ძიუდო ყინულზე

IMG_0008_large

კასეტური ბომბი შეიცავს უამრავ პატარა ასაფეთქებელ ნივთიერებას და მცირე ზომის ბომბებს. მისი აფეთქების შედეგად ზიანის მასშტაბები  განუსაზღვრელია ორი სახით. პირველ რიგში, კასეტური ბომბების აფეთქების არეალი იმდენად ფართოა, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი შესაძლოა განუსაზღვრელი იყოს. მეორეს მხრივ, მასში შემავალი მცირე ზომის ბომბები ჩამოვარდნისთანავე არ ფეთქდება და ის, შესაძლოა, თვეების ან წლების მერე ამოქმედდეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვიოს. 2008 წლის მაისში 107 ქვეყანა შეთანხმდა, რომ კასეტური ბომბები არ იქნას გამოყენებული მომავალში; თუმცა ამ მოლაპარაკებებში რუსეთი არ მონაწილეობდა.

„რა სისულელეა [ოლიმპიადის გახსნის დღეს ნაჩვენები საქართველოს რუკაზე ნისლის შესახებ], არ არის საჭირო რაიმეს გამოგონება უსაფუძვლოდ. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოდან ნაკრები ჩამოვიდა.“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ქართულ ტელეკომპანიებთან მიცემულ ინტერვიუში.

გადაბმული ქეიფებით გადაღლილ, მაგრამ მაინც ნასიამოვნებ თამადას მოგაგონებდათ ვლადიმერ ვლადიმერს ძე. ჭაღარა მის თავში უკვე აღარ ხუმრობს, თუმცა კი თვითონ ყველაფრისდამუხედავად სახუმარო განწყობას ინარჩუნებს.

გასაკვირია ეს ყველაფერი იმ დროს, როცა საკუთარ ფედერაციებში ტერორიზმის ნაკვერჩხალი ნელ-ნელა ღვივდება. როგორც გავარვარებული თონიდან პურის ოხშივარი ისე იგრძნობა მშიერი და სოციალური პრობლემებით გადაღლილი ავტონომიებიდან დამოუკიდებლობის ცხელი სუნი.

ესეც რომ არ იყოს მოლდოვა და საქართველო?… მოლდოვაში ენერგორესურსები და გაგაუზია, საქართველოში კი  მხოლოდ ჩექმა, „სარფიანი ფასები“ და მავთულხლართები. რუსეთი, როგორც პირველყოფილი ადამიანი თავად ქმნის ზეწოლის იარაღებს.

ღიმილი ზეწოლის დროს. ალბათ ეს უდიდესი სამსახიობო ოსტატობის გამოვლინებაა. ესეც რომ არ იყოს ჯერჯერობით მოსკოვი სოჭის ოლიმპიადით არის დაკავებული და იმ დადებითი თუ უარყოფითი შედეგებით, რომელიც ამ თამაშებს შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიწას ბოლო ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს და მსოფლიო თავის ყურადღებას სხვა საკითხებს მიაპყრობს, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე შეიძლება გაძლიერდეს. აგვისტოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გეგმებისა და 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედისმომცემი გზავნილების გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან უკმაყოფილო რეაქცია თითქმის გარანტირებულია.

შეხვედრა ამ ფონზე. საქართველოს პრეზიდენტთან…

რათქმუნდა შეხვედრა უნდა შედგეს. თუნდაც შეხვედრა შეხვედრისთვის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ თემა ბევრია. სუვერენული და ერთიანი საქართველო ამ შეხვედრაზე უნდა იყოს მხარე, რომლის ბერკეტები იმაზე დიდია ვიდრე ეს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს წარმოუდგენია. პრინციპული მესიჯები კირომელიც ამ შეხვედრას ლაით მოტივად უნდა სდევდეს ასეთია: დამოუკიდებლობა, თანასწორობა, თანამშრომლობა.

რამდენიმე დღის წინ ერთ ერთმა ჩემმა ლექტორმა დაგვავალა 3 კითხვის მოფიქრება ვლადიმერ ვლადიმერს ძისადმი, სწორედ  ამ 3 კითხვას ვატან იბერთ დესპანს დიდ დათვთან:

1) ბატონო ვლადიმერ, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრამდე თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენ აქტიურად ადევნებთ თვალს ქართულ ძიუდოს. ვიცით რომ ეს სპორტის სახეობა თქვენთვის იმდენად საყვარელია, რომ თავადაც ხართ დაკავებული ამ საქმით. ბატონო ვლადიმერ ჭიდაობისას თქვენთვის რომელია კომფორტული პოზიცია? თავდასხმის თუ თავდაცვის მანევრი?

2) საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის დროს თქვენი მხარის გამართლება იყო: „საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა“. მე მაინტერესებს როგორ ხდება ტერმინის „მოქალაქე“ დიფერენციაცია? ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ყოვლთვიურად აპროტესტებს რეჟიმს, რომლებსაც თქვენი მილიცია არ აძლევს საშუალებას თავისუფლად გამოხატონ პოზიცია, არიან თუ არა ეს ადამიანები რუსეთის მოქალაქეები?

3) თქვენი აზრით სად არის რუსეთის ერთიანობის გასაღები? 🙂

0 Responses to “ძიუდო ყინულზე”



  1. Leave a Comment

Leave a comment




სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო