Posts Tagged 'ევროკავშირი'

„დღესაც 1921 წლის თებერვლის მსგავსი მდგომარეობაა“

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე საგრძნობლად მომრავდა ეწ, „ეროვნული“ , „ქართველობის“ დამცველი ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები და პირები. მახვილ თვალს არ გამორჩებოდა მათი გამიზნული საქციელი. სწორედ ამიტომ მეც ჩემის მხრივ გამიზნულად ვქმნი ახალ რუბრიკას ჩემს ბლოგზე, რომელსაც მარტივად : „ბლიცი საქმეზე“ ერქმევა. ამ რუბრიკაში ბევ საინტერესო ადამიანს იხილავთ, რომლებიც მოჭარბებულ რუსულ, ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პროპაგანდას ჩემთან ერთად შეერკინებიან.

მაშ ასე

დღევანდელ დღეს 25 თებერვალს, ამ უმძიმეს დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სულისჩამდგმელი ირაკლი ხვადაგიანია.

  • სალამი ირაკლი. ვიცი რომ ძალიან დიდია შენი გამოცდილება საბჭოთა მწარე მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. რისი სიმბოლოა პირადად შენთვის დღევანდელი დღე?

25 თებერვალის გლოვის და მარცხის სიმბოლოდ იქცა 2 მიზეზის გამო – 25ში ქართულმა არმიამ დატოვა თბილისი და ის საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა; დედაქალაქის დაცემა სერიოზული ტრავმა გახდა მაშინდელი მოქალაქეებისათვის და შეიარაღებული ძალების დემორალიზაციას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა ბრძოლა 1921 წლის 17 მარტამდე გრძელდებოდა და ცეცხლი დროებით შეწყდა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, რეალურად ოკუპაციის დასრულების თარიღი 1921 წლის 17 მარტია. მაგრამ 1922 წელს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო და არალეგიტიმური საბჭოების არჩევნები ჩაატარა, რომელიც რეალურად ისევ საოკუპაციო წითელმა არმიამ აირჩია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა (კომპარტიის წევრების და მომხრეების გარდა, რომელთა რიცხვი ძალიან მცირე იყო) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. “არჩეულმა” საბჭოთა საქართველოს ახალმა მთავრობამ 1922 წლის მაისში აკრძალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნა და გამოაცხადა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის დღე 25 თებერვალია. ამის შემდეგ მუდმივად აღინიშნებოდა ეს თარიღი, რაც დღეისათვის, ჩემთვის პირადად არის სიმბოლო საბჭოთა ოკუპაციის ძალადობის და ცინზმის, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტოტალურად აყალბებდა წარსულს.

  • იუნკრების გმირობის შესაძლო ამსახველი ფოტო გაავრცელა თქვენმა ორგანიზაციამ, გვაქვს თუ არა ავადსახსენებელი თებერვლის რაიმე ისტორიული ფოტო ან აქამდე ასე თუ ისე უცნობი გმირობის ფაქტი?
  • 10995480_793734120680608_7825320523778759733_n

1921 წლის ომის ამსახველი ვიზუალური დოკუმენტაცია ძალზე მწირია; არსებობს რამდენიმე ფოტო ეროვნულ არქივში, თუმცა ნაწილი შესაძლოა უფრო ადრე იყოს გადაღებული. მაგრამ არსებობს კინო-ქრონიკის ფრაგმენტები, სადაც ჩანს თბილისის დაცვის სამზადისი, მობილიზაცია, საარტილერიო დუელი კოჯორთან, ჩვენი არმიის პოზიციები სოღანლუღთან და ორხევის სექტორში. დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ როგორც სახელმწიფო ასევე მოქალაქეები დიდად ზრუნავდნენ მოვლენების ფირზე აღბეჭდვას, თუმცა ეს დოკუმენტები საბჭოთა რეჟიმის ყოველდღიურობაში გამიზნულად თუ დაუდევრობით დაიფანტა; დიდი ალბათობით მრავალი უნიკალური დოკუმენტი ჯერ კიდევ ინახება ოჯახებში, რომელთა წინაპრებიც ამ ომში იყვნენ ჩართული.

  • 11 არმიამ „გაანთავსიფულმა“ ეს იყო საზეომო დღე წლების მანძილზე, ამ მიმართულების პრობლემები დღესაც არის. რა უნდა დავუპურისპიროთ და რა მომქმედი ნორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ ისტორიის სწორი შესწავლით მიმართულებით?

25 თებერვლის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დღეს აღარ არსებობს კითხვები, და მისი რეალური მნიშვნეობის შესახებ შეიძლება ითქვას რომ საყოველთაო კონსენსუსია; მაგრამ ზოგადად პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის წლებთან დაკავშირებით რეალური, ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი ცოდნის შესაქმნელად ხანგრძლივი და პროფესიონალური კვლევებია საჭირო, ასევე ამ კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდება.

  • იყო თუ არა შეცდომა მაშინდელი მთავრობის მიერ ნეტრალიტეტის მიღება? რა შეცომები დაუშვა მაშინდელმა მმართველმა ძალამ?

მთავრობის შეცდომებიც, მითების სფეროს მიეკუთვნება დღეისათვის – ფრთიანი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, შეცდომას ის არ უშვებს, ვინცა არაფერს აკეთებს. ანალოგიურად, ამ კითხვაზე დასაბუტებული პაუსხისათვის ძალზე დეტალური და მონუმენტური კვლევაა საჭირო. ჩემი პირადი დასკვნითა და მოსაზრებით, მარცხის მიზეზი ძალზე მარტივია – საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა განწყობების გამო, ჩვენ მარტო დავრჩით რამდენჯერმე ძლიერი აგრესორის წინააღმდეგ, და 4 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ომებში ჩაბმულმა ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უკანასკნელი რესურსები ამოწურა, მაგრამ ვერ შეაკავა მასზე ბევრად ძლიერი აგრესორების – საბჭოთა რუსეთის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აგრესია. თუმცა მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ შეძლო, ოკუპაციის ფაქტის დადასტურება საერთაშორისო არენაზე და დამოუკიდებლობის იურიდიული შენარჩუნება ათწლეულების განმავლობაში, რამდენადაც მათ არასოდეს დაუდასტურებიათ რაიმე ფორმით, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კანონიერება და არ მოუხსნიათ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობის სტატუსი.

ნეიტრალიტეტი იყო მხოლოდ დეკლარაცია დამოუკიდებლობის გამოცხადებისას 1918 წლის 26 მაისს; ფაქტობრივად საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად საქართველო მუდმივად შედიოდა ალიანსში საერთაშორისო მოთამაშეებთან.

1527127_10201457972273649_1996821998_n

  • ჩერჩილმა გაიხსენა ერთ ერთ დისკუსიაში ბოლშევიზმი თავის დროზე უნდა აღმოგვეგვაო., რამნდენად ადექვატური იყო ევროპის რეაქცია, როცა ბოლშევიმთან პირისპირ დაგვტოვა?

დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებს შორის არ იყო სრულფასოვანი თანხმობა, არც საქართველოს და კავკასიის ერთპიროვნულად საბჭოთა რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებაში, მაგრამ არც ქმედითი ღონისძებების სურვილი და პარქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად – მაქისმალური მიღწევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს რესპუბლიკის იურიდიული აღიარება გახდა; ამის პარალელურად კი მზადდებოდა თანამშრომლობის პაკეტები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა დატოვა კავკასია და საქართველო და დაცვის სამხედრო გარანტორობა არავინ აიღო საკუთარ თავზე რეალურად, რამაც გზა გაუხსნა საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიას. პირველი მსოფლიო ომის შედეგებით დასუსტებული ევროპული სახელმწიფოები რაციონალურად ხედავდნენ საკითხს – არ რისკავდნენ რესურსის დაბანდებას რთულ რეგიონში და ცდილობდნენ ურთიერთობის დაწყებისათვის ნიადაგის შექმნას საბჭოთა რუსეთთან, რამდენადაც ბოლშევიკური რეჟიმის დამხობის ილუზია გაქრა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკა საჭიროებდა საბჭოთა რუსეთის მიერ კონტროლირებად რესურსების ხელმისაწვდომობას.

  • დღეს რა პრობლემებია ამ კუთხით? იმ დროს როცა სახელმწიფოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და რუსული პროპაგანდა დღითიდღე ფეხს იკიდებს?

დღეს გარკვეულწილად მსგავსი მდგომარეობაა – რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს კავკასიის რეგიონს და მუდმივად იყენებს, როგორც სამხედრო მუქარას, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს, ამ რეგიონის საერთაშორისო იზოლაციისა და კონტროლის მაქსიმუმამდე მისაყვანად.

დიდი მადლობა ირაკლის საინტერესო ინტერვიუსთვის.

იმედი გვაქვს ირაკლის ნაწინასწარმეტყველები „21 წლის ანალოგიური მდგომარეობა“ ჩვენთვის დადებითად დასრულდება. დასასრულს კი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომლითაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა კურსანტებს ბოლოჯერ მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

7kjei

Advertisements

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ექსპრესი ბედიანში

BeFunky_null_1.jpg

ბედიანი-ეს ადგილი არის ტოლერანტობის ქართული მაგალითი. 10 წლეულების მანძილზე აქ ერთად ცხვორობენ: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, რუსები და პოლონელები.

BeFunky_IMG_9948.jpg
BeFunky_null_5.jpg

ისტორიულ წარსულში ამ ადგილას სამონასტრო კომპლექსები არსებობდა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გაუქმდა მონასტერი და 50 იან წლებამდე ტერიტორია დაუსახლებელი და უფუნქციო იყო.  პირველი დასახლებები ხრამჰესის მუშებისგან შედგება, შემდეგ ივრცობა და ყალიბდებდა დაბის ტიპის დასახლება. ქუჩებით, გასართობი კლუბით, სკოლით (200 მოსწავლეზე), გამგეობის შენობით და გასართობი პარკით. 1963 წელს ბედიანის ტერიტორაზე ფუნქციონირება დაიწყო რესპუბლიკურმა ფსიქონერვოლოგიურ საავადმყოფომ. საავადმყოფო გათვლილი იყო 800 ავადმყოფზე. 


BeFunky_IMG_9939.jpgBeFunky_IMG_9941.jpg

გამორჩეულად ლამაზი ბუნება და სიმწვანე. მართლაც კარგი ბედი უნდა გქონდეს რომ ასეთ გარემოში ცხოვრობდე და ყოველ დღე აქაურობით ტკბებოდე. მართალია! ჯანსაღი ბუნება რომ ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ნიჭიერი და სხარტი გონების ბავშვები დახვდნენ სკოლაში სადაც სულ 35 ბავშვი სწავლობს.

„კლასში 3-4 ბავშვი ვართ, ეს ძალიან კარგია, ერთმანეთი უფრო გვიყვარს და სწავლაც გვიადვილდება“- მითხრა მეშვიდე კლასის მოსწავლე აშოტმა.

აშოტი, ელბრუსი, დათუნდა, იოანნა დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ მეგობრობასა და ურთიერთ სიყვარულში ხელს ვერაფერი უშლით.

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ექსპრესის გამოჩენამ გამოაცოცხლა სოფელი. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ საინფორმაციო შეხვედრაში. ასოცირების ხელშეკრულებაზე,  აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ევროკავშირის სტრუქტურაზე ისინი უკვე დამაჯერებლად და თამამად საუბრობენ.

BeFunky_IMG_9946.jpg

საინტერესო შეხვედრის შემდეგ ბედიანის მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სახლები მოვინახულეთ. ეს ძლიერი ბიჭები და გოგონები ყველაზე მთავარს დამოუკიდებლობას, წესრიგს და სიკეთეს უკვე თავიდან ფეხებამდე არიან შერწმულნი.

ზვიად ხაფავა 2012 წლის იმედის გმირი გახდა, ზუსტად იმიტომ რომ ფაქტიურად მკვდარ სოფელს ამ ხალასი და საინტერესო ბავშვების მეშვეობით გადაუსხა ახალი, ჯანმრთელი სისხლი.

პატარებისთვის მასწავლებელი, დიდებისთვის კი გამგებელი- ზვიადი, მუხლჩაუხრელად შრომობს ბავშვებისთვის ყველანაირი პირობის შესაქმნელად.

ვფიქრობ ევროკავშირის საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ჩემი მეგობრების მიერ იყო ორგანიზებული ზუსტად ამგვარი, პირად ინიციატივაზე და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სოფლებისთვისაა განკუთვნილი, რადგანაც ძლიერი სოფლის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ გამოვა.

მადლობა ბედიანს.

BeFunky_Chromatic_1.jpg

 

 

 

პირიდან სისხლი გწვეთავთ ვიქტორ ფიოდორის ძევ

უკაცრიელი ქუჩის კიდეს მივუყვები. დილაა. ირგვლივ სიმშვიდე. თებერვალია. აქა იქ ჩიტების ერთმანეთთან გამოლაპარაკების ხმა ისმის. აზრებს ვვარცხნი თავში. პირში რატომღაც სისხლის გემო მაქვს.  

81 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ადამიანები ერთმანეთს არ ჭამენ. 50 000 სოფლის თავზე დროშები დიდი ხანია აფერადდა. მხოლოდ 1 ფრიად საგულისხმო დეტალი-დედაქალაქში ტექნიკური მარილივით მოყრილი გვამები… 

 

რა ღირს ადამიანის სიცოცხლე?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ადამიანის ხორცი გიყვართ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

საკუთარი დედა ან და მოგიხარშავთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

საბჭოთა რეფორმამ თქვენი წინაპრების 4 000 000 იმსხვერპლა. თქვენ მათ მიერ სასათბურე პირობებში გამოყვანილი კიევური კატლეტი ხარ? რომელსაც მხოლოდ ჭამენ ის კი სიამოვნებისგან მონარიჯისფრო იერს იღებს და ცხიმიანად იღიმება…დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

აზროვნება არსებობის მოსპობით გინდათ გაანადგუროთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

რას გრძნობდით როცა ხელტიტველა გოგო ბიჭებს თქვენი ქოფაკები ცხელ ტყვიებს უშენდნენ სიცივით გაჟრუებულ სხეულში?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

მედდებს და ექიმებს თუ მოკლავთ უფრო გაძღებით სისხლით?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

სისხლი გეგემრიელებათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

20 თებერვალს რომ გლოვის დღე გამოაცდახეთ ქვა აღმართში არ მოგეწიათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ბავშვობაში ხშირად ჩაგისვრიათ? (ახლა ისედაც ვხედავთ)

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ბოლოს როდის ილოცეთ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

ძილი გჭირდებათ. არა?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!

და ბოლოს.

პუტინი გინდათ?

დიახ მე თქვენ გეკითხებით ვიქტორ ფიოდორის ძევ. თქვე ჩემის 48,95%-ო!…

 

 


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო