Posts Tagged 'ბლიცი საქმეზე'

„რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი – ერთი დიდი მითია“

გრძელდება ჩემი ბლოგის ახალი რუბრიკა „ბლიცი საქმეზე“
დღეს საქმეზე სასაუბროდ რუბრიკის სტუმარია ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე:

ჩვენი ბლიც ინტერვიუს პირველი შეკითხვა ასეთია: თქვენი აზრით რაშია საქართველოს ეკონომიკური წარმატების საიდუმლო საიდუმლო? და ხელისულება რამდენად ადექვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს?

  • საქართველოში ეკონომიკური საქმიანობაში წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორი ეკონომიკური თავისუფლებაა. ეს ნიშნავს მთავრობის ჩაურევლობას საქმიან და პირად ურთიერთობებში, მცირე სამთავრობო ხარჯებს, მართლწესრიგს.

2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენდა 2,8 %. რამდენად საკმარისია ზრდის ეს ტემპი და ტენდენცია? ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მხოლოდ ასეთი დაბალი მაჩვენებელებით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე?

  • ორნიშნაზე ნაკლები ზრდა ნიშნავს, რომ საქართველო ვერასოდეს დაეწევა ევროპის კავშირის ყველაზე დაბალგანვითარებული წევრებს. ეს კაპიტულაციაა. პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ კოალიციას და მის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას. ვინც არ უნდა იყოს, თუ ორნიშნაზე დაბალ ზრდას გვთავაზობს უნდა დავითხოვოთ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ქირაობს. შესაბამისად, მისი დათხოვნაც მასზეა.

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე კარგი ზრდა გვაქვსო? რამდენად ადექვატურია მსგავსი შეფასება?

  • ის რომ მეზობელი შენზე უარესადაა, გამართლებად არ გამოდგება. პოლიტიკის შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია, აუცილებელია და სასიცოცხლოდ გარდაუვალი. ეკონომიკური თავისუფლება – არ რას უნდა ვესწრაფოდეთ.

ბოლო მონაცემებით ახალ დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის -18%, ანუ ადამიანები ბიზნესის დაწყებისგან თავს იკავებენ. რაშია ამ პრობლემის მოგვარების გასაღები?

  • საწარმოთა რიცხვი უსასრულოდ ვერ გაიზრდება. მთავარია ვინ მუშაობს ქმნიდეს ღირებულებას. სწორედ აქაა დიდი პრობლემა – 8% ზრდა აჩვენებს რომ საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის.

150813074348-putin-banned-food-780x439

მინდა გკითხოთ რუსულ ბაზარზეც. დღესდღეობით მოქმედი რუსული პროპაგანდის მთავარ „არგუმენტად“ რუსული ბაზარი და იქ ვაშლისა და ღვინის გაყიდვა სახელდება. რამდენად რეალურია ვარაუდი,იმის შესახებ , რომ საერთაშორისო საქნციებითა და თავადაც უამრავი პრობლემის გამო დაზარალებული რუსეთი იყოს ქართული ეკონომიკის „მხსნელი?“

  • რუსული ბაზარი არის სრულიად ხელოვნური მითი და რაც ნაკლებად დაუჯერებენ ამას, მით უკეთესი. მითუმეტეს არ ღირს მისი პოლიტიზირება და რამზე დახურდავება. რუსეთზე ორიენტირებული წარმოება იყო და იქნება უხარისხობასთან, ფალსიფიცირებასთან და კორუფციასთან ასოცირებული. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გავიდეთ.
  • peaches_and_nectarines

ბოლოს კითხვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას შეეხება. რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ხელშეკრულება ბიზნესისთვის. რამდენად მზადაა იგივე ქართული საწარმოები აისო სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის? რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ევროპულ ბაზარს?

11070090_10155348682135716_5777339973885318363_n

  • თავისუფალი ვაჭრობისთვის კარი გაიხსნა და თანდათან გამოიკვეთება თუ ვის რა შეუძლია. მოგების მიღების შესაძლებლობა ყველანაირი სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნის. ბევრი ისეთი დარგიც განვითარდება, რომელიც ახლა არ არსებობს და ან ნაკლებადაა განვითარებული. ვითარება სწრაფად შეიცვლება, თუკი ეკონომიკური თავისუფლების სხვა კომპონენტების გაუმჯობესება მოხერხდება.

დიდი მადლობა J

Advertisements

„საწარმომ მეშახტეები მოატყუა, სახელმწიფო კი პოსტსაბჭოთა ტყვეობებში იმყოფება“

დღეს ქვეყნის ყველაზე მსხვილი არტერია ტყიბულზე გადის. სწორედ ტყიბულის მეშახტეების და ზოგადად დასაქმებულთა უფლებათა დარღვევებზე ვისაუბრებ დღეს ჩემი ბლოგის ახალი რუბრიკაში. „ბლიცი საქმეზე“ დღეს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძეს მასპინძლობს.miners-PA

1) მოგესალმებით ლევან,ვიცი რომ დიდი ხანია დასაქმებულთა პრობლემებს იკვლევ. დღეს ძალიან აქტუალურია ტყიბულელი მეშახტეების პრობლემები. რეალურად რა ხდება ტყიბულში? ამ შემთხვევაში რა კონრეტულ დარღვევებთან გვაქვს საქმე დამსაქმებლის მხრიდან?
ტყიბულშიც და საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებშიც ერთმანეთის მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე. მეწარმეებს, საწარმოს მფლობელებს არავინ აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად თვითნებურად მოქმედებენ, ითვალისწინებენ მხოლოდ საკუთარ კომერციულ ინტერესებს და არაფრად აგდებენ მუშათა მოთხოვნებს.
2011 წელს ტყიბულის ყველა შახტა გაიფიცა. რამდენიმე კვირის შემდეგ გაფიცულებთან მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმება სამ ძირითად პუნქტს აერთიანებდა. კერძოდ:
1. საწარმომ საკუთარ თავზე აიღო მუშათა ხელფასების ყოველწლიური ინდექსაციის ვალდებულება (ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.).
2. საქნახშირმა დადო პირობა იმისა, რომ 2011 წლის მარტში მუშებთან კოლექტიურ ხელშეკრულებას გააფორმებდა. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულების გარდა მუშათა მთელ კოლექტივთან გაფორმებული ხელშეკრულებები დასაქმებულთა უკეთ დაცვის მექანიზმს ქმნიან და აწესებენ საერთო, მაღალ სტანდარტებს შრომის ყველა საფეხურზე.
3. საწარმოს წარმომადგენლებისა და მუშების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბებულიყო უსაფრთხოების სისტემებისა და შრომის დაცვის ერთობლივი ორმხრივი საბჭო, რომელიც დაეფუძნებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2001 წლის სტანდარტს. მაშასადამე, საწარმოში იარსებებდა შრომის უსაფრთხოების პირობებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი, მუშებისთვის სანდო ორგანო, რომელიც შეეცდებოდა საწარმოში არსებული სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების აღმოფხვრას.
საწარმომ ხუთი წლის განმავლობაში სამიდან არცერთი ძირითადი ვალდებულება არ შეასრულა. საწარმომ საკუთარი პირობები დაარღვია, მოატყუა მეშახტეები. სახელმწიფოს მხრიდან კი არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომელიც მუშებს მეწარმეთა მანიპულაციისგან დაიცავდა და საწარმოს ვალდებულებების შესრულებას აიძულებდა.
2) აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ადმინისტრაციული შენობის დაკავება. შენი შეფასება როგორია ამ მიმართულებით? გამოიღებს კი შედეგს აგრესიული პროტესტის ეს ფორმა?
მედიის რიგმა საშუალებებმა ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხეს. არაფერი განსაკუთრებული ადმინისტრაციულ შენობაში არ მომხდარა. დასაქმებულები შევიდნენ თავიანთი საწარმოს ბიუროში. ისინი ხმაურიანად მოქმედებდნენ, მაგრამ არაფერი გაუფუჭებიათ და არაფერი დაუნგრევიათ. ჩვენ მეზობელ თურქეთშიც კი გაფიცული მუშები გაცილებით აგრესიულნი არიან და სამართლიანი მოთხოვნის შემთხვევაში მათ აგრესიასაც კი საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს. უბრალოდ, „საქნახშირის“ წარმომადგენლებსა და არაპროფესიონალ ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ მუშამ ვერაფერი ვერ უნდა გაბედოს, მუშა ხმას არ უნდა იღებდეს და უსიტყოდ ემორჩილებოდეს დაცვის თანამშრომელთა ბრძანებებს. დასაქმებულთა თავისუფალი მოქმედება და ადმინისტრაციის შენობაში შესვლა იყო შოკი საწარმოს ხელმძღვანელობისათვის, ისინი არ მოელოდნენ ამგვარ სამოქალაქო სიმამაცეს ტყიბულელთა მხრიდან. შენობის დროებით დაკავებამ შედეგი გამოიღო. აღნიშნული აქტის შემდეგ საზოგადოების ყურადღება ტყიბულის მიმართ გაორკეცდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაორდინარული ქმედებები კაპიტალისტთა და მედიის წარმომადგენელთა გამოსაფხიზლებლად შესანიშნავი და გამართლებული მეთოდია. მთავარია ქმედებებმა ძალადობრივი შინაარსი არ შეიძინონ.
3) რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ცოტა სახიფათო ხომ არ უკვე დაზეპირებული სიტყვები `ეს ორ სუბიექტს შორის დავაა~… ?
ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა კომპლექსების ტყვეობაში იმყოფება. ჩვენი სახელმწიფოსათვის მსხვილ კერძო საკუთრებას საკრალური, ლამის რელიგიური მნიშვნელობა აქვს შეძენილი. პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფიქრობს, რომ მესაკუთრეს თითქმის ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს და მას მთავრობამ არაფერში უნდა შეუშალოს ხელი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე განუზომელი გავლენა აქვთ ქართული ეკონომიკის მონოპოლისტებს, რომლებიც დამსაქმებელთა დაცვის კანონმდებლობის შემუშავებას მიზანმიმართულად და წარმატებულად აფერხებენ. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიად შენიღბული მდიდართა მმართველობის, პლუტოკრატიის პირობებში. მთავრობა ბიზნესის ფეტიშსა და დიქტატს ემორჩილება. შესაბამისად, მათ სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმ მიმართულებისა, რომ გაექცნენ პროცესებში ჩარევის პასუხისმგებლობას და მუდმივად მიანიშნონ „ორ სუბიექტს შორის დავაზე“. თუ კარგად დააკვირდებიან, ორ სუბიექტს შორის დავა ერთეული, მარგინალური შემთხვევა არ გახლავთ. ანალოგიური დავები მიმდინარეობს ჭიათურაშიც, კაზრეთშიც, ზესტაფონშიც და საქართველოს რკინიგზაშიც. შესაბამისად, არავის სჯერა იმისა, რომ ტყიბულში გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს შრომის პოლიტიკა მარცხს განიცდის ქვეყნის ყველა რეგიონში. სახელმწიფომ ამ პოლიტიკის შეცვლაზე, მიდგომებისა და კანონმდებლობების შეცვლაზე უნდა იფიქროს. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ დაჩაგრული ადამიანების დახმარება, შრომით დავებში ჩარევა ერესი და მკრეხელობა არ არის.

1011269_723879284311661_873453780_n
4) საზოგადოებას რა როლი ენიჭება ამ და მსგავს სიტუაციებში? რაშია პროტესტის წარმატების რეცეპტი?
სამყაროს ისტორიაში არსებობს პროტესტის წარმატების ერთადერთი რეცეპტი – სოლიდარობა. არ შეიძლება, რომ ტყიბულელი მეშახტეები მარტო აპროტესტებდნენ თავიანთ გასაჭირს. ტყიბულის გაფიცვის მიმართ თანაგრძნობას უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ყველა ჩაგრული ჯგუფი. დაჩაგრულები კი ჩვენთან ბევრნი არიან, მაგალითად უმუშევრები, უხარისხო და ძვირი განათლების სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტები, ორმაგად დისკრიმინირებული ქალები, გარიყული შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები, ქვეყნის გარეთ გაქცეული ემიგრანტები და ა.შ. სასიხარულოდ, ყველა ჩაგრული ჯგუფი გამოხატავს თავის სოლიდარობას. ჯერ-ჯერობით პასიურად, მაგრამ მაინც გამოხატავს თავის მხარდაჭერას ტყიბულელი მეშახტეების მიმართ.
5) და ბოლოს მინდა გკითხოთ რეალურად რა იწვევს ამ და მსგავს პრობლემებს? არის თუ არა გამოსავალი შრომის ინსპექციის შექმნა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი ინსიტუტი მოქმედი იყოს ?
შრომითი დავების გადაწყვეტისათვის სახელმწიფო მუშას მხოლოდ ორ მექანიზმს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მედიაციის ინსტიტუტი. გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე, მედიატორები ჩადიან შესაბამის საწარმოებში და ცდილობენ ერთ მაგიდასთან ყველა მხარის თავმოყრას. ისინი მოლაპარაკებების წარმართვას უწყობენ ხელს, ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ისინი ჩვეულებრივი, უუფლებო, გავლენის არმქონე მოდერატორები, დისკუსიის წამყვანები არიან. მათ პროცესებში აქტიური ჩარევის უფლება არ აქვთ. მედიაციის ინსტიტუტი მეწარმის ხელში ერთგვარი ინსტრუმენტიცაა, რომლის გამოყენებითაც კაპიტალისტი სახელმწიფოს სახელით მუშებს აშოშმინებს. გვაქვს წარმატებული მედიაციის შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულებულა და საგულისხმო ხელშეკრულებები გაფორმებულა. თუმცა, აქ ვაწყდებით კიდევ ერთ მთავარ პრობლემას. არ არსებობს შეთანხმებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ორგანოები. შესაბამისად, ხშირად წარმატებული მოლაპარაკებების შედეგები მხოლოდ ქაღალდზე რჩება. გაფიცვის დასრულებისთანავე მეწარმე უარს ამბობს ან დროში უმოწყალოდ წელავს საკუთარი ვალდებულებების შესრულების საკითხებს. უნდა არსებობდეს მეწარმის იძულების მექანიზმებიც.
მეორე ინსტიტუტი კი სასამართლო გახლავთ. სასამართლო პროცესების წარმოება კი მოგეხსენებათ რამხელა დროსთან, რესურსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. კაზრეთელი მუშების შრომითი დავა სასამართლოში ერთი წელი გრძელდებოდა, ერთი წელი მუშებს ხელფასი არ ჰქონდათ. მათმა ნაწილმა მოიგო სამართლებრივი დავა, მუშებმა მიიღეს გაცდენილი დროის ანაზღაურებისა და სამსახურში დაბრუნების უფლება. თუმცა, დამსაქმებელმა სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. დავას კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, ევროპის მსგავსად შრომითი საკითხების გადასაწყვეტად მუშას პირდაპირ სასამართლოში წასვლა არ უნდა უწევდეს. პირდაპირ სასამართლოსთან დავა მუშის სოციალური მდგომარეობისათვის არაეფექტიანია.
შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სამმხრივ კომისიაზეც. 2013 წლის 1 -ლ მაისს პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში მთავრობის, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ირიცხებიან. კომისიის მიზანი შრომის პოლიტიკის განსაზღვრა გახლავთ. სტრუქტურის წესდებაში წერია, რომ კომისია კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. დაარსების შემდეგ კომისია მეორედ აღარ შეკრებილა. წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ შრომის პოლიტიკის მიმართულებით მედიაციის ინსტიტუტის არსებობა საკმარისია. ბიზნესი და მთავრობა აქ ერთ აზრზე არიან, ისინი ერთი გველეშაპის ორ თავს წარმოადგენენ. პროფკავშირი კი უშედეგოდ ითხოვს პოლიტიკის გადახედვას ან კვარტალში ერთხელ მაინც ქვეყანაში მიმდინარე შრომით ურთიერთობებზე მსჯელობას. ბიზნესი და სახელმწიფო მათ მოთხოვნას არაფრად აგდებს.
რაც შეეხება შრომის ინსპექციას. რეალური შრომის ინსპექციის მექანიზმის შემქნა პრობლემას აღმოფხვრიდა. რას ვგულისხმობთ რეალურ მექანიზმში? ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოს შემოწმება შეუძლია. ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოსთვის სანქციების დაწესების უფლება აქვს. ნამდვილი ინსპეცია არის ის საწარმო, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდერტების გარდა, სახელშეკრულებო და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებსაც ზედამხედველობს.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი შრომის მონიტორინგის სამსახური. სამსახურს აქვს წესდება, წესდებით გათვალისწინებულია მინიმალური სანქციების დაწესების უფლებაც, მაგრამ მონიტორინგის სამსახურს საწარმოების ზედამხედველობის განხორციელება არ შეუძლია. სამსახური სრულყოფილ, რეალურ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც „კანონში მეწარმეობის შესახებ“ განხორციელდება ცვლილებები და საწარმოთა ინსპექტირების შესაძლებლობა ორგანულ კანონმდებლობაშიც აღდგება. „საქნახშირის“ მფლობელი დეპუტატი ბეჟუაშვილი და მისი კოლეგების მიერ დაკომპლექტებული ლობისტური ჯგუფი არ დაუშვებს „კანონი მეწარმეობის შესახებ“ შეცვლას. შესაბამისად, შრომის მონიტორინგის სამსახურიც უუფლებო ორგანოდ რჩება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგისათვის თვალთმაქცურად შექმნეს. დღეს ჩვენ შრომის ინსპექცია, ამ ინსტიტუტის კლასიკური და მინიმალისტური გაგებითაც კი არ გვაქვს!
მადლობა

„დღესაც 1921 წლის თებერვლის მსგავსი მდგომარეობაა“

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე საგრძნობლად მომრავდა ეწ, „ეროვნული“ , „ქართველობის“ დამცველი ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები და პირები. მახვილ თვალს არ გამორჩებოდა მათი გამიზნული საქციელი. სწორედ ამიტომ მეც ჩემის მხრივ გამიზნულად ვქმნი ახალ რუბრიკას ჩემს ბლოგზე, რომელსაც მარტივად : „ბლიცი საქმეზე“ ერქმევა. ამ რუბრიკაში ბევ საინტერესო ადამიანს იხილავთ, რომლებიც მოჭარბებულ რუსულ, ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პროპაგანდას ჩემთან ერთად შეერკინებიან.

მაშ ასე

დღევანდელ დღეს 25 თებერვალს, ამ უმძიმეს დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სულისჩამდგმელი ირაკლი ხვადაგიანია.

  • სალამი ირაკლი. ვიცი რომ ძალიან დიდია შენი გამოცდილება საბჭოთა მწარე მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. რისი სიმბოლოა პირადად შენთვის დღევანდელი დღე?

25 თებერვალის გლოვის და მარცხის სიმბოლოდ იქცა 2 მიზეზის გამო – 25ში ქართულმა არმიამ დატოვა თბილისი და ის საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა; დედაქალაქის დაცემა სერიოზული ტრავმა გახდა მაშინდელი მოქალაქეებისათვის და შეიარაღებული ძალების დემორალიზაციას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა ბრძოლა 1921 წლის 17 მარტამდე გრძელდებოდა და ცეცხლი დროებით შეწყდა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, რეალურად ოკუპაციის დასრულების თარიღი 1921 წლის 17 მარტია. მაგრამ 1922 წელს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო და არალეგიტიმური საბჭოების არჩევნები ჩაატარა, რომელიც რეალურად ისევ საოკუპაციო წითელმა არმიამ აირჩია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა (კომპარტიის წევრების და მომხრეების გარდა, რომელთა რიცხვი ძალიან მცირე იყო) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. “არჩეულმა” საბჭოთა საქართველოს ახალმა მთავრობამ 1922 წლის მაისში აკრძალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნა და გამოაცხადა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის დღე 25 თებერვალია. ამის შემდეგ მუდმივად აღინიშნებოდა ეს თარიღი, რაც დღეისათვის, ჩემთვის პირადად არის სიმბოლო საბჭოთა ოკუპაციის ძალადობის და ცინზმის, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტოტალურად აყალბებდა წარსულს.

  • იუნკრების გმირობის შესაძლო ამსახველი ფოტო გაავრცელა თქვენმა ორგანიზაციამ, გვაქვს თუ არა ავადსახსენებელი თებერვლის რაიმე ისტორიული ფოტო ან აქამდე ასე თუ ისე უცნობი გმირობის ფაქტი?
  • 10995480_793734120680608_7825320523778759733_n

1921 წლის ომის ამსახველი ვიზუალური დოკუმენტაცია ძალზე მწირია; არსებობს რამდენიმე ფოტო ეროვნულ არქივში, თუმცა ნაწილი შესაძლოა უფრო ადრე იყოს გადაღებული. მაგრამ არსებობს კინო-ქრონიკის ფრაგმენტები, სადაც ჩანს თბილისის დაცვის სამზადისი, მობილიზაცია, საარტილერიო დუელი კოჯორთან, ჩვენი არმიის პოზიციები სოღანლუღთან და ორხევის სექტორში. დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ როგორც სახელმწიფო ასევე მოქალაქეები დიდად ზრუნავდნენ მოვლენების ფირზე აღბეჭდვას, თუმცა ეს დოკუმენტები საბჭოთა რეჟიმის ყოველდღიურობაში გამიზნულად თუ დაუდევრობით დაიფანტა; დიდი ალბათობით მრავალი უნიკალური დოკუმენტი ჯერ კიდევ ინახება ოჯახებში, რომელთა წინაპრებიც ამ ომში იყვნენ ჩართული.

  • 11 არმიამ „გაანთავსიფულმა“ ეს იყო საზეომო დღე წლების მანძილზე, ამ მიმართულების პრობლემები დღესაც არის. რა უნდა დავუპურისპიროთ და რა მომქმედი ნორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ ისტორიის სწორი შესწავლით მიმართულებით?

25 თებერვლის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დღეს აღარ არსებობს კითხვები, და მისი რეალური მნიშვნეობის შესახებ შეიძლება ითქვას რომ საყოველთაო კონსენსუსია; მაგრამ ზოგადად პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის წლებთან დაკავშირებით რეალური, ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი ცოდნის შესაქმნელად ხანგრძლივი და პროფესიონალური კვლევებია საჭირო, ასევე ამ კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდება.

  • იყო თუ არა შეცდომა მაშინდელი მთავრობის მიერ ნეტრალიტეტის მიღება? რა შეცომები დაუშვა მაშინდელმა მმართველმა ძალამ?

მთავრობის შეცდომებიც, მითების სფეროს მიეკუთვნება დღეისათვის – ფრთიანი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, შეცდომას ის არ უშვებს, ვინცა არაფერს აკეთებს. ანალოგიურად, ამ კითხვაზე დასაბუტებული პაუსხისათვის ძალზე დეტალური და მონუმენტური კვლევაა საჭირო. ჩემი პირადი დასკვნითა და მოსაზრებით, მარცხის მიზეზი ძალზე მარტივია – საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა განწყობების გამო, ჩვენ მარტო დავრჩით რამდენჯერმე ძლიერი აგრესორის წინააღმდეგ, და 4 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ომებში ჩაბმულმა ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უკანასკნელი რესურსები ამოწურა, მაგრამ ვერ შეაკავა მასზე ბევრად ძლიერი აგრესორების – საბჭოთა რუსეთის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აგრესია. თუმცა მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ შეძლო, ოკუპაციის ფაქტის დადასტურება საერთაშორისო არენაზე და დამოუკიდებლობის იურიდიული შენარჩუნება ათწლეულების განმავლობაში, რამდენადაც მათ არასოდეს დაუდასტურებიათ რაიმე ფორმით, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კანონიერება და არ მოუხსნიათ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობის სტატუსი.

ნეიტრალიტეტი იყო მხოლოდ დეკლარაცია დამოუკიდებლობის გამოცხადებისას 1918 წლის 26 მაისს; ფაქტობრივად საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად საქართველო მუდმივად შედიოდა ალიანსში საერთაშორისო მოთამაშეებთან.

1527127_10201457972273649_1996821998_n

  • ჩერჩილმა გაიხსენა ერთ ერთ დისკუსიაში ბოლშევიზმი თავის დროზე უნდა აღმოგვეგვაო., რამნდენად ადექვატური იყო ევროპის რეაქცია, როცა ბოლშევიმთან პირისპირ დაგვტოვა?

დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებს შორის არ იყო სრულფასოვანი თანხმობა, არც საქართველოს და კავკასიის ერთპიროვნულად საბჭოთა რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებაში, მაგრამ არც ქმედითი ღონისძებების სურვილი და პარქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად – მაქისმალური მიღწევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს რესპუბლიკის იურიდიული აღიარება გახდა; ამის პარალელურად კი მზადდებოდა თანამშრომლობის პაკეტები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა დატოვა კავკასია და საქართველო და დაცვის სამხედრო გარანტორობა არავინ აიღო საკუთარ თავზე რეალურად, რამაც გზა გაუხსნა საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიას. პირველი მსოფლიო ომის შედეგებით დასუსტებული ევროპული სახელმწიფოები რაციონალურად ხედავდნენ საკითხს – არ რისკავდნენ რესურსის დაბანდებას რთულ რეგიონში და ცდილობდნენ ურთიერთობის დაწყებისათვის ნიადაგის შექმნას საბჭოთა რუსეთთან, რამდენადაც ბოლშევიკური რეჟიმის დამხობის ილუზია გაქრა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკა საჭიროებდა საბჭოთა რუსეთის მიერ კონტროლირებად რესურსების ხელმისაწვდომობას.

  • დღეს რა პრობლემებია ამ კუთხით? იმ დროს როცა სახელმწიფოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და რუსული პროპაგანდა დღითიდღე ფეხს იკიდებს?

დღეს გარკვეულწილად მსგავსი მდგომარეობაა – რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს კავკასიის რეგიონს და მუდმივად იყენებს, როგორც სამხედრო მუქარას, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს, ამ რეგიონის საერთაშორისო იზოლაციისა და კონტროლის მაქსიმუმამდე მისაყვანად.

დიდი მადლობა ირაკლის საინტერესო ინტერვიუსთვის.

იმედი გვაქვს ირაკლის ნაწინასწარმეტყველები „21 წლის ანალოგიური მდგომარეობა“ ჩვენთვის დადებითად დასრულდება. დასასრულს კი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომლითაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა კურსანტებს ბოლოჯერ მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

7kjei


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო