Posts Tagged 'ეკლესია'

კატო მიქელაძის პრემია მხატვარ ლია უკლებას გადაეცა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა კატო მიქელაძის პრემიის 2015 წლის გამარჯვებული. ჯილდო მხატვარ ლია უკლებას გადაეცა. ლია უკლება თანამოაზრეებთან ერთად უკვე წლებია ქალების უფლებებს იცავს. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდგარი გამოფენის შემდეგ საჯარო განხილვის თემად იქცა მისი ნახატი, რომელზეც ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელშია გამოსახული. მხატვარი ლია უკლება არის რამდენიმე პესონალური გამოფენის ავტორი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

 

კატო მიქელაძის პრემია გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველს, რომელიც ნომინირებული იქნება ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამების გრანტის მიმღებთა შორის და გამოვლენილი ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათაუმრავლესობით.

ბლოგი ულოცავს ლია უკლებას გამარჯვებას, ჩვენ მხატვარს მომავალ წარმატებებსა და უსაფრთხოებას ვუსურვებთ.

Advertisements

გამოკითხულთა უმრავლესობა პატრიარქის ინიციატივას მხარს არ უჭერს

პატრიარქის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ონლაინ სოციალური გამოკითხვა მიმდინარეობდა . ამ წუთის მდგომარეობით გამოკითხვაში 1216-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეკითხვაზე „უნდა ჰქონდეს თუ არა პარტრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება“ გამოკითხულთა 35%-მა (431 ადამიანი) დადებით პასუხი გასცა, ხოლო 65% (785 ადამიანი) ფიქრობს, რომ პატრიარქს აღნიშნული უფლება არ უნდა ჰქონდეს. ხმის მიცემა გრძელდება. საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე:

705073827

http://www.poll-maker.com/poll505581x48784FbE-21

შედეგები:

gaaaaaaaaa

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი – “ჩემი მძევალი ანგელოზები” ნახა. პატრიარქის ინიციატივაზე განცხადება გააკეთეს სასჯელაღსრულების მინისტრმა და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

 

უნდა ჰქონდეს თუ არა პატრიარქს შეწყალების უფლება? (ხალხის აზრი)

ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები, – ილია მეორე ახალ ინიციატივაზე საუბრობს.
უწმინდესის განცხადებით, ის საკითხზე პრემიერმინისტრს უკვე ესაუბრა. რუსთაველის თეატრში მყოფმა ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ჯვარი საჩუქრად გადასცა. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს კი ხატი უსახსოვრა.

cms-image-000036380
ეს განცხადება რუსთაველის თეატრში გაკეთდა, სადაც, მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით, სპექტაკლი გაიმართა.
წარმოდგენას, უწმინდესთან ერთად პრემიერმინისტრი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დააჭირეთ აქ

და დააფიქსირეთ თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო