Posts Tagged 'ვაშლოვანი'

რატომ უნდა მიენიჭოს სტივ ჯობსის სახელი ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალს?

არც ისე დიდი ხნის წინ საქვეყნოდ აღიარებულ სოციალურ ქსელში გაკეთდა ფეიჯი „ვაშლოვანის ნაკრძალს ეწოდოს სტივ ჯობსის სახელი“, აღნიშნულ იდეას უკვე საკმაო გამოხმაურება და მომხრეები ჰყავს. ვის მოაფიქრდა რატომ საიდან რისთვის იხილავთ ამ პოსტში 🙂 (გთავაზობთ პოსტს რომელიც განთავსებული იყო ტაბულას თავისუფალ ბლოგზე )

იდეის ავტორი გახლავთ ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი, ფართიმეიქერი და უბრალოდ მაღალი კაცი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი დეტალებში გასარკვევად თავად ბატონ ალექსანდრეს შევეხმიანე:

Lasha Meskhi მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, გვაინტერესებს სად მოგაფიქრდათ ვაშლოვანის ნაკრძალისთვის სტივ ჯობსის სახელის მინიჭება?

Alexander Bagration-Davidoff გამარჯობა ბრატ. ვნახე რა, ჩემი მეგობრის ფოტო “ვაშლოვანი” მივხვდი, რომ ვაშლოვანის ნაკრძალისთვის აუცილებლად უნდა მიგვენიჭებინა სტივ ჯობსის სახელი. მოგეხსენებათ, რომ ეფლსა ანგლიურად ვაშლსა ეტყვიან (სულხან-საბა)

Lasha Meskhi ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით რამდენად შეუწყობს ხელს ეს ფაქტი ტურისტების მოზიდვას ვაშლოვანის ნაკრძალში?

Alexander Bagration-Davidoff თუ ნაკრძალია კარგად შეიფუთება მარკეტინგულად ტურისტების რაოდენობა გაასმაგდება. Lasha Meskhi დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე და ბოლოს კიდევ თუ გაქვთ რაიმე იდეა რომ გაგვიმხილოთ საიდუმლოდ

Alexander Bagration-Davidoff მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ მოხერხდება მინდა რომ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ფესტივალი მეორე სიცოცხლე ჩავატაროთ.

Lasha Meskhi საუბარია second life ფესტივალზე? ისე კარგად ჟღერს სეკონდ ლაიფ ფესტ ჭორვილა :)))))))

Alexander Bagration-Davidoff არანაირი ჭორვილა მე ვსაუბრობ თბილისზე

Lasha Meskhi ძალიან კარგი, ბოლოს რას ეტყვით ტაბულას ბლოგის მკითხველებს …

Alexander Bagration-Davidoff მე თქვენ ძალიან მიყვარხართ *

ასოცირდება თუ არა ქეთოს მოტაცების გარდა ვაშლოვანი apple-ს გამყდველ სტივ ჯობსთან? და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ კრიატიულობასთან გათანაბრებულმა იდეამ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 🙂

Advertisements

სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო