Posts Tagged 'ვიდეოპრისტავკა'

ხვამლობა-დღესასწაული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე (ვიდეო)

IMG_1382GGG IMG_1448 IMG_1451 IMG_1464 IMG_1499 IMG_1542 IMG_1545 IMG_1584 IMG_1650
sadgegrdzelo venaxi xedi

ლეჩხუმში სახალხო–რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღდგომის შემდეგ იმართება.  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 2200 მეტრის სიმაღლეზე მოსალოცად იკრიბება. თქმულების მიხედვით,  ხვამლის მთაზე, სადაც კელიის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი, 2000  ბერი ცხოვრობდა.  ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ წირვა–ლოცვა აღავლინა და გარდაცვლილი ბერების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ვიდეო დღესასწაულის შესახებ მომზადდა. სასიამოვნო ყურებას და მალე ამ მშვენიერი ადგილების მონახულებას გისურვებთ 🙂

IMG_1695

Advertisements

ოტია იოსელიანის რჩევა მთავრობებს (ვიდეო)

“მთავრობა უნდა იყოს ხალხის ყურის მგდებელი და არა დამკანონებელი“- ნაწყვეტი ცნობილი ქართველი მწერლის ინტერვიუდან

ყველა ბავშვი ყველას ბავშვია!

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ქუთაისში

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტუდენტური გაერთიანება იმპულსი 91 ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია. მოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ვიდეო მასალას.

ცეკვა შალახო მაშას და დათვის შესრულებით (ვიდეო)

რაღაც მიზეზების გამო, ჩემი შვილი მოხვდა იმ საერთო გაუგებრობაში,  რასაც მაშა და დათვი ქვია. 🙂

საქმე იმაშია, რომ მას ქაში ეს ფაფა, სწორედ მაშას გამო შეუყვარდა,

მაშასავით დარბის და იცინის 🙂

დათვივით დაბაჯბაჯებს და იძინებს 🙂

მოკლედ უყვარს ეს ანიმაცია.

მეც გადავწყვიტე მისი გული გამეხარებინა და მთაწმინდის (ბომბორა) პარკში წავიყვანე.

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… აჰა პუბლიკავ ვიდეო ზედმეტი შესავლებისა და შარდის ბუშტივით გაბერილი სიტყვების სანაცვლოდ 🙂

😦

 

პუტჩისტის დაკითხვა-დღემდე უცნობი კადრები :დ

ეს ვიდეო გადაღებულია მაშინ როცა ჩვენი დროშა იყო ეს ჩვენი მიზანი იყო ეს

და ჩვენ ვიყავით ესენი

ქუთაისელმა მუსიკოსებმა მეზობლები გადათვალეს

სულ რამოდენიმე წუთის წინ საქვეყნოდ აღიარებულ ვიდეო პრისტავკაზე -უითუბზე გამოჩნდა ქუთაისური ბოი ბენდის „ოჩოს ქოხის“ ახალი კლიპი სადაც მუსიკოსები საკუთარ მეზობლებს გადათვლით ემუქრებიან. 

თუ რა შედეგით დამთავრდა ეს პროცესი სხვა პოსტებიდან შემოგთავაზებთ ამჯერად კი წარმოგიდგენთ კლიპს, ჯგუფს- წარმატებას და მარადიულ სიცოხლესთან ერთად მომავლის იმედს ვუსურვებთ.

ეხლა კი გადაყარეთ პოპკორნები აიღეთ კარგი შხვართალა ყანწები და წავიდააააააააა

ტაში კუკურაააააააააა 🙂

 

მცირედი ექსკლიუზივი ჩემგან :დ


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო