Posts Tagged 'აშშ'

„ოსკარის“ 87-ე დაჯილდოვების შედეგები

დილა გათენდა მზია10672385_557265847746312_4037125917968466940_nნი

ყავა დავლიე რძიანი

მოკლედ ბევრი შესავლის გარეშე თავადაც მაინტერესებდა შედეგები და ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გაგიზიარეთ 🙂 მოკითხვა მანდარინების სასტავს! წარმატებები ქართულ და ესტონურ კინოს. ქვემოთ იხილეთ გუშინდელი ღამის ყველაზე იღბლიანები. იღბალს და გამარჯვებებს გისურვებთ თქვენც 🙂

ჰევ ე ნაის დეი 🙂

საუკეთესო ფილმი
Birdman

საუკეთესო რეჟისორი

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ Birdman
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი
ედი რედმეინი 

საუკეთესო ქალი მსახიობი
ჯულიანა მური Still Alice

 მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი
ჯ.კ. სიმონსი Whiplash

ქალის მეორეხარისხოვანი როლი
პატრიცია არკეტი Boyhood

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი-ის რაც ჩვენ ვერ მოვიგეთ 🙂
პოლონეთი Ida

საუკეთესო ანიმირებული ფილმი
Big Hero 6 


საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
Feast

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Birdman
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
Imitation game
საუკეთესო ოპერატორი
ემანუელ ლუბეცკი (Birdman)
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
Production Design
The Grand Budapest Hotel
საუკეთესო მონტაჟი
Sound Mixing
Whiplash
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Interstellar

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Citizenfour

✔ საუკეთესო სიმღერა
Common, John Legend “Glory” (Selma)

 საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
Crisis hotline
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
The Phone Call
Sound Editing
American Sniper

ამ პოსტს სიმბოლურად ამ კომპოზიციით დავასრულებ. მართალია ციტრუსის სეზონი ჯერ არ არის თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ წლოულს კაი მოსავალი იქნება 🙂

Advertisements

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა… რა იქნება ხვალ?

ukraine-protests-map-k

ვაშინგტონ პოსტის ავტორი მაქს ფიშერი თავის სტატიას ურთავს ამ რუკას თან. რუკა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის პოლიტიკას დიდი ხანია რაც ქვეყნის დემოგრაფია ორ მთავარ ნაწილად ყოფს. ის, რაც დღეს ხდება, დიდწილად სწორედ ამ დაყოფის შედეგია.

უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინაში ყოველი ექვსი ადამიანიდან ოთხი ეთნიკური უკრაინელია და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური რუსია და რუსულად ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური უკრაინელია, მაგრამ რუსულად ლაპარაკობს.

ესეც რომ არ იყოს უკრაინის რამოდენიმე ცენტრალურ ქალაქსა თუ ოლქში ოფიციალური საქმისწარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

პროტესტის მასობრიობას ვერც მხოლოდ ამ დიდი არგუმენტით ავხსნით და ვერც ევროინტეგრაციის მასობრივი სურვილით. იმ ფონზე, როდესაც  2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევა ოდნავ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე მიუთითებს: გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების მომხრეა,  14% ემხრობა რუსეთის სავაჭრო კავშირის წევრობას, 41%-ს კი არ გადაუწყვეტია ან არცერთ კავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

უკრაინელი მსხვილი ბიზნესმენებისთვის მოსკოვის სავაჭრო კავშირი, შესაძლებელია შედარებით მომგებიანიც იყოს, ევროკავშირის სტანდარტებთან და საწარმო დანადგარების გადაიარაღებასთან დაკავშირებით.

თუმცა ხალხის უმრავლესობა ყველაზე დიდი იარაღია რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. საქმე გვაქვს დამყაყებული სისტემის მარცხთან, რომელიც დღითიდღე თავს ისამარებს. მეორეს მხივ კი უპრეცენდეტნო მოვლენასთან. ადამიანები ქუჩაში გამოდიან არა მხოლოდ სოციალური პრობლემების, უთანასწორობის, ძალადობის ან დიქტატურის გამო. არამედ გეოპოლიტიკის. ეს ფაქტი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამაში გასაოცარი არაფერია.

სამწუხაროა, რომ დასავლეთი კვლავ მკვეთრად ლოიალური რჩება რუსეთის მიმართ. „კიევური კატლეტი“-ს პოზა როგორც ჩანს უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია. (1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც “კიევური კოტლეტი” უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის.)

რუსეთი კი განაგრძობს ზეწოლას. უკრაინის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლო სცენარი შეიძლება დადგეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის კურსს გადაუხვევენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა მოლდოვისათვის, რომ ოფიციალურ კიშინიოვს უარი ეთქვა იმ შეთანხმების პარაფირებაზე, რომელიც ქმნის ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმს. მაგრამ სავაჭრო ემბარგოთი და ენერგომიწოდებების შემცირებით დამუქრების მიუხედავად, მოლდოვის მთავრობამ მტკიცედ გაუძლო ამ ზეწოლას.

რაც შეეხება საქართველოს, იქ რუსული ზეწოლა ნაკლები იყო. მოსკოვმა, უშუალოდ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, გააუქმა ემბარგო და რუსულ ბაზარზე დაუშვა ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქცია. თუმცა ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საქართველო მეტწილად არ იყო რუსეთზე დამოკიდებული, არც ენერგო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

მოლდოვა პატარა ქყვეყანაა. ამასთანავე სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ ის განწირულია რუსეთის ზეწოლისთვის. მთავრობაში სისტემური პრობლემები მრავლადაა ამას გარდა მთავარი ოპოზიციური ძალა კომინისტური პარტია, რომელიც ჯერ იყო ევროკავშირის იდეის მომხრე ბოლო პერიოდში კი მკვეთრად სხვა პოზიციებს ამჟღავნებს.  ესეც რომ არ იყოს ამ ქვეყნის ენერგო მონოპოლი რუსული „გაზპრომია“. ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ რუსეთი თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს რაც შეიძლება მეტად შეუშალოს ხელი ევროკავშირს საერთო ენერგოპოლიტიკის გატარებაში, რათა ბაზარი დარჩეს ნაკლებ კონკურენტუნარიანად და გაუმჭვირვალედ. ამისათვის მას შემუშავებული აქვს სპეციალური პოლიტიკა, რომელიც „დაყავი და იბატონეს“ სახელითაა ცნობილი. ეს წარმოადგენს მიზანმიმართულ პროცესთა ერთობლიობას რომლის ფარგლებშიც რუსეთი აქტიურად ცდილობს თითოეულ ქვეყანასთან ინდივდუალური ენერგო კავშირების დამყარებას სხვადასხვა კორუფციული თუ კანონიერი ქმედებების საფუძველზე. რუსეთის ფლაგმანი ამ გზაზე, რათქმა უნდა „გაზპრომია“. „გაზპრომი“ ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ბუნებრივი აირის რესურსს.

მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსიდან 17% და რუსეთის მარაგის 60% „გაზპრომის“ საკუთრებაა, რაც 182,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გაზპრომის სტრატეგიას წარმოადგენს წამყვანი პოზიციის დაკავება გლობალურ ენერგო-კომპანიებს შორის, აუთვისებელ ბაზარზე შეღწევა, მონაწილეობა ბიზნეს აქტივობებში და პარტნიორების სანდო მომარაგებით დაზღვევა.

2004 წლისთვის მან მონოპოლია მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის, ესტონეთის, ფინეთის, მაკედონიის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის და სლოვაკეთის ენერგო რესურსებით მომარაგებაზე. ამ კომპანიისგან ბულგარეთი იღებს ბუნებრივი აირის 97%-ს, თურქეთი – 67%-ს, გერმანია – 36%-ს, საფრანგეთი – 25%-ს.

არ უნდა იყოს რთული მისახვედრი რატომ არის რუსეთი ყოველთვის საპირწონე მეტოქე იქნება.

თუ მოლდოვისთვის მთავარი მარწუხი ენერგო დამოკიდებულებაა რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება ითქვას 2 მაგი კოზირი უჭირავს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სახით.  უკანონო საზღვრის დემარკაცია ერთგვარი გაფრთხილება იყო.

რომ არა დასავლეთის მკაფიო პოზიცია მცოცავი ანექსიის მიმართ რუსეთი ალბათ ამ უკანონობას ასე მალე არ შეწყვეტდა. საჭიროა ამ მხრივ მეტი სტრატეგიული და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა. სოჭის ოლიპიადის შემდეგ ადვილი შესაძლებელია რუსეთმა კვლავ გააგრძელოს დემარკაციის პროცესი და უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას.

რა შეუძლია ევროკავშირს?

ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ასეთი

მას შეუძლია ხელმოწერის ვადები შეამციროს, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება.

ამიტომ სამუშაო ბევრად მეტია. უნდა გაღრმავდეს ინტერესთა თანხვედრა, უნდა მოხდეს პროგრნოზირებადი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვების დამუშავება და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, როგორც ერთი მხრიდან ისევე მეორედანაც.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს მათთვის, ვინც რეფორმებს ატარებს და ხელს უწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

საგულისხმოა პატარა დეტალიც, რომელიც ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ოკუპაციის ხაზთან მდებარე პატარა ქართულ სოფელ ღოღეთში ადგილობრივ მკვიდრთან საუბრისას გააკეთა: “…მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან…“

რაც შეეხება უკრაინას. გარე ფაქტორებიც რომ არ იყოს ქვეყნის შიგნითაა პრობლემა უხეში დაანგარიშებით, თუ რუსეთი კიევს თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმს გაუუქმებს, უკრაინა ყოველწლიურად 1,65 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 პროცენტს შეადგენს.

ცნობისათვის, მხოლოდ გასულ წელს უკრაინამ რუსეთში 17,6 მლრდ დოლარის ექსპორტი განახორციელა.

რაც შეეხება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლას, ამ შემთხვევაში, უხეში დაანგარიშებით, უკრაინის შიდა მთლიანი პროდუქტი 4%-ით გაიზრდება.

სწორედ ამიტომაც, ეკონომიკური ექპერტები დღემდე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის ასოცირებული წევრობით უკრაინა უფრო მეტს დაკარგავს თუ მოიგებს.

ლოგიკური დასკვნით, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონაში შესვლით უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ რუსეთი კიევთან თავისუფალ ვაჭრობას მთლიანად არ შეწყვეტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას დაიწყებს, ეს ადგილობრივ მწარმოებლებსა და შიდა ბაზარს სერიოზულ ზარალს მიაყენებს.

იანუკოვიჩის მთავრობა გამოსავალს ევროკავშირის მიერ თანხის გამოყოფაში ხედავს. ჩემი აზრით აქაც 2 მხრივი დაბალასირებული და სტრატეგიული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ყველაზე მნიშნველოვანი კი არ უნდა დაგვავიწდეს. ხალხის ნება. საზოგადოების, რომელთა უმრავლესობისთვის კურსი უალტერნატივოა. ინდიფერენტულობა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ალბათ არ იქნება კარგი ჟესტი. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს.

დაფიქდით მეგობრებო! თქვენ მოპირდაპირე მხარეს რუსეთია… საეჭვოა იმერიამ ასე მარტივად თქვას უარი უკრაინაზე…  (მითუფრო მაშინ როცა ყირიმი მაღალი კოზირივით ხელში უკავია…)

იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.

Ari Roland Jazz Quartet ქუთაისში

აშშს საელჩოს ტრადიციად ექცა ყოველ წლიურად საქართველოს მასშტაბით ჯაზ კონცერტების გამართვა რასაკვირველია ამერიკული ბენდების მონაწილეობით.

ამერიკელებს რომ საკუთარი ტრადიციები იშვიათად ავიწყდებათ



ეს ალბათ იცით, ასე რომ არც გამკვირვებია, რამოდენიმე კვირის წინ, რომ შევიტყე ქუთაისში გასამართი კონცერტის შესახებ.

Ari Roland Jazz Quartet სწორედ ეს შესანიშნავი ადამიანები სტუმრობდნენ ქუთაისს. მათი მუსიკალური ტურნე სწორედ აქ შეჩერდა, ჩვენამდე თბილისში და თელავში იყვნენ, ჩვენს შემდეგ კი ლოპოტას ტბაზე 🙂

გუგლი ყიველთვის მართალია… თუ ამა თუ იმ ადამიანის, ბენდის ან სულაც დელფინის პოპულარობა გაინტერესებს ხელის მარტივი მოძრაობით უნდა დასერჩო გუგლში მისი სახელი, შესაბამისად აღნიშნული სახელის ამოგდებისას მიხვდები მისი (მათი) პოპულარობის ხარისხს.. ცოტა რამ გუგლიდან:

Ari Roland (ბასი) Juilliard სკოლადამთავრებული და საკმაოდ წარმატებული მუსიკოსია,

Keith Balla (დრამი), დაიბადა Austin, Texasში საკმაოდ ახალგაზრდა და დიდი პერსპექტივის მქონე დრამერი 🙂 პირადად მე ძალიან მომეწონა მისი მიმიკები დაკვრის დროს, მისი მგრძნობელობა მუსიკისადმი და პროფესიონალიზმი.

CHRIS BYARS (ტენორი საქსოფონი)  აგრეთვე გამოჩენილი კომპოზიტორი

ZAID NASSER(ალტ საქსოფონი) შესანიშნავი პროფესიონალი.

მოკლედ გავშვობიდან ვერ ვხდები ქუთაისურ ფენომენს, ჯერ ღონისძიების დაწყების დროის გადაშორების, შემდეგ კი პუბლიკის მიერ წინასწარ დაცხებული (ერთმანეთზე აყოლილი) ტაშისა და ოვაციების არსს 🙂

სცენა სადად ამერიკა საქართველოს დროშები შუაში საელჩოს ბანერი as usual

მოკლედ დაიწყო, პუბლიკა საკმაოდ შეყვა მელოდიურ ნარკოტიკს, ჯერ ნელ-ნელა ამოქმედდა შემდეგ ცოტა დაჩქარდა მელოდიის შეგრძნობის ტემპი…

ყველაზე მეტად პუბლიკა ქართულმა ელემენტებმა გაახალისა…

საკმაოდ კმაყოფილი დარჩა აუდიტორია, თავად მუსიკოსები და ორგანიზატორები.

კონცერტის შემდეგ ჩემი ფავორიტი დრამერი Keith Balla გავიცანი, ისეთივე საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, როგორაც უკრავდა 🙂 საინტერესო და გამორჩეული მიმიკებით და ემოციებით…

ქუთაისური უღიმღამო და ძირითადად იაფფასიანი ჩიბურეკის ნაკეცებივით ურთიერთ სიმეტრიული ნაცრისფერი დღე ამ კონცერტმა სიხალისით აავსო და გააფერადა…

 

 


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო