ტერორიზმთან ბრძოლა თუ მედია კონტროლი?

თითქმის 1 თვეა ინტერნეტ სივრცეში ეწ `ისლამური სახელმწიფოს` პროპაგანტისტული ბლოგი- ქართული ხალიფატი გაჩნდა. აღნიშნულ საიტზე სისტემატურად იდებოდა ახალი ამბები და ტერორიზმის შემცველი ვიდეო თუ აუდიო მასალა.  ზემოაღნიშნული საიტი ბლოგის ფორმატით ვორდპრესის პლატფორმაზე ფუნქციონირებდა. გუშინ ის ინტერნეტ სივრციდან გაითიშა. თუმცა ერთი კონკრეტული ბლოგის გათიშვასთან ერთად მთელი ქართული ბლოგ სივრცის გათიშვაც მოხდა.

WordPress არის ცნობილი, როგორც ერთ ერთი საუკეთესო CMS და ასევე საიტი wordpress.com ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგის კონსტრუქტორი.

ქართული საიტების დიდი ნაწილი კონტენტ მართვის სისტემა – ვორდპრესზე მუშაობს. შესაბამისად ზოგიერთი ბლოგერისთვის თუ ჟურნალისტისთვის პლატფორმის გათიშვა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის შეჩერებას არამედ მატერიალურ ზარალსაც ნიშნავს…internetcensorship061208

მედია საშუალებების, ბლოგების საქმიანობის შეჩერება წინასწარი გაფრთხილების გარეშე რომ დებარასავარგულია ალბათ ამაზე ყველა ერთად შევთანხმდებით. როგორც „ნეტგაზეთი “ფაქტის შესახებ იუწყება სუს-მა მათთან მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა:

“გამოძიების ფარგლებში განხორციელდა დაბლოკვა, მეტს ვერაფერს გეტყვით”

სპეციალისტების ნაწილი ბლოგების საერთო გათიშვასა და „ქართული ხალიფატის“ საიტის გამორთვას შორის კავშირს ხედავენ და სიტუაციას „მედია კონტროლის“ მცდელობად აფასებენ.

თქვენ ამ პოსტს უკვე კითხულობთ, რაც იმის მანიშნებელია რომ ბლოგები აღდგა, თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა როდესაც ინტერნეტ სივრცეში ამ პრობლემის შესახებ ბევრმა დაწერა. შეიქმნა სპეციალური ჰეშთეგიც : #დაგვიბურნეთბლოგები

“მე ერთი საიტის დაბლოკვა ვთხოვე, მან კი მთელი wordpress დაბლოკა, და აი რატომ ავირჩიე ის .. “

ასე გამოეხმაურა ჩემი ერთ ერთი ფეისბუქ მეგობარი ამ ყველაფერს. ვფიქრობ რომ ერთი კონკრეტული საიტის გათიშვის გამო მთელი პლათფორმა არ უნდა ითიშებოდეს. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს… რამდენიმე საათიანი სიჩუმე დაირღვა. იმედია,რომ მსგავსი „შეფერხება“ მომავალში აღარ განმეორდება და ეს ყველაფერი მხოლოდ „ტექნიკური შეცდომა“ იყო.

პს. ბლოგერები 404-ებს არ ვპატიობთ.

 

 

Advertisements

0 Responses to “ტერორიზმთან ბრძოლა თუ მედია კონტროლი?”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s




სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო
Advertisements

%d bloggers like this: