ანაზღაურებისა და სამსახურში დაბრუნების უფლება. თუმცა, დამსაქმებელმა სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. დავას კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, ევროპის მსგავსად შრომითი საკითხების გადასაწყვეტად მუშას პირდაპირ სასამართლოში წასვლა არ უნდა უწევდეს. პირდაპირ სასამართლოსთან დავა მუშის სოციალური მდგომარეობისათვის არაეფექტიანია.
შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სამმხრივ კომისიაზეც. 2013 წლის 1 -ლ მაისს პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში მთავრობის, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ირიცხებიან. კომისიის მიზანი შრომის პოლიტიკის განსაზღვრა გახლავთ. სტრუქტურის წესდებაში წერია, რომ კომისია კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. დაარსების შემდეგ კომისია მეორედ აღარ შეკრებილა. წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ შრომის პოლიტიკის მიმართულებით მედიაციის ინსტიტუტის არსებობა საკმარისია. ბიზნესი და მთავრობა აქ ერთ აზრზე არიან, ისინი ერთი გველეშაპის ორ თავს წარმოადგენენ. პროფკავშირი კი უშედეგოდ ითხოვს პოლიტიკის გადახედვას ან კვარტალში ერთხელ მაინც ქვეყანაში მიმდინარე შრომით ურთიერთობებზე მსჯელობას. ბიზნესი და სახელმწიფო მათ მოთხოვნას არაფრად აგდებს.
რაც შეეხება შრომის ინსპექციას. რეალური შრომის ინსპექციის მექანიზმის შემქნა პრობლემას აღმოფხვრიდა. რას ვგულისხმობთ რეალურ მექანიზმში? ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოს შემოწმება შეუძლია. ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოსთვის სანქციების დაწესების უფლება აქვს. ნამდვილი ინსპეცია არის ის საწარმო, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდერტების გარდა, სახელშეკრულებო და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებსაც ზედამხედველობს.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი შრომის მონიტორინგის სამსახური. სამსახურს აქვს წესდება, წესდებით გათვალისწინებულია მინიმალური სანქციების დაწესების უფლებაც, მაგრამ მონიტორინგის სამსახურს საწარმოების ზედამხედველობის განხორციელება არ შეუძლია. სამსახური სრულყოფილ, რეალურ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც „კანონში მეწარმეობის შესახებ“ განხორციელდება ცვლილებები და საწარმოთა ინსპექტირების შესაძლებლობა ორგანულ კანონმდებლობაშიც აღდგება. „საქნახშირის“ მფლობელი დეპუტატი ბეჟუაშვილი და მისი კოლეგების მიერ დაკომპლექტებული ლობისტური ჯგუფი არ დაუშვებს „კანონი მეწარმეობის შესახებ“ შეცვლას. შესაბამისად, შრომის მონიტორინგის სამსახურიც უუფლებო ორგანოდ რჩება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგისათვის თვალთმაქცურად შექმნეს. დღეს ჩვენ შრომის ინსპექცია, ამ ინსტიტუტის კლასიკური და მინიმალისტური გაგებითაც კი არ გვაქვს!
მადლობა

მამუკა მამულაშვილი: „ჩვენი ბიჭები აქ უკრაინას და საქართველოს იცავენ!“

ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამ დიდ ტკივილთან ერთად დიდი გაბრაზება გამოიწვია. ეს იყო ფაქტი, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არის თუ არა უკრაინაში ბრძოლა „ქართული საქმე“?!, უნდა გავემიჯნოთ თუ არა ქვეყანას, რომელმაც ზუსტად იმ დროს გაგვიწია დახმარება როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და რატომ იბრძვიან ქართველები უკრაინის ომში?!. გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ლეგიონის მეთაურთან მამუკა მამულაშვილთან.

მამუკა მამულაშვილი

გამარჯობა მამუკა. როგორია ქართველი სამხედროების 1 დღე უკრაინაში?

სალამი.

ჩვენი 1 დღე კი არა თითქმის ყოველი დღე ძალიან მძიმეა. ძალიან ცივი და ისეთი, რომ არცერთ დანაყოფს არ ვუსურვებ მე პირადად ჩვენს მსგავს პირობებში ომის წარმოებას.

გავრცელებული ინფორმაციით ქართული დანაყოფი უკრაინელებს გამოცდილებას უზიარებს. ამჟამად რა შედის ქართული ლეგიონის ფუნქციებში?

მთელი 8 თვის მანძილზე უშუალოდ ვიღებთ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ჩემი მებრძოლების დიდი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან მოთხოვნადები არიან. სხვადასხვა ბატალიონის მეთაურების თხოვნის შედეგად მათ ვუშვებ შტატის მოსამზადებლათ 2-3 ადამიანს. შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება. რეგულარული ნაწილი კი ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში.

ერთ ერთი ასეთი მივლინებისას დაიღუპა შესანიშნავი სამხედრო ალეკო გრიგოლაშვილი, აიდარის ბატალიონის უფროსთან ერთად დავალებას ასრულებდა რა დროსაც ისინი ჩასაფრებაში მოყვნენ. ალეკო როტის უფროსს გადაეფარა სურდა თანამებრძოლის გადარჩენა. ის თავში დაიჭრა და სამწუხაროდ დაიღუპა. როგორც ვიცი სიცოცხლის ბოლო წამადე იარაღი ხელიდან არ გაუშვია და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა და რამდენიმე სეპარატისტი იმსხვერპლა.

მამუკა ალბათ იცი რომ აქ საუბრობენ იმას რომ ბიჭები უკრაინაში გარკვეული ფულის სანაცვლოდ მიდიან. შენი პასუხი რა იქნება ამ ადამიანების მიმართ. რატომ იბრძვის ქართული ლეგიონი უკრაინაში?

არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. ადამიანი ვინც ანგარებით იბრძვის და ამას საზღაურის საფასურად აკეთებს არ არის მეომარი. მე მგონია ვისაც ფული აძლევს მოტივაციას, თუნდაც იმაში რომ შენი ქვეყნის მტერი მოკლა, ასეთი ადამიანი არა მარტო მეომარი არ არის არამედ ის ადამიანების რიგებშიც არ წერია! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთ ადამიანებს ჩვენ გვერდით არაფერი ესაქმება. მთავარი მოტივატორი იდეა უნდა იყოს და არა ფული, ვინც ფულისთვის იბრძვის ასეთი ადამიანი ზიზღს იმსახურებს. ჩვენი ბიჭები აქ უკრაინას და საქართველოს იცავენ!

მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. თქვენი საახალწლო სურვილი რა იქნება?

მინდა ჩვენს საყვარელ ქვეყანას- მთელს საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. საახალწლო სურვილს რაც შეეხება მინდა გამოფხიზლდეს ქვეყანა და ყოველი ქართველი დაფიქრდეს რად უღირს საკუთარი ქვეყანა.

ვულკან ბოგრეშელი განაწყენებულია

რამოდენიმე კვირის წინ ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ კარგად გავრცელდა
ქართველი მგოსნის ვულკან ბოგრეშელის სახალისო ვიდეო მიმართვები.
ამ ყველაფრის ავტორი პოლონეთში მოღვაწე მსახიობი ზურა პირველია

 
მგოსანი ვულკან ბოგრეშელი და მისი მეუღლე

 

 

 

 

 

ჩვენ ზურას აგრეთვე ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და ვთხოვეთ რამოდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა 😉

რატომ ეს სახელი ვულკან ბოგრეშელი? რატო გადაწყვიტე ინტერნეტ სამყაროსთვის ეს როლიშეგეთავაზებინა და გაამართლა თუ არა შენმა ჩანაფიქრმა?
არავითარი წინასწარი ჩანაფიქრი არ ყოფილა: პირველი ლექსი რომ ჩავწერე, იქ ხომ სახელიც არ ერქვა. მერე რომ ვნახე,რომ სასაცილო გამოვიდა, მოვუგონე სახელი, რომელსაც არანაირი ქვეტეკსტი არ ჰქონია – ტიპიური გიჟპოეტასფსევდონიმია. გაამართლა მხოლოდ იმით, რომ ჩემმა მეგობრებმა და მეც ბევრი ვიცინეთ – მეტი მიზანი ამას არც ჰქონია.
ტერმინი გიჟპოეტა რას ნიშნავს? (თქვენთვის არა რასაკვირველია ვულკან ბოგრეშელისთვის)….
ჩემთვის არა, რა თქმა უნდა – ჩემს ცხოვრებაში ლექსი არ დამიწერია
გიჟპოეტა – ადამიანი, რომელიც არ არის მთლად დალაგებული, თავის თავს პოეტად თვლის, რადგან სიტყვებს რითმავსდა წერს სულელურ, ემოციურ ლექსებს (ასეთები ძირითადად პატრიოტულ თემაზე წერენ ხოლმე).
რეალურად ვინ არის ვულკან ბოგრეშელი? თქვენს შესახებ გვიამბეთ 
მე ვარ 47 წლის. მე7-ე წელია ვცხობრობ ფოლონეთში. ვარ მსახიობი. აქ რომ ჩამოვედი, ჯერ ენა ირ ვიცოდი ისე, რომნორმალური როლები მეთამაშა და დავიწყე სიმღერა – საქართველოში არ ვმღეროდი. მქონდა საღამოები, სხვა და სხვაქალაქებში მიწვევდნენ. ახლა უკვე ვთამაშობ დრამატული თეატრის სცენაზეც, მაგრამ საღამოებს ისევ ვაგრძელებ…
გუშინ და დღეს მქონდა ჩემი თეატრის პირველი ქასთინგი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა – ძალიან ნიჭიერიახალგაზრდები მოვიდნენ…
ძალიან კარგი
მე თქვენგან ვიცი რომ ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ ცოტა უსიამოვნება შეგხვდათ
მართალია თუ არა და აპირებს თუ არა ან ვულკან ბოგრეშელი ან მისი მეუღლე ახალი
მიმართვების ჩაწერას?
არა, მიმართვების ჩაწერას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. შეიძლება, როცა ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩდება, რამემხიარული ვიდეო ჩავწერო კიდევ…
რაც შეეხება ლანძგვას, უარქოფითი შეფასება სრულებით არ არის საწყენი, მაგრამ ლანძღვა და გინება ნამდვილად ძნელიგასაძლებია… და კიდევ უფრო გულდასაწყვეტი ის არის, რომ როცა გიჟი ეგონათ ეს ვულკანი, ეუბნებოდნენ, შე გიჟოო!გიჟს თუ ეუბნები, გიჟი ხარო, ეს არაკაცობად მიმაჩნია მე!!!
და ვისაც მართლა პოეტი ვეგონე – შეიძლება ცუდი ლექსის დაწერისთვის აგინო ადამიანს?
ეს, მე მგონი, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ნერვიული მდგომარეობაა, ძალიან ცუდადაა ხალხი და ესყველაზე მეთად მაღელვებს
ერთმა ჯგუფმა (არა ახალგაზრდებმა) ჩემი ცეცხლზე დაწვაც კი მოითხოვეს…
მე ამ ვიდეოებს მხოლოდ ჩემს გვერძე ვდებდი FB და YOU TUBE , სადაც კომენთარები დავბლოკე. სპეციალურადგადაჰქონდათ ჩემი ვიდეოები MYVIDEO.GE და იქ მაგინებდნენ…
ხალხი ხშირად
გეკითხებიან: რა მოწიე ამისთანა, ჩვენც გვასწავლე ასე როგორ ბოლდები და აშ
მოკლედ თქვენს ამ საქციელს ნარკოტიკს უკავშირებენ
მართლა ბოლდები? და
რა აზრის ხარ ნარკოტიკებზე ზოგადად და საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციაზე და დავასრულოთ
შეკითხვაზე, რა მოვწიე ასეთი…
პლანი და მარიხუანა არასოდეს არ მიყვარდა, თუმცა ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდში ჩემი მეგობრების უმეტესობა ბევრს ცელქობდა მარიშასთან (აქ, პოლონეთში ასე ეძახიან).
მე მუდამ ალკოჰოლის თაყვანისმცემელი ვიყავი და თანაც ისეთი, რომ ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი მთლიანად ამოშლილია ჩემი მეხსიერებიდან (კერძოდ კი ის წლები, როცა პოლონეთში დგადმოვედი საცხოვრებლად – აქ მიმკურნალეს, და გამოვედი მდგომარეობიდან – თუმცა ჩემი გადარჩენის იმედიც აღარ იყო).
ამ ვიდეოების ჩაწერის დროს ვეწეოდი მხოლოდ ჩვეულებრივ, მაღაზიაში ნაყიდ სიგარეტს და არც ერთი წვეთი ალკოჰოლი არ მყონდა მიღებული
რაც შეეხება ლეგალიზაციას, მე არ ვიცი, საჭიროა, თუ არა. ეს ალბათ სპეციალისთებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ არა შუა საუკუნეების მორალზე დაყრდნობით, არამედ დღევანდელი რეალური სიტუაციიდან გამომდინარე და დღევანდელი პრობლემების დათვალისწინებით!
ბოლოს რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? :დ
კურიოზები? კი, მქონდა, მაგრამ ასე მოსაყოლად არც სასაცილო იქნება და არც საინტერესო.
ამ სცენებს სრულიად მოუმზადებლად ვწერდი ხოლმე, მხოლოდ, თუ ვულკანს ლექსი ინდა ეთქვა, ლექსს ვიგონებდი დამონიტორზე ვათავსებდი, რომ ჩაწერის დროს წამეკითხა. ამიტომ ჩაწერის დროს იმპროვიზაციები ისეთი სასაცილოგამოდიოდა, რომ ერთ ვიდეოში სიცილი ამიტყდა და იძულებული გავხდი, შემეწყვითა ჩაწერა – ასევე დავდე ის ვიდეო -მერისა და აგამემნონის საუბარი (სცენა ჩაიშალა).
ძალიან კარგი მე წარმატებები მინდა გისრუვო და მხნეობა! შენ რას უსურვებ ჩვენს მკითხველს?

ზურა პირველი

მაყურებელს და მკითხველს სანამ რამეს ვუსურვებდე, ჯერ, თუ შეიძლება ვთხოვ რაღაცას:
მე ამ ვიდეოებით არავის გაბრაზება არ მინდოდა, მხოლოდ ჩემი მეგობრების გასართობად ვიხუმრე და ჩემგანდამოუკიდებელი მიზეზების გამო გავრცელდა მთელს ინტერნეტ სივრცეში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუგამიბრაზდებით და ნუ გამლანძღავთ!
…და გისურვებთ სიმშვიდეს საქართველოში, არა შიმშილს, არა სიცივეს, არა აგრესიას…. და ბევრ ნიჭიერ ადამიანს (ესპრიმციპში არასოდეს აკლდა საქართველოს).
ჩვენ იმ იმედით რომ ვულკან ბოგრეშელი დაბრუნდება გთავაზობთ ერთ ერთ გამორჩეულ ლექსს მისი შემოქმედებიდან :დ ზურას კი წარმატებებს და მხნეობას ვუსურვებთ

სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო