Posts Tagged 'ანალიზი'

მოსკოვმა ცრემლების დაიჯერა

they may take our lives but they will never take our freedom!

speech of William Wallace from Braveheart

550990_336196769783263_409677002_n

სისტემა ყოველთვის ებრძვის განსხვავებულ აზრს. დინების მიმართულებით არ მოცურავეები ყოველთვის ირიყებიან, ყოველთვის საეჭვო ვითარებაში კვდებიან (ძირითადად ახალგაზრდა ასაკში) და ყოველთვის რჩებიან გმირებად. მათი ცხედრები გარანტია იმის, რომ სისტემა ყოველთვის დამარცდება! იდეა გაიმარჯვებს და არა – ვიწრო კეთილდღეობა და პირადი უნიჭო საჭიროებები.

თუ სადმე „მეორე რუსეთი“ არსებობს დღეს ის კიდევ ერთხელ მოკლეს. სისტემამ კომიკურობა არც ამჯერად დაკარგა:  „ქალთან ერთად იყო, ვიღაცამ იეჭვიანა, მოსკოვში ღამ-ღამობით რა ხდება ყველამ ვიცით, „გულაობდა ბიჭი…“და  აშ და აშ და აშ…“ 4 ტყვია დღეს ყველა განსხვავებული აზრის ბლოგერს, მწერალს, პოლიტიკოსს და უბრალოდ დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე რუსეთის მოქალაქეს ესროლეს.4 ტყვია არა მხოლოდ რუსეთში გავარდა. ეს 4 ტყვია გზავნილია. პირველი ტყვია ამბობს, რომ ყველას იგივე ბედი ელის ვინც შეეცდება დესტაბილიზაციას (კრისიზის დროს…), მეორე ტყვია ამბობს, რომ ყირიმი მისი იერუსალიმია, მესამე ტყვია ამბობს, რომ არავინ გაბედოს მისი სამხედრო თამაშში გამოწვევა, მეოთხე ტყვია კი ჩუმადაა და ახალ მსხვერპლს არჩევს…

სისტემა ფარისეველია- მისთვის სახელმწიფო ადამიანთან არ ასოცირდება! მისთვის ტერმინი მოქალაქე საკუთარ მხარდამჭერთან ასოცირდება. ან უბრალოდ ომის წამოწყების და ახალი ოკუპაციების განსახორციელებლად. (იხ. საქართველოს და უკრაინის უახლესი ისტორია)…

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა! და თუ ბუნების წესის მიხედვით ყველა ზამთარს გაზაფხული აუცილებლად მოსდევს, თუ პროპაგანდა, რომელიც ტელევიზორში ყოველ დღე გადის- გულისამრევია, თუ დემოკრატიის მსხვერპლი უკვე უზომოდ დიდია, თუ ყველა თანხმდება რომ გმირები არასდროს კვდებიან და იდეებისთვის ბრძოლა კუჭზე იმარჯვებს.

მაშინ

მოსკოვსაც მოუწევს ცრემლების დაჯერება და პროცესები პირიქით განვითარდება! ყველა იტირებს ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულება არ არის და ეს მხოლოდ მოსკოვით არ შემოიფარგლება! გაზაფხული ყველა ქუჩაზე დადგება !

10346288_768307696572166_1620376421946597945_n

RIP Nemtsov

ПТН ПНХ

Vive la liberté

Advertisements

საქართველოს 518 მოქალაქის გარდაცვალება ამ დრომდე ყურადღების მიღმა რჩება

დომინოში არსებობს ასეთი კენჭი- „პუსტა პუსტა“. ერთი შეხედვით არაფრის მაქნისი კენჭია ზედ არანაირი ნიშანი სხვებისგან არაფრით გამორჩეული და სიცარიელე. თუმცა ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ ძალიან საჭირო და აუცილებელ საქმეს აკეთებს… განსაკუთრებით სახიფათო ხდება, თუ წაგების დროს ხელში „ჩაგრჩება“…  სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს „პუსტა პუსტასავით“ არ უნდა მოექცეს… არა აქვს მნიშნვენლობა ვინ წყვილია ვის მეტი წერტილი აქვს ვის ნაკლები. ყველა კენჭი საბოლოოდ ერთ ყუთში იყრება…

1306778317_dominoes_05

ბოლო 4 წლის განმავლობაში 517 ადამიანი დაიღუპა საწარმოო ტრამვების შედეგად. უკაცრავად 518. დღეს ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, როცა შესვენებაზე პიურეს და კოტლეტს მივირთმევდით, სწორედ ამ დროს შახტაში საკუთარ სამუშაოს დროს კოტე ბახუტაშვილი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით ის ტყიბულის მაღაროში არსებულ ვაგონებს შორის მოყვა და გაისრისა… მადა დაკარგეთ?

უმადობას არ უჩივის შრომის კოდექსი… თითქოსდა დასაქმებულზე მორგებული მაგრამ ბავშვის მუჭივით სუსტი. სტუდენტები და არასამთავრობოები დღემდე ითხოვენ რეალური შრომის ინსპექციის შექმნას, რადგან დასაქმებულმა „პუსტა პუსტად“ არ იგრძნოს თავი. 518. 518 იცით რამდენია? აი ქორწილებს რომ აკეთებთ ხოლმე 500 კაციანს ძრვირადღირებულ დარბაზებში.

5674117537_77a3352f2d_b

აუცილებელია რომ მოხდეს პრევენცია. სანამ შრომის ინსპექცია შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება (რაზეც სამინისტრომ მუშაობა დაიწყო) აუცილებელია მოხდეს პრევენცია. შემსუბუქება იმ ყოფის რასაც ჩვენი კოტლეტის და პიურეს ჭამის დროს განიცდიან მუშები და არამხოლოდ ისინი… აუცილებელია შეიცვალოს მიდგომა და ადამიანები საზარბაზნე ხორცებად არ ვაქციოთ… მოქმედებაა აუცილებელი და უფრო მეტი სოლიდარობა, მანამ სანამ პუსტა პუსტა „ხელში არ ჩაგვაკვდება“.

სტუდენტების და არასამთავროების პროტესი

სამინისტროს ინიციატივა პრობლემის მოსაგვარებლად

images

მშიერი სამართალი

11002625_1043323292350099_8021357234730984024_n

სისხლი, რომელიც 2015 წლი 9 თებერვალს ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე დაიღვარა ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხება ქალაქის უახლესი ისტორიიდან. ამ დღეს ტაძრიდან სახლში მიმავალი 19 წლის ნანა გიგლემიანის სიცოცხლე ავტომანქანის კაპოტმა იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან 10 დღე გავიდა ფაქტის შესახებ ჭეშმარიტება ამ დრომდე არაა დადგენილი. ვრცელდება რამდენიმე ვერსია: „დაკავებულია პირი, რომელიც უდანაშაულოა და ავტოსაგზაო შემთხვევა ქალმა მძღოლმა გამოიწვია“. „ავტომობილი იყო ჯიპი, მკვლელს გულო ერქვა“ „დამნაშავე პარლამენტარია“… რატომ ვჭორაობთ? მაშინ, როცა ფაქტი დღისით მზისით ქალაქის ცენტრში მოხდა! რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ფაქტის გამოძიება და რა კვალიფიკაცია მიენიჭა მას? შსს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, მათ შორის ტრასოლოგიური და შედეგების გაცნობამდე უწყება დუმილს ამჯობინებს… ოჯახი არ ცხრება! და ეს სამართლიანიცაა! მათ უკვე რამდენჯერმე გამართეს აქცია ქალაქის სხვადასხვა ადგილას. (პირადად მე მხოლოდ ქუთაისის სამოქალაქო სექტორი, სტუდენტობა და აქტიური „მოქალაქეები“ დამაკლდნენ ამ აქციებზე თვალში“) ნანას მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები მომხდარს ასე იხსენებენ:

აქცია ქუთაისში

აქცია ქუთაისში

დიანა გიგლემიანი:

„კამაზის მძღოლმა აღიარებითი ჩვენება მისცა მეორე აქცია რომ გაიმართა მაგ პერიოდში რომ ის დაეჯახა,რეალურად მის კაპოტზე მართლა მოხვდა ნანა და უკან წელზე ეტყობა კიდეც დაზიანება, ოღონდ მას შემდგეგ რაც მსუბუქმა ავტომობილმა გადაისროლა, რომლის მძღოლიც კი როგორც თვითმხილველები ამბობენ არის ქერათმიანი ქალი. ის ადგილიდან მიიმალა, მის შემდეგ არ ჩანს.შემთხვევიდან 15 წთში უკვე ყველანაირი კვალი გამქრალი იყო, ნანა გააქანეს და ორგანოები ამოუღეს ( ეს რა ცხოველური წესი ქონიათ უკვე ნებართვის გარეშეც ხდება, არ ვიცოდი ) იქაურობა კი სახანზრო მანქანით გადარეცხეს , ცოცხით მოხვეტეს ნამსხვრევები და მოკლედ ყველანაირი კვალი გააქრეს, აი მხოლოდ ამ ფაქტიდან რომ ამოვიდეთ ადვილი მისახვედრია რომ ვიღაც თანამდებობის პირი ან მისი ახლობელია, რომელსაც ამის შემდეგ ძალიან მარტივად შეეძლო ნაჩვენები ვიდეომასალის დამონტაჟებაც (მხოლოდ ჩანს როგორ მოდის კამაზი) და ექსპერტიზის პასუხის გაუქმებაც, ასევე 23 წლის საწყალი კამაზის მძღოლის დაშინებაც. მოკლედ მდგომარეობა ასეთია, ოჯახი კი აპირებს აიყვანოს ადვოკატი რათა უფრო იურიდიულ და პროფესიონალურ დონეზე წავიდეს საქმის გამოძიება.“

ნანუკა ქარსელაძე:

„იმ ადგილებსჰი უამრავი კამერაა, როგორც გავიგე გამომდძიებლები ამბობენ შუკი არ იყო და ჩანაწერებიც არ არსებობსო არადა ხალხი იძახის რომ იმ მომენტში შუკი იყო მაგრამ ავარიის შემდეგ მალევე გამორთესო… რას გაიგებთ ხალხო ვის როგორც უნდა ისე ლაპარაკობს, ამ ეტაპზე იმ სატვირტოს მძღოლია დაკავებული და როგორც ვიცი ახალგაზრდა ბიჭია და თან გულის შეტევაც მოსვლია, მაგრამ ეს ვიცი ჭორის დონეზე..“

ლანა ბაბუნაშვილი-ჯანაშვილი:

„სტატია წავიკითხე გუგული მაღრაძეზე აწვთ თითქოს ეჭვი და მხოლოდ მისი კომენტარით დაამთავრეს ყველაფერი სადაც ამბობს რომ მანქანს ტარება არ იცის…არადა ელემენტარული გაარკვიონ აქვს თუ არა ამ ქალს მართვის მოწმობა და ყავს თუარა მანქანა..თვითვიმხილველები აღწერილობით მას გავს თან ძაან საეჭვოდ სანამ ექსპერტები მოვიდოდნენ შემთხვევის ადგილი გადარეცხეს ..მანქანის საბურავების ანაბეჭდები სისხლი წუთებშო გააქვრეს ადგლიდან…“

მოქმედი პარლამენტარის სახელის გაჟღერებამ ჩემი ყურადღების მიღმა არ ჩაიარა. მყისიერად გადავამოწმე ქ-ნი გუგულის ქონებრივი დეკლარაცია თუმცა იქ მოძრავი ქონება არ დახვდა.

ნანა გიგმელიანის დედა

ასეა თუ ისე ფაქტი მხოლოდ 1ია. ნანა გიგმელიანი ცოცხალი აღარაა და გამოძიება ცხელ კვალზე ვერ გავიდა… სამართალი მშიერია და მერე რა რომ ნანა ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახიდანაა, მერე რა რომ მას არ ჰყავს პრივილეგირებული ნათესავები და დედამისი საბერძნეთიდან შვილის გამო ჩამოვიდა – ობიექტური სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს! დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ პროცესები ერთმა მმართველვმა უნდა წარმართოს, რომლის სახელია – ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ა !!!

ნანა გიგმელიანი

ნანა გიგმელიანი

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა… რა იქნება ხვალ?

ukraine-protests-map-k

ვაშინგტონ პოსტის ავტორი მაქს ფიშერი თავის სტატიას ურთავს ამ რუკას თან. რუკა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის პოლიტიკას დიდი ხანია რაც ქვეყნის დემოგრაფია ორ მთავარ ნაწილად ყოფს. ის, რაც დღეს ხდება, დიდწილად სწორედ ამ დაყოფის შედეგია.

უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინაში ყოველი ექვსი ადამიანიდან ოთხი ეთნიკური უკრაინელია და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური რუსია და რუსულად ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი – ეთნიკური უკრაინელია, მაგრამ რუსულად ლაპარაკობს.

ესეც რომ არ იყოს უკრაინის რამოდენიმე ცენტრალურ ქალაქსა თუ ოლქში ოფიციალური საქმისწარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

პროტესტის მასობრიობას ვერც მხოლოდ ამ დიდი არგუმენტით ავხსნით და ვერც ევროინტეგრაციის მასობრივი სურვილით. იმ ფონზე, როდესაც  2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევა ოდნავ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე მიუთითებს: გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების მომხრეა,  14% ემხრობა რუსეთის სავაჭრო კავშირის წევრობას, 41%-ს კი არ გადაუწყვეტია ან არცერთ კავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

უკრაინელი მსხვილი ბიზნესმენებისთვის მოსკოვის სავაჭრო კავშირი, შესაძლებელია შედარებით მომგებიანიც იყოს, ევროკავშირის სტანდარტებთან და საწარმო დანადგარების გადაიარაღებასთან დაკავშირებით.

თუმცა ხალხის უმრავლესობა ყველაზე დიდი იარაღია რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. საქმე გვაქვს დამყაყებული სისტემის მარცხთან, რომელიც დღითიდღე თავს ისამარებს. მეორეს მხივ კი უპრეცენდეტნო მოვლენასთან. ადამიანები ქუჩაში გამოდიან არა მხოლოდ სოციალური პრობლემების, უთანასწორობის, ძალადობის ან დიქტატურის გამო. არამედ გეოპოლიტიკის. ეს ფაქტი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამაში გასაოცარი არაფერია.

სამწუხაროა, რომ დასავლეთი კვლავ მკვეთრად ლოიალური რჩება რუსეთის მიმართ. „კიევური კატლეტი“-ს პოზა როგორც ჩანს უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია. (1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც “კიევური კოტლეტი” უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის.)

რუსეთი კი განაგრძობს ზეწოლას. უკრაინის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლო სცენარი შეიძლება დადგეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის კურსს გადაუხვევენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა მოლდოვისათვის, რომ ოფიციალურ კიშინიოვს უარი ეთქვა იმ შეთანხმების პარაფირებაზე, რომელიც ქმნის ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმს. მაგრამ სავაჭრო ემბარგოთი და ენერგომიწოდებების შემცირებით დამუქრების მიუხედავად, მოლდოვის მთავრობამ მტკიცედ გაუძლო ამ ზეწოლას.

რაც შეეხება საქართველოს, იქ რუსული ზეწოლა ნაკლები იყო. მოსკოვმა, უშუალოდ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, გააუქმა ემბარგო და რუსულ ბაზარზე დაუშვა ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქცია. თუმცა ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საქართველო მეტწილად არ იყო რუსეთზე დამოკიდებული, არც ენერგო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

მოლდოვა პატარა ქყვეყანაა. ამასთანავე სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ ის განწირულია რუსეთის ზეწოლისთვის. მთავრობაში სისტემური პრობლემები მრავლადაა ამას გარდა მთავარი ოპოზიციური ძალა კომინისტური პარტია, რომელიც ჯერ იყო ევროკავშირის იდეის მომხრე ბოლო პერიოდში კი მკვეთრად სხვა პოზიციებს ამჟღავნებს.  ესეც რომ არ იყოს ამ ქვეყნის ენერგო მონოპოლი რუსული „გაზპრომია“. ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ რუსეთი თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს რაც შეიძლება მეტად შეუშალოს ხელი ევროკავშირს საერთო ენერგოპოლიტიკის გატარებაში, რათა ბაზარი დარჩეს ნაკლებ კონკურენტუნარიანად და გაუმჭვირვალედ. ამისათვის მას შემუშავებული აქვს სპეციალური პოლიტიკა, რომელიც „დაყავი და იბატონეს“ სახელითაა ცნობილი. ეს წარმოადგენს მიზანმიმართულ პროცესთა ერთობლიობას რომლის ფარგლებშიც რუსეთი აქტიურად ცდილობს თითოეულ ქვეყანასთან ინდივდუალური ენერგო კავშირების დამყარებას სხვადასხვა კორუფციული თუ კანონიერი ქმედებების საფუძველზე. რუსეთის ფლაგმანი ამ გზაზე, რათქმა უნდა „გაზპრომია“. „გაზპრომი“ ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ბუნებრივი აირის რესურსს.

მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსიდან 17% და რუსეთის მარაგის 60% „გაზპრომის“ საკუთრებაა, რაც 182,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გაზპრომის სტრატეგიას წარმოადგენს წამყვანი პოზიციის დაკავება გლობალურ ენერგო-კომპანიებს შორის, აუთვისებელ ბაზარზე შეღწევა, მონაწილეობა ბიზნეს აქტივობებში და პარტნიორების სანდო მომარაგებით დაზღვევა.

2004 წლისთვის მან მონოპოლია მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის, ესტონეთის, ფინეთის, მაკედონიის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის და სლოვაკეთის ენერგო რესურსებით მომარაგებაზე. ამ კომპანიისგან ბულგარეთი იღებს ბუნებრივი აირის 97%-ს, თურქეთი – 67%-ს, გერმანია – 36%-ს, საფრანგეთი – 25%-ს.

არ უნდა იყოს რთული მისახვედრი რატომ არის რუსეთი ყოველთვის საპირწონე მეტოქე იქნება.

თუ მოლდოვისთვის მთავარი მარწუხი ენერგო დამოკიდებულებაა რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება ითქვას 2 მაგი კოზირი უჭირავს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სახით.  უკანონო საზღვრის დემარკაცია ერთგვარი გაფრთხილება იყო.

რომ არა დასავლეთის მკაფიო პოზიცია მცოცავი ანექსიის მიმართ რუსეთი ალბათ ამ უკანონობას ასე მალე არ შეწყვეტდა. საჭიროა ამ მხრივ მეტი სტრატეგიული და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა. სოჭის ოლიპიადის შემდეგ ადვილი შესაძლებელია რუსეთმა კვლავ გააგრძელოს დემარკაციის პროცესი და უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას.

რა შეუძლია ევროკავშირს?

ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ასეთი

მას შეუძლია ხელმოწერის ვადები შეამციროს, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება.

ამიტომ სამუშაო ბევრად მეტია. უნდა გაღრმავდეს ინტერესთა თანხვედრა, უნდა მოხდეს პროგრნოზირებადი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვების დამუშავება და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, როგორც ერთი მხრიდან ისევე მეორედანაც.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს მათთვის, ვინც რეფორმებს ატარებს და ხელს უწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

საგულისხმოა პატარა დეტალიც, რომელიც ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ოკუპაციის ხაზთან მდებარე პატარა ქართულ სოფელ ღოღეთში ადგილობრივ მკვიდრთან საუბრისას გააკეთა: “…მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან…“

რაც შეეხება უკრაინას. გარე ფაქტორებიც რომ არ იყოს ქვეყნის შიგნითაა პრობლემა უხეში დაანგარიშებით, თუ რუსეთი კიევს თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმს გაუუქმებს, უკრაინა ყოველწლიურად 1,65 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 პროცენტს შეადგენს.

ცნობისათვის, მხოლოდ გასულ წელს უკრაინამ რუსეთში 17,6 მლრდ დოლარის ექსპორტი განახორციელა.

რაც შეეხება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლას, ამ შემთხვევაში, უხეში დაანგარიშებით, უკრაინის შიდა მთლიანი პროდუქტი 4%-ით გაიზრდება.

სწორედ ამიტომაც, ეკონომიკური ექპერტები დღემდე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის ასოცირებული წევრობით უკრაინა უფრო მეტს დაკარგავს თუ მოიგებს.

ლოგიკური დასკვნით, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონაში შესვლით უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ რუსეთი კიევთან თავისუფალ ვაჭრობას მთლიანად არ შეწყვეტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას დაიწყებს, ეს ადგილობრივ მწარმოებლებსა და შიდა ბაზარს სერიოზულ ზარალს მიაყენებს.

იანუკოვიჩის მთავრობა გამოსავალს ევროკავშირის მიერ თანხის გამოყოფაში ხედავს. ჩემი აზრით აქაც 2 მხრივი დაბალასირებული და სტრატეგიული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ყველაზე მნიშნველოვანი კი არ უნდა დაგვავიწდეს. ხალხის ნება. საზოგადოების, რომელთა უმრავლესობისთვის კურსი უალტერნატივოა. ინდიფერენტულობა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ალბათ არ იქნება კარგი ჟესტი. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს.

დაფიქდით მეგობრებო! თქვენ მოპირდაპირე მხარეს რუსეთია… საეჭვოა იმერიამ ასე მარტივად თქვას უარი უკრაინაზე…  (მითუფრო მაშინ როცა ყირიმი მაღალი კოზირივით ხელში უკავია…)

იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო